WHAM!-ის Last Christmas გლობალურ ჩარტებში ყველა სადღესასწაულო ტოპ-ათეულში ლიდერობს

კლასიკური ჰიტი უკვე მეორე კვირაა, პირველ ადგილზეა Global 200-ის და Global Excl. U.S.-ის ჩარტებში.
George Michael and Andrew Ridgeley of Wham! photographed on Nov. 8, 1983. JOHN ROGERS/DAILY EXPRESS/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES
George Michael and Andrew Ridgeley of Wham! photographed on Nov. 8, 1983. JOHN ROGERS/DAILY EXPRESS/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES

WHAM!-ის Last Christmas უკვე მეორე კვირაა, Billboard Global 200 და Billboard Global Excl. U.S. ჩარტებში  ლიდერობს. უნდა ითქვას, რომ სიმღერა  ამ სეზონზე პირველად ჩაუდგა სათავეში ორივე გლობალურ რეიტინგს. 1984 წელს გამოცემული სიმღერა ბრიტანული დუეტის, ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია და დღეს უკვე თანამედროვე საშობაო კლასიკად არის ქცეული.

პარალელურად, Last Christmas-მა მნიშვნელოვანი წარმატება აშშ-შიც აჩვენა,  სიმღერა Billboard Hot 100 ჩარტში N2 პოზიციამდე ავიდა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ამერიკულ რეიტინგში.

ენდრიუ რიჯლიმ Billboard-თან საუბარში აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ იქცა ეს სიმღერა „ყველა თაობისთვის საყვარელ საშობაო ჰიმნად“. Hot 100-ში მეორე ადგილზე მოხვედრასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ „სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უკავია უამრავი ადამიანის გულში, რითაც ჯორჯ მაიკლი ძალიან იამაყებდა“.

Last Christmas ამ კვირაში მთლიანად სადღესასწაულო ტოპ-ათეულს ლიდერობს საერთაშორისო ჩარტებშიც. Billboard Global 200 და Billboard Global Excl. U.S. ჩარტები სიმღერებს სტრიმინგისა და გაყიდვების მონაცემების საფუძველზე აფასებს, რომლებიც მსოფლიოს 200-ზე მეტი ადგილიდან არის შეგროვებული და მონაცემთა მთვლელი კომპანიის, Luminate-ის მიერ მუშავდება. Global 200 გლობალურ მონაცემებს სრულად მოიცავს, ხოლო Global Excl. U.S. აერთიანებს იმ ქვეყნებს, რომლშიც შეერთებულ შტატები არ შედის. ჩარტების პოზიციები სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ სტრიმინგსა და გაყიდვებს ითვალისწინებს.

19 დეკემბრის კვირაში Last Christmas-მა Global 200-ის ჩარტში ერთი პოზიციით წინ წაიწია და მსოფლიოს მასშტაბით 192 მილიონი სტრიმი დააგროვა.  ერთი წლის წინ, ამავე პერიოდში, ტრეკმა 192.5 მილიონი სტრიმი დააფიქსირა, ხოლო ტოპ-10-ში არცერთი სხვა სიმღერა არ განმეორებულა. რეკორდის მფლობელი ამ მხრივ BTS-ის Butter არის  – 289.2 მილიონი სტრიმით (2021 წლის 5 ივნისი).

Global 200-ის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:

მერაია კერის All I Want for Christmas Is You-მ რეკორდული 20 კვირის შემდეგ (2020 წლის დეკემბრიდან) N1 პოზიციიდან N2 ადგილზე გადაინაცვლა; ბრენდა ლის Rockin’ Around the Christmas Tree მე-3 ადგილს ინარჩუნებს, ბობი ჰელმსის Jingle Bell Rock ერთი საფეხურით დაწინაურდა და N4 პოზიცია დაიკავა; ხოლო არიანა გრანდეს Santa Tell Me N7-დან N5 ადგილზე ადის და კვლავ საკუთარ უმაღლეს შედეგს უახლოვდება.

Last Christmas ასევე ლიდერობს Global Excl. U.S. ჩარტს –  აშშ-ის ფარგლებს გარეთ სიმღერამ 131.1 მილიონი სტრიმი და 5 000 გაყიდვა დააგროვა.

ამავე ჩარტში All I Want for Christmas Is You N3 პოზიციიდან N2 ადგილზე ინაცვლებს, მას შემდეგ, რაც 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, 14 კვირის განმავლობაში ლიდერობდა სიას. Rockin’ Around the Christmas Tree  N6-დან N3 პოზიციაზე ბრუნდება, Jingle Bell Rock ახალ მწვერვალს აღწევს (N7-დან N4), ხოლო Santa Tell Me N8-დან N5 ადგილზე ადის.

Billboard Global 200 და Billboard Global Excl. U.S. ჩარტები 30 დეკემბერს Billboard.com-ზე განახლდება. ორივე ჩარტის ტოპ-100 სიმღერა ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო სრული, 200 პოზიციისგან შემდგარი რეიტინგები Billboard Pro-ზე,  Billboard-ის სააბონენტო პლატფორმაზეა წარმოდგენილი. ჩარტებთან დაკავშირებული სიახლეებისთვის შეგიძლიათ გამოიწეროთ გვერდები Instagram-სა და X-ზე: @billboard და @billboardcharts.

Luminate Billboard-ის ჩარტების მონაცემთა მთვლელი დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც ყოველკვირეული რეიტინგების შედგენისას მონაცემების სრულმასშტაბიან მონიტორინგს ატარებს, რათა საბოლოოდ ზუსტი და სანდო შედეგები გაავრცელოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის” და „კულტურა დემოკრატიისთვის” ორგანიზებით რუსთაველზე ახალი წლის ღამეს საპროტესტო კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

ბინგ კროსბის Ultimate Christmas „ბილბორდის” ტოპ გასტრიმული ალბომების ჩარტის ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი