Diddy ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

რეპერის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ფედერალურმა მოსამართლემ მის მიმართ უჩვეულოდ მკაცრი სასჯელი გამოიყენა.
Diddy
MEGA/GC IMAGES/GETTY IMAGES

Diddy-ს ადვოკატებმა ნიუ-იორკის სააპელაციო სასამათლოს მიმართეს თხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რეპერი ციხიდან და გაუუქმონ ან შეუმსუბუბქონ პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე გამოტანილი ოთხწლიანი პატიმრობის განაჩენი.

ადვოკატების თქმით, ფედერალური მოსამართლე კომბსს ზედმეტად მკაცრად მოექცა და დაუშვა, რომ სასჯელის ზომაზე იმ ბრალდებების მტკიცებულებებს ემოქმედა, რომლებშიც რეპერი გაამართლეს.

56 წლის კომბსი სასჯელს ნიუ-ჯერსის ფედერალურ საპატიმროში იხდის, რომლის დატოვებაც მას 2028 წლის მაისში უწევს.  

რეპერის ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლე არუნ სუბრამანიანი „მეცამეტე ნაფიცი მსაჯულივით” მოიქცა, როცა კომბსს ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათი მტკიცებით, მან შეცდომა დაუშვა, როცა სასჯელის განსაზღვრისას იმოქმედა იმ ბრალდებების მტკიცებულებებითაც, რომლებშიც კომბსი გამართლდა.

ადვოკატები ამბობენ, რომ კომბსი დამნაშავედ იქნა ცნობილი ორ შედარებით მსუბუქ ბრალდებაში – პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულში, რომელიც არ მოიცავს ძალადობას, თაღლითობას ან იძულებას. ისინი სააპელაციო სასამართლოს სთხოვენ, გაამართლოს კომბსი, გასცეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების ბრძანება, ან მიმართოს სუბრამანიანს, შეამციროს მის მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა. 

„ამ დანაშაულებებისთვის ბრალდებულებს, როგორც წესი, სასჯელის ზომად 15 თვეზე ნაკლები ეფარდებათ, მაშინაც კი, როცა საქმეში იძულება ფიგურირებს, რაც ამ შემთხვევაში ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ აღმოაჩინეს,” – წერენ ადვოკატები.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას მოსამართლე სუბრამანიანმა ახსნა, რომ მან გაითვალისწინა კომბსის მიერ ორი ყოფილი მეგობარი გოგონას მიმართ მოპყრობა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რეპერი მათ სცემდა და სხვა მამაკაცებთან სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა. 

სასამართლოზე რეპერის ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა გოგონამ კეისი ვენტურამ თქვა, რომ მათი ათწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ათასობით შემთხვევა იყო, როცა კომბსი მას უცნობ მამაკაცებთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ნახეს ვიდეოც, თუ როგორ ძალადობდა ფიზიკურად რეპერი ვენტურაზე ლოს-ანჯელესის სასტუმროში.

მეორე ყოფილმა მეგობარმა გოგონამ კი, რომელმაც ჩვენება მისცა ფსევდონიმით „ჯეინი”, თქვა, რომ 2021 წლიდან 2024 წლამდე იძულებით კავდებოდა სექსით მამაკაც სექსმუშაკებთან ე.წ. „სასტუმროს ღამეების” დროს, როგორც ამას თავად კომბსი უწოდებდა და რაც დღეების განმავლობაში გრძელდებოდა. 

განაჩენის გამოტანისას სუბრამანიანმა თქვა, რომ ის უგულებელყოფს „დაცვის მხარის მცდელობას, მომხდარი უბრალოდ ინტიმურ, უთანხმოების გამოცდილებად, ან რიგით ‘სექსის, ნარკოტიკებისა და როკ-ენ-როლის’ ისტორიად წარმოაჩინოს.”

„თქვენ ბოროტად გამოიყენეთ ძალაუფლება და კონტროლი იმ ქალების ცხოვრებაზე, რომლებზეც ამტკიცებდით, რომ გიყვარდათ. თქვენ ისინი დაამცირეთ ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ამ ძალადობას კი იყენებდით თქვენი მიზნების მისაღწევად, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ‘სასტუმროს ღამეებს’ ეხებოდა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

29 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გიორგი მიქაძის ჯაზტრიოს კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

QUEEN RICHARD E. AARON/REDFERNS

QUEEN აქამდე გამოუქვეყნებელ საშობაო სიმღერას Not For Sale (Polar Bear)-ს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი