QUEEN აქამდე გამოუქვეყნებელ საშობაო სიმღერას Not For Sale (Polar Bear)-ს აქვეყნებს

გიტარისტმა ბრაიან მეიმ სიმღერის შესახებ 22 დეკემბერს Planet Rock-ის სპეციალური საშობაო გამოშვების დროს გაამჟღავნა და თქვა, რომ ის თავდაპირველად 1974 წელს ჩაიწერა.
QUEEN RICHARD E. AARON/REDFERNS
QUEEN RICHARD E. AARON/REDFERNS

Queen-ის გიტარისტმა ბრაიან მეიმ 22 დეკემბერს გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო. მან ჯგუფის აქამდე დაკარგულად მიჩნეული საშობაო სიმღერა გაასაჯაროვა, რომელიც 1974 წელს იყო ჩაწერილი. აკუსტიკური ბალადა Not For Sale (Polar Bear) ჯგუფის მეორე ალბომის, Queen II-ის სესიების დროს ჩაიწერა, თუმცა საბოლოდ ალბომში ვერ მოხვდა.

სიმღერის პრემიერა დიდ ბრიტანეთში ორშაბათის საღამოს,  ბრაიან მეის  გადაცემა Planet Rock Christmas Special-ის ეთერში შედგა. მუსიკოსმა მსმენელებს აცნობა, რომ ეს ვერსია აქამდე არასდროს გამოქვეყნებულა და დაამატა, რომ სიმღერა Queen II-ის ხელახალ გამოცემაშიც შევა, რომელიც 2026 წელს უნდა გამოვიდეს.

„შესაძლოა, ხალხს მოსმენილი ჰქონდეს Smile-ის Not for Sale (Polar Bear)-ის ვერსია, თუმცა სიმღერა Polar Bear-ის ეს ვერსია, რომელიც ძალიან შორეულ წარსულს უკავშირდება, რამდენადაც ვიცი, აქამდე არავის მოუსმენია“, – თქვა ბრაიან მეიმ.

მან ტრეკს, რომელიც მისი Queen-ამდე არსებული ბენდისთვის, Smile-ისთვის იყო დაწერილი,  „მიმდინარე სამუშაო“ უწოდა და თქვა, რომ გადაწყვიტა, ის თავის სპეციალურ სადღესასწაულო კონცერტში შეეტანა, რადგან შთამბეჭდავია იმის ცოდნა, თუ რას ფიქრობს ამაზე ხალხი.

სიმღერას მკაფიოდ გამოხატული საშობაო განწყობა არ აქვს, თუმცა ფრედი მერკურის ნოსტალგიური, სევდიანი ვოკალი მას იმ მელანქოლიურ განწყობას სძენს, რომლითაც სხვა კლასიკური, სევდიანი საშობაო სიმღერებია ცნობილი.

მოისმინეთ QUEEN-ის Not For Sale (Polar Bear)

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Diddy ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი 2025 წლის 1 მარტი, ლონდონი. Gareth Cattermole/Getty Images

საბრინა კარპენტერმა შობის წინა დღეს Man’s Best Friend-ის ბონუს ვერსია გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი