Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტი არათანმიმდევრული მე-11 კვირაა, ალბომ The Life of a Showgirl-ით ლიდერობს. კარიერის განმავლობაში მისი პირველ ადგილზე გატარებული კვირების საერთო რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი კი Billboard 200-ის ჩარტის 69-წლიან ისტორიაში მხოლოდ ერთმა შემსრულებელმა გადალახა. 1964-დან 2001 წლამდე The Beatles-ის მიერ პირველ ადგილზე გატარებული კვირების რაოდენობა 132-ს შეადგენს, რაც ტეილორ სვიფტის მაჩვენებელს 35 კვირით აღემატება, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ამ ტემპით სვიფტი მათ გაუთანაბრდეს ან სულაც გადააჭარბოს.
ტეილორ სვიფტი უკვე საუკეთესო სოლო შემსრულებელია მათ შორის, ვინც Billboard 200-ის პირველ ადგილზე ყველაზე მეტი კვირა გაატარეს, როგორც სოლო შემსრულებელმა. ამავე დროს, ტეილორი არის ყველაზე წარმატებული ამერიკელი არტისტი. იგი ჩარტის სათავეში პირველად 2008 წლის ნოემბერში, ალბომით Fearless, მოექცა, მოგვიანებით კი გრემის წლის ალბომის ჯილდო მოიპოვა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ელვის პრესლის მიღწევები Hot 100-ზე გარკვეულწილად შეზღუდულია, რადგან მან დიდ წარმატებას 1956 წელს, ჯერ კიდევ Billboard Hot 100-ის ჩარტის დაწყებამდე მიაღწია, თუმცა Billboard 200 ელვის პრესლის სრულ კარიერას წარმოაჩენს. მისი პირველი ალბომი ჩარტში N11 პოზიციით 1956 წლის 31 მარტს შევიდა, რაც ჩარტის არსებობის მეორე კვირა იყო.
თუ Saturday Night Fever-ის საუნდტრეკს (რომელიც 1978 წელს 24 კვირა იყო N1-ზე) Bee Gees-ის ალბომად ჩავთვლით, ტრიოს პირველ ადგილზე 31 კვირა ექნებოდა გატარებული. Bee Gees-ის ალბომში ექვსი ტრეკია შესული, რომელთაგან ხუთი Hot 100-ში N1 ჰიტი იყო. თუმცა Billboard-ი მას მრავალშემსრულებლიან საუნდტრეკ ალბომად მიიჩნევს.
აქ მოცემულია ყველა არტისტის მიმოხილვა, ვინც 30 ან მეტი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის პირველ ადგილზე 1956 წლის 24 მარტიდან იმყოფებოდა, ეს იყო დღე, როდესაც ჩარტმა ყოველკვირეული გამოქვეყნება დაიწყო.
მერაია კერი (30 კვირა)

MICHAEL BRENNAN/GI
პირველი კვირა N1-ზე: 1991 წლის 2 მარტი
ბოლო კვირა N1-ზე: 2008 წლის 10 მაისი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: Mariah Carey (11 კვირა, 1991)
შენიშვნა: მერაია კერის ყველა N1 ალბომი სტანდარტული სტუდიური რელიზი იყო. „შობის დედოფლის“ 1994 წლის საშობაო ალბომმა Merry Christmas-მა ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.
Eagles (30 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 1975 წლის 26 ივლისი
ბოლო კვირა N1-ზე: 2007 წლის 17 ნოემბერი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: The Long Run (9 კვირა, 1979)
შენიშვნა: The Long Run-ის პირველ ადგილზე ყოფნის პერიოდი ერთი კვირით მეტია, ვიდრე ჯგუფის ყველაზე ცნობილი ალბომის, Hotel California-ს მაჩვენებელი (8 კვირა, 1977). RIAA-მ Eagles-ს Their Greatest Hits 1971–1975 წელს სერტიფიცირება მიანიჭა, რომელმაც 38-ჯერ მიიღო პლატინის სტატუსი. ალბომმა 1976 წელს პირველ ადგილზე ხუთი კვირა გაატარა და ეს მაჩვენებელი მუსიკის ისტორიაში ნებისმიერ სხვა ალბომზე მაღალია. ჯგუფის N1 ალბომების საერთო რაოდენობაში შედის ასევე 1994 წლის ცოცხალი ალბომი Hell Freezes Over.
Prince (35 კვირა)

RICHARD E. AARON/REDFERNS
პირველი კვირა N1-ზე: 1984 წლის 4 აგვისტო
ბოლო კვირა N1-ზე: 2016 წლის 7 მაისი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: Purple Rain საუნდტრეკი (24 კვირა, 1984–85)
შენიშვნა: Prince-ის N1 ალბომებს შორის არის ორი საუნდტრეკი: Purple Rain და Batman. Purple Rain-მა 1980-იან წლებში ნებისმიერ საუნდტრეკზე მაღალი მაჩვენებელი დადო. ეს იყო ერთ-ერთი იმ ორი N1 ალბომიდან, სადაც Prince თავის ჯგუფთან, The Revolution-თან ერთად იყო დასახელებული. მეორე ასეთი ალბომი იყო Around the World in a Day. Prince-ის სტატისტიკაში შედის ასევე 2001 წლის ჰიტების კრებული The Very Best of Prince, რომელმაც 2016 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, N1 ადგილს მიაღწია.
Eminem (35 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 2000 წლის 10 ივნისი
ბოლო კვირა N1-ზე: 2024 წლის 27 ივლისი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: The Marshall Mathers LP (8 კვირა, 2000)
შენიშვნა: Eminem-ის N1 ალბომების სტატისტიკაში შედის 2005 წლის ჰიტების კრებული Curtain Call: The Hits. Eminem იყო მთავარი არტისტი საუნდტრეკში 8 Mile: Music From and Inspired by the Motion Picture, რომელმაც 2002-2003 წლებში პირველ ადგილზე ოთხი კვირა დაჰყო, თუმცა ეს მის საერთო მაჩვენებელში არ ითვლება. ასევე არ ითვლება ორი N1 ალბომი, რომლებიც მან ჯგუფ D12-ის წევრის სტატუსით ჩაწერა და რომლებმაც პირველ ადგილზე ჯამში სამი კვირა დაჰყვეს.
ჰარი ბელაფონტე (37 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 1956 წლის 24 მარტი
ბოლო კვირა N1-ზე: 1957 წლის 20 მაისი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: Calypso (31 კვირა, 1956-57)
შენიშვნა: ლეგენდარული მომღერლის ბელაფონტეს ალბომი პირველივე ყოველკვირეულ Billboard 200-ის ჩარტში N1 ადგილზე გავიდა. Calypso გაუთანაბრდა South Pacific-ის საუნდტრეკს, როგორც 1956-59 წლების პერიოდში ყველაზე ხანგრძლივად N1 ადგილზე მყოფი ალბომი იყო. ბელაფონტეს ამ სიაში პირველ ადგილზე მყოფ ყველა სხვა შემსრულებელს შორის, The Monkees-ს შემდეგ, მეორე ყველაზე მოკლე პერიოდი აქვს გატარებული. ეს უკანასკნელი კი ამ სიაში ერთადერთი შემსრულებელია, რომელსაც მხოლოდ ორი N1 ალბომი აქვს.
Drake (37 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 2010 წლის 3 ივლისი
ბოლო კვირა N1-ზე: 2025 წლის 1 მარტი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: Views (13 კვირა, 2016)
შენიშვნა: Drake ჰიპ-ჰოპ არტისტია, რომელმაც პირველ ადგილზე ყველაზე მეტი კვირა გაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა სხვა კანადელ არტისტთან შედარებით მას ყველაზე მეტი კვირა აქვს გატარებული N1 ადგილზე. მის სტატისტიკაში შედის სამი კოლაბორაციული ალბომი: Future-თან (What a Time to Be Alive), 21 Savage-თან (Her Loss) და PARTYNEXTDOOR-თან ($ome $exy $ongs 4U).
The Monkees (37 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 1966 წლის 12 ნოემბერი
ბოლო კვირა N1-ზე: 1967 წლის 30 დეკემბერი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: More of the Monkees (18 კვირა, 1967)
შენიშვნა: ჯგუფს ამ სიაში შესულ ნებისმიერ სხვა ჯგუფთან შედარებით N1 ალბომის ყველაზე მოკლე პერიოდი ჰქონდა, წელიწადზე ოდნავ მეტი. თუმცა, ეს ასევე ხაზს უსვამს მათ იმდროინდელ პოპულარობას. ჯგუფმა პირველ ადგილზე ზედიზედ 31 კვირა დაჰყო, რაც 1956-2025 წლების მთელ პერიოდში ნებისმიერ სხვა არტისტზე მეტია.
Fleetwood Mac (38 კვირა)

CBS VIA GETTY IMAGES
პირველი კვირა N1-ზე: 1976 წლის 4 სექტემბერი
ბოლო კვირა N1-ზე: 1997 წლის 6 სექტემბერი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: Rumours (31 კვირა, 1977)
შენიშვნა: ალბომმა Rumours-ს 1970-იან წლებში ნებისმიერ ალბომთან შედარებით ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი დაჰყო პირველ პოზიციაზე. მას ასევე ყველაზე დიდხანს ჰქონდა N1 ადგილი ჯგუფის ან დუეტის მიერ შექმნილ ნებისმიერ ალბომს შორის – 1956-2025 წლების პერიოდში. მათი უახლესი N1 ალბომი, The Dance, სტუდიურ სცენაზე ცოცხლად ჩაიწერა.
The Rolling Stones (38 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 1965 წლის 21 აგვისტო
ბოლო კვირა N1-ზე: 1981 წლის 14 ნოემბერი
ყველაზე ხანგრძლივად N1-ზე მყოფი ალბომი: Tattoo You (9 კვირა, 1981)
შენიშვნა: The Rolling Stones ამ სიაში მესამე ადგილზე მყოფი ჯგუფია, The Beatles-ისა და The Kingston Trio-ს შემდეგ.
ელტონ ჯონი (39 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 15 ივლისი, 1972
ბოლო კვირა N1-ზე: 22 ნოემბერი, 1975
ყველაზე ხანგრძლივი N1: Greatest Hits (10 კვირა 1974-75)
შენიშვნები: ელტონ ჯონის N1 ალბომების პერიოდი სრულად ვერ ასახავს მის სტატუსს პოპმუსიკაში, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, რჩება დომინანტ ფიგურად ამ ინდუსტრიაში. ელტონ ჯონის პირველი ორი ალბომი Billboard 200-ში N1 ადგილზე იმყოფებოდა: Captain Fantastic and the Brown Dirt Cowboy და Rock of the Westies (1975). ელტონ ჯონი იყო მთავარი არტისტი The Lion King-ის საუნდტრეკში, რომელიც 1994-95 წლებში, 10 კვირის განმავლობაში N1 ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მის საერთო რაოდენობაში არ ითვლება.
Adele (40 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 12 მარტი, 2011
ბოლო კვირა N1-ზე: 8 იანვარი, 2022
ყველაზე ხანგრძლივი N1: 21 (24 კვირა 2011-2012)
შენიშვნა: Adele ყველაზე მეტი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა N1 ადგილზე სხვა ნებისმიერ სოლო არტისტთან შედარებით, რომელიც აშშ-ში არ არის დაბადებული. მეორე ადგილს ამ ნიშნით 39 კვირით ელტონ ჯონი იკავებს. 2010-იან წლებში ალბომი ყველაზე მეტი – 21 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა N1 პოზიციაზე.
მორგან უოლენი (41 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 23 იანვარი, 2021
ბოლო კვირა N1-ზე: 30 აგვისტო, 2025
ყველაზე ხანგრძლივი N1: One Thing at a Time (19 კვირა 2023-24)
შენიშვნა: ალბომი One Thing at a Time – ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა N1 პოზიციაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქანთრი ალბომი 1956-2025 წლების პერიოდში.
უიტნი ჰიუსტონი (46 კვირა)

GETTY IMAGES
პირველი კვირა N1-ზე: 8 მარტი, 1986
ბოლო კვირა N1-ზე: 19 სექტემბერი, 2009
ყველაზე ხანგრძლივი N1: The Bodyguard საუნდტრეკი (20 კვირა 1992-1993)
შენიშვნა: უიტნი ჰიუსტონი არის მეორე ყველაზე მაღალრეიტინგული ქალი სოლო არტისტი. მის სტატისტიკაში შედის The Bodyguard საუნდტრეკი, რომელიც 1990-იან წლებში ყველაზე მეტი კვირის განმავლობაში იკავებდა N1 პოზიციას. The Bodyguard-ში შესული 12 სიმღერიდან უიტნიმ მხოლოდ 6 სიმღერა შეასრულა, თუმცა სწორედ ისინი იყვნენ ალბომის გაყიდვების მთავარი მიზეზი. უიტნი ჰიუსტონის ამ მაჩვენებელში არ შედის Waiting to Exhale-ის საუნდტრეკი, რომელიც 1996 წელს ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა N1 პოზიციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მან ამ ალბომში მხოლოდ სამი სიმღერა შეასრულა. უიტნი ჰიუსტონმა სიკვდილის შემდეგ თითქმის პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა მისმა The Greatest Hits ალბომმა ვერ შეძლო ადელის ჰიტ-ალბომის დამარცხება. 2012 წლის მარტში კომპილაციურმა ალბომმა სამი კვირა დაჰყო მეორე ადგილზე.
The Kingston Trio (46 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 24 ნოემბერი, 1958
ბოლო კვირა N1-ზე: 26 დეკემბერი, 1960
ყველაზე ხანგრძლივი N1: The Kingston Trio at Large (15 კვირა 1959)
შენიშვნა: ხალხური ტრიო ყველაზე მეტი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა №1 პოზიციაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამერიკული ჯგუფი ან დუო. The Kingston Trio მეორე ყველაზე მაღალრეიტინგული ჯგუფია ამ სიაში და ყველაზე მაღალრეიტინგული არტისტი. მათი N1 ალბომები სტუდიური რელიზებია, რომლებიც შედგება სიმღერებისგან, რომლებიც ჯგუფს აქამდე არ ჩაუწერია.
მაიკლ ჯექსონი (51 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 26 თებერვალი, 1983
ბოლო კვირა N1-ზე: 14 ნოემბერი, 2009
ყველაზე ხანგრძლივი N1: Thriller (37 კვირა 1983-1984)
შენიშვნა: ალბომი Thriller 1980-იან წლებში ჩარტში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი N1 ალბომია. მაიკლ ჯექსონი იყო არტისტი, რომელმაც ყველაზე მეტხანს დაჰყო N1 პოზიციაზე, ვიდრე ნებისმიერმა სხვა შავკანიანმა არტისტმა (ამ ნიშულით უიტნი ჰიუსტონი მეორე ადგილზეა 46 კვირით). მაიკლ ჯექსონის საერთო რაოდენობაში შედის საუნდტრეკი Michael Jackson’s This Is It და უნიკალური ორმაგი დისკის ალბომი HIStory: Past, Present and Future Book I.
გართ ბრუკსი (52 კვირა)

JAMES SCHNEPF/GI
პირველი კვირა N1-ზე: 28 სექტემბერი, 1991
ბოლო კვირა N1-ზე: 21 დეკემბერი, 2013
ყველაზე ხანგრძლივი N1 : Ropin’ the Wind (18 კვირა 1991-92)
შენიშვნა: გართ ბრუკსი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა N1 პოზიციაზე ვიდრე ნებირმიერი სხვა ქანთი არტისტი. გართ ბრუკსი ასევე არის ყველაზე მაღალრეიტინგული მამაკაცი სოლო არტისტი, მის შემოქმედებაში შედის The Hits, რომელიც 8 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა N1 პოზიციაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა Greatest Hits ალბომი 1990-იანებში.
ელვის პრესლი (67 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 5 მაისი, 1956
ბოლო კვირა N1-ზე: 26 ოქტომბერი, 2002
ყველაზე ხანგრძლივი N1: Blue Hawaii საუნდტრეკი (20 კვირა 1961-1962)
შენიშვნა: ელვის პრესლი იყო ჩარტში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი N1 მამაკაცი სოლო არტისტი, მის N1 ალბომებს შორის არის საშობაო ალბომი Elvis’ Christmas Album, ლაივ ალბომი – Aloha From Hawaii Via Satellite, Greatest Hits-ის სეტი – Elv1s: 30 #1 Hits და ოთხი ფილმის საუნდტრეკი: Loving You, G.I. Blues, Blue Hawaii და Roustabout.
ტეილორ სვიფტი (97 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 29 ნოემბერი, 2008
ბოლო კვირა N1-ზე: 3 იანვარი, 2026
ყველაზე ხანგრძლივი N1: The Tortured Poets Department (17 კვირა 2024)
შენიშვნა: გარდა იმისა, რომ 36 წლის ტეილორ სვიფტი ამ სიაში საუკეთესო სოლო შემსრულებელია, ის ასევე საუკეთესო ამერიკელი შემსრულებელია. მის ჩამონათვალში შედის Fearless, Speak Now, Red და 1989-ის ორიგინალი და ხელახლა ჩაწერილი Taylor’s Version გამოცემები. აღსანიშნავია, რომ ორიგინალ Fearless 2000-2009 წლების განმავლობაში ყველაზე დიდხანს იკავებდა N1 პოზიციას.
The Beatles (132 კვირა)
პირველი კვირა N1-ზე: 15 თებერვალი, 1964
ბოლო კვირა N1-ზე: 3 თებერვალი, 2001
ყველაზე ხანგრძლივი N1: Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (15 კვირა 1967)
შენიშვნა: ჯგუფმა N1 ადგილი ჩარტში 8 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა, რაც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი სხვა Greatest Hits ალბომის სეტი. ჯგუფის N1 ალბომების შემადგენლობაში შედის ორმაგი დისკის Greatest Hits-ის სეტი – The Beatles/1967-1970, Anthology სერიის სამი გამოცემა და ოთხი N1 საუნდტრეკი: A Hard Day’s Night, Help!, Magical Mystery Tour და Let It Be.