Forbes-ის ცნობით, ბიონსემ მილიარდერის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა

Forbes-ის ანგარიშის მიხედვით, ის მხოლოდ მეხუთე მუსიკოსია ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
ბიონსე 2025 წლიე გრემიზე
MATT WINKELMEYER/GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

Forbes-ის 29 დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, ბიონსემ ოფიციალურად მიაღწია მილიარდერის სტატუსს და გახდა მეხუთე მუსიკოსი ისტორიაში, რომლის ქონებამაც, გამოცემის ინფორმაციით, მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Forbes-ის ინფორმაციით, არტისტმა მილიარდერის სტატუსს 2025 წელს, მაშინ მიაღწია, როცა წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ტურნე დაასრულა. Billboard Boxscore-ის მონაცემებით, Cowboy Carter ტურნემ ზაფხულში 1.6 მილიონი გაყიდული ბილეთის შედეგად 407.6 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა. Forbes ასევე აღნიშნავს ბიონსეს 2023 წლის Renaissance World Tour-სა და მის ბიზნესებს – Cécred-სა და SirDavis Whisky-ს – როგორც მილიარდის გამომუშავების დამატებით ფაქტორებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „მისი პირადი ქონების უდიდესი ნაწილი მუსიკიდან მოდის – საკუთარი კატალოგის უფლებების კონტროლისა და გლობალური ტურნეებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით“.

Forbes-ის მიხედვით, მილიარდერი მუსიკოსების ხუთეულში ასევე არის: Jay Z, ტეილორ სვიფტი, რიანა და ბრიუს სპრინგსტინი. აღსანიშნავია, რომ სხვა მედიასაშუალებებმა, განსხვავებული კრიტერიუმების გამოყენებით, მილიარდერებად ასევე მოიხსენიეს პოლ მაკარტნი, ენდრიუ ლოიდ უებერი და სელენა გომესი.

ბიონსემ 2010 წელს დააარსა Parkwood Entertainment. ამ ნაბიჯმა მას საშუალება მისცა, საკუთარი მუსიკის, პერფორმანსების, ტურნეების და ვიზუალური პროექტების მენეჯმენტი და წარმოება გაეერთიანებინა და საბოლოოდ, ამ საქმიანობებიდან მიღებული მოგების დიდი ნაწილი მასვე დარჩენოდა.

როგორც მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი სუპერვარსკვლავი და არტისტი, რომლის კარიერა ხანგრძლივი და  ამავდროულად იშვიათად სტაბილურია, ბიონსეს ქონებას ანალიტიკოსები წლებია, აკვირდებიან. 2023 წლის დეკემბერში მან ბიზნესმედიის ყურადღება მიიქცია, როცა მისი ქონება ერთ წელიწადში 500 მილიონიდან 800 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს მეტწილად Renaissance World Tour-ის წარმატებამ განაპირობა.

სოლო კარიერის დაწყებიდან, 2003 წლიდან დღემდე, ბიონსემ რვა სტუდიური ალბომი გამოუშვა და ყველა მათგანმა Billboard 200-ის ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა. მას ასევე აქვს ცხრა ნომერ პირველი ჰიტი Billboard Hot 100-ის ჩარტში.

Cowboy Carter 2025 წლის ყველაზე შემოსავლიან ტურნეებში მხოლოდ Coldplay-ს ჩამორჩა, ამ საკონცერტო ტურით ბიონსემ არაერთი რეკორდი დაამყარა – მაგალითად, გახდა Billboard Boxscore-ის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ქანთრი ჟანრის ტურნე და ამავე დროს ყველაზე მოკლევადიანი ტურნე, რომლის შემოსავალმაც 400 მილიონ დოლარს მხოლოდ 32 კონცერტით გადააჭარბა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Taylor Swift, The Beatles, Michael Jackson, Elvis. PHOTOS: GI; ILLUSTRATION BY LYANNE NATIVIDAD

ტეილორ სვიფტი, The Beatles, ელვის პრესლი და სხვა არტისტები, რომლებმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ყველაზე მეტი კვირა გაატარეს, ნახეთ სრული სია

შემდეგი სტატია

Baby Shark და გოჭი პეპა ერთობლივი საცეკვაო რემიქსს გამოსცემენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი