ნიკი ნოკოლი სამსახიობო დებიუტზე საუბრობს

მუსიკოსი „ნეტფლიქსის” Envidiosa-ს მესამე სეზონში გამოჩნდა.
ნიკი ნიკოლი
ALINA SCHWARCZNETFLIX

მომღერალსა და რეპერ ნიკი ნიკოლს 2025 წელს სამსახიობო დებიუტი ჰქონდა. მან მონაწილეობა მიიღო „ნეტფლიქსის” Envidiosa-ს მესამე სეზონში, სადაც ახალგაზრდა არქიტექტორ მარტინა ვასკესის როლს ასრულებს.

რომანტიკული კომედიის ჟანრის სერიალი, რომელიც „ნეტფლიქს არგენტინას” ორიგინალური პროდუქციაა, ასახავს 39 წლის ვიკის რთულ ცხოვრებას – მარტოხელა, ქაოსური პერსონაჟის, რომელიც იაზრებს, რომ მის დაუცველობას ის კრიზისიდან კრიზისამდე, საბოლოოდ კი ფსიქოთერაპიის ყოველკვირეულ სესიემაბდე მიჰყავს.

ამ სეზონში ვიკი ბედნიერი და შეყვარებული ჩანს, არქიტექტორის კვალიფიკაციით, თუმცა ამჯერად სამსახურის პოვნა უჭირს. სწორედ ასე ხვდება ის მარტინას (ნიკოლს).

„ჩემთვის სიმღერა და მსახიობობა ორი სამყაროა, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად მეჩვენებოდა, მაგრამ, რეალურად, ისინი ძალიან ჰგავს ერთმანეთს – განსაკუთრებით, თუ ამის კეთება მოგწონს,” – ეუბნება ნიკი „ბილბორდს” თავის სამსახიობო დებიუტზე. „სანამ პირველად ვითამაშებდი, მეშინოდა, რომ კარგად არ გამომივიდოდა და ცოტა თავს ვიკავებდი, რომ ჩემი თავი მიმეშვა. გარდა იმისა, რომ უნდა შეასრულო ის, რაც სცენარში წერია, ასევე უნდა ისიამოვნო და შენი თავი მიუშვა. მაგრამ გუნდმა ეს პროცესი ძალიან გამიმარტივა და მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე.”

ნიკოლის პერსონაჟი სიუჟეტში შემოდის, როგორც დადებითი და მოკრძალებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც სწორედ იმ მომენტში აკეთებს განაცხადს სამსახურში აყვანაზე, როცა თავად ვიკი. მარტინა არ არის რიგითი კანდიდატი – ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორის შვილიშვილია, რაც იმთავითვე ართულებს საქმეს ვიკისთვის. მისი კვალიფიკაციისა და რწმენის მიუხედავად, რომ იმსახურებს ამ პოზიციას, ვიკის ეშინია მარტინას ოჯახური ძალაუფლებისა და ახალგაზრდული ენერგიის. მოგვიანებით კი ისინი დამეგობრდებიან და მარტინა ვიკის ასისტენტი ხდება. 

უკვე Envidiosa-ს დიდი ფანი, ნიკოლი მაყურებელს მიანიშნებს, რომ მომავალ სეზონებში ვირტუდესისგან „რაღაც კარგს” უნდა ელოდონ. თუმცა მას ვიკის თერაპევტისთვის ერთი რჩევაც აქვს: „ცოტა მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს მის მიმართ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Mechanical Rainbow-მ ახალი სიმღერა – „კოჯრის ტყის სიზმარი“ გამოუშვა

შემდეგი სტატია

Bedford Falls-მა ახალი სიმღერა და ანიმაციური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი