„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის” და „კულტურა დემოკრატიისთვის” ორგანიზებით რუსთაველზე ახალი წლის ღამეს საპროტესტო კონცერტი გაიმართება

საპროტესტო კონცერტში სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსები მონაწილეობენ.

„ერთი წელია, რაც რუსთაველის გამზირი იქცა უწყვეტი პროტესტის კერად. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამარჯვებები და ტკივილები აქ არის აღბეჭდილი და კვლავ აქ იწერება მისი ისტორია. აქ ვზეიმობთ და ვგლოვობთ, ვხვდებით ახალ წელს ერთად, რადგან აქ ვართ უწყვეტად 400 დღე და აქ ვიქნებით, სანამ ამის საჭიროება იქნება. იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგვიძლია, და იმიტომ, რომ შვილები არ გვაპატიებენ დანებებას. აქ ვხვდებით ყველა – განუსაზღვრელად მრწამსისა თუ შეხედულებებისა, პროფესიის თუ ასაკისა, რადგან ეს ქვეყანა ყველასია და მხოლოდ ერთად შეგვიძლია მისი უკეთესი მომავლის შენება.“  –  აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.

საპროტესტო კონცერტში სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსები მონაწილეობენ. 

„​სმპკ-ის პრიორიტეტი მუსიკოსების მრავალფეროვნება და მათი ერთიანობაა. 31 დეკემბერს სრულდება 400 დღე უწყვეტი პროტესტისა. გვესმის, რომ ამ ადამიანებისთვის ტრადიციული საახალწლო ქალაქი მიუღებელია, თუმცა ისინიც იმსახურებენ სადღესასწაულო განწყობას.

​სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად გადავწყვიტეთ, შევქმნათ ალტერნატიული სივრცე. სასიხარულოა, რომ ყველა მონაწილე მუსიკოსმა ღონისძიებაში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვა.”  – ოთო ბერძენიშვილი, საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპა საქმროსთან ერთად გადაღებულ საშობაო ფოტოებს აზიარებს

შემდეგი სტატია

George Michael and Andrew Ridgeley of Wham! photographed on Nov. 8, 1983. JOHN ROGERS/DAILY EXPRESS/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES

WHAM!-ის Last Christmas გლობალურ ჩარტებში ყველა სადღესასწაულო ტოპ-ათეულში ლიდერობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი