საფრანგეთი ელექტრონულ მუსიკას „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“ აღიარებს

ელექტრონული მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიას ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების ეს ფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საფრანგეთის კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში.
Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA
Jean-Michel Jarre FRANCOIS ROUSSEA

ოფიციალურად დადასტურდა, რომ Air, Cassius, Daft Punk, Justice და ლეგენდარული ჟან-მიშელ ჟარი ფრანგულ კულტურაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენენ.

ელექტრონული მუსიკა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ნუსხას ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების ეს ფორმა საფრანგეთის კულტურულ იდენტობას აყალიბებს. 

„ელექტრონულ მუსიკას ჩვენი ეროვნული არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში სამართლიანი ადგილი უჭირავს.” –  განაცხადა საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დათიმ, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ კლუბებს არტისტული გამოხატვისა და სადღესასწაულო სივრცის სტატუსი მიანიჭა.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჟან-მიშელ ჟარი, რომელმაც 20 წლის ასაკში შედევრი ალბომი Oxygène შექმნა. ალბომი ელექტრონული კომპოზიციებისგან შედგება, რომლებიც ადრეულ სინთეზატორებზე ვოკალის გარეშეა ჩაწერილი.

Oxygène –  1976 წელს გამოვიდა და მას შემდეგ გამოცემულმა ალბომებმა,  მათ შორის Equinoxe და Zoolook, საფუძველი ჩაუყარეს ფრანგული ელექტრონული მუსიკის სტილს, ე.წ. French Touch-ს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და დღემდე არ კარგავს უნიკალურობას.

ჟან-მიშელ ჟარი ამ სფეროში ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად მოღვაწეობდა. იგი იყო CISAC-ის ავტორთა საზოგადოების გლობალური კონფედერაციის პრეზიდენტი და 1993 წლიდან იუნესკოს ელჩის სტატუსით აქტიურად უჭერს მხარს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და დაცვას.

2021 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კომპოზიტორსა და არტისტს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა, რაც ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს წარმოადგენს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში.

„მოხარული ვარ, რომ ელექტრონული მუსიკა საბოლოოდ იკავებს თავის ადგილს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში. განსაკუთრებით სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იუნესკოს ელჩისა და არამატერიალური კულტურის მხარდამჭერის როლში აქტიური ჩართულობის შემდეგ,“  –  დაწერა  ჟან-მიშელ ჟარმა სოციალურ ქსელში და ამ მოვლენას „ელექტრონული მუსიკისთვის ისტორიული ეტაპი“ უწოდა.


77 წლის ჟან-მიშელ ჟარი უკვე 50 წელზე მეტია, ელექტრონულ მუსიკას მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზე წარადგენს. მას კონცერტები ჩატარებული აქვს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ისეთ ადგილებში, როგორებიცაა გიზის პირამიდები, აკრძალული ქალაქი, ეიფელის კოშკი, ვერსალი, მასადა, პომპეი და ბოლოს სამარყანდი. ცოტა ხნის წინ მან სამარყანდში, რეგისტანის მოედანზე, იუნესკოს 43-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში დაუკრა.

საფრანგეთი ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება. თითქმის 100 წლის წინ, 1928 წელს, ფრანგმა გამომგონებელმა მორის მარტენომ შექმნა Ondes Martenot –  ერთ-ერთი პირველი ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელსაც ორკესტრები დღემდე იყენებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკალური პოდკასტები ქართულ ციფრულ მედიაში

შემდეგი სტატია

Mechanical Rainbow-მ ახალი სიმღერა – „კოჯრის ტყის სიზმარი“ გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი