29 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძის ჯაზტრიოს კონცერტი გაიმართება

ქართველი პიანისტი წარადგენს საავტორო პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ – Georgian Songbook Vol.1.

29 დეკემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამორჩეული საღამო შედგება. მსმენელის წინაშე საერთაშორისოდ აღიარებული მუსიკოსი, ბერკლის მუსიკის კოლეჯის პროფესორი გიორგი მიქაძე წარდგება – ექსკლუზიური პროექტით „ქართულ სიმღერათა კრებული“ – Georgian Songbook Vol.1.

 „ქართულ სიმღერათა კრებული“ საავტორო მუსიკალური პროექტია, რომელიც გიორგი მიქაძის კონცეფციით შეიქმნა. მასში შესულია მე-20 საუკუნის დიდი ქართველი კომპოზიტორების კინოსა და თეატრის მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს ეკუთვნის.

პროექტის მიზანია ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მისი თანამედროვე ჯაზის ელემენტებით გამდიდრება. შესაბამისად, ალბომში წარმოდგენილი ნაწარმოებების არანჟირება კლასიკური ჯაზტრიოს ფორმატშია გადაწყვეტილი. 

ალბომი GIORGI MIKADZE TRIO “Face to Face”, Georgian Songbook Vol.1 2023 წელს პარიზში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში, Studio SEXTAN-ში Club Iveria-ს მხარდაჭერით ჩაიწერა. პროექტი მსოფლიოს არაერთ პრესტიჟულ სცენაზე შესრულდა და ჯაზის კრიტიკოსებისა და მედიისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. 

ჯაზტრიოს შემადგენლობაში არიან: გიორგი მიქაძე – ფორტეპიანო, რაფაელ პანიე – დასარტყამი ინსტრუმენტები, ფრანსუა მუტენი – კონტრაბასი.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bedford Falls-მა ახალი სიმღერა და ანიმაციური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

Diddy ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი