საბრინა კარპენტერმა შობის წინა დღეს Man’s Best Friend-ის ბონუს ვერსია გამოაქვეყნა

ალბომის ბონუს ვერსიაში შესულია უკვე გამოქვეყნებული სიმღერა – Such a Funny Way.
საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images
საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერმა შობის წინა დღეს გულშემატკივრებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. 24 დეკემბერს 26 წლის პოპმომღერალმა სტრიმინგ პლატფორმებზე ალბომის – Man’s Best Friend-ის ბონუს ვერსია წარადგინა, რომელშიც უკვე გამოქვეყნებული სიმღერა – Such a Funny Way არის შესული.

„ამ ლამაზი წლისთვის მადლობის ნიშნად და იმისთვისაც, ვისაც ახლა შობის განწყობის სიმღერა სჭირდება. Man’s Best Friend – ბონუს ტრეკების ვერსია, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სიმღერით – Such a Funny Way – უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია სტრიმინგ პლატფორმებზე,“ – დაწერა კარპენტერმა Instagram-ზე. „ძალიან მიყვარხართ. მადლობა, რომ ეს სიმღერები ისევე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის. და მადლობა ასეთი განსაკუთრებული 2025 წლისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი რამ გველის.“

ბონუს ვერსიასთან ერთად, მომღერალმა YouTube-ზე Such a Funny Way-ს ტექსტის ვიდეოც გამოაქვეყნა.

კარპენტერმა თავისი მეშვიდე სტუდიური ალბომი – Man’s Best Friend, თავდაპირველად 29 აგვისტოს გამოუშვა. სექტემბერში ალბომი Billboard 200-ის ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა, რაც მომღერლისთვის უკვე მეორე ნომერ პირველი რელიზი გახდა. პირველად ეს 2024 წლის Short n’ Sweet-მა შეძლო.

სიმღერა Such a Funny Way აქამდე ციფრულ პლატფორმებზე, Man’s Best Friend-ის ალბომთან ერთად იყო ხელმისაწვდომი, მანამდე კი ტრეკი ექსკლუზიურად ალბომის ვინილის დელუქს ვერსიაში შედიოდა. 

არტისტმა სიმღერის ინსპირაციის შესახებ Apple Music 1-ის ეთერში, ზენ ლოუსთან ინტერვიუში ისაუბრა: „იუმორს, ბუნებრივია, მსუბუქად ვუყურებ, მაგრამ ხშირად ის რაღაცაზე დაგაფიქრებს. როგორც გამკლავების მექანიზმი, ის ყოველთვის საუკეთესო გზა არ არის,“ – აღნიშნა კარპენტერმა. 

მისივე თქმით, ხშირად, იუმორით მომხდარზე რეაგირება ნაკლებად მტკივნეულია. „სიმღერა ალბომის ორიგინალურ ვერსიაში არ შევიდა, თუმცა ბონუს ვერსიაში ალბომს ასრულებს სიტყვებით: „იმდენად სასაცილოა, რომ სიცილი მიწევს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვიტირო.’“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

QUEEN RICHARD E. AARON/REDFERNS

QUEEN აქამდე გამოუქვეყნებელ საშობაო სიმღერას Not For Sale (Polar Bear)-ს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი