ბინგ კროსბის Ultimate Christmas „ბილბორდის” ტოპ გასტრიმული ალბომების ჩარტის ლიდერია

ალბომმა რეკორდი მოხსნა სადღესასწაულო ალბომებში ერთკვირიან სტრიმინგშიც.
ბინგ კროსბი 1950 წელს
DONALDSON COLLECTION/GETTY IMAGES

პირველად, ბინგ კროსბის Ultimate Christmas „ბილბორდის” ტოპ გასტრიმული ალბომების ჩარტის ლიდერია. 2026 წლის 3 იანვრით დათარიღებულ ჩარტში ალბომმა მესამედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ეს კროსბის პირველი ლიდერობაა ჩარტში 2-წლიან ისტორიაში.

1977 წელს გარდაცვლილი მუსიკოსის სადღესასწაულო კომპოზიციების ნაკრები მოიცავს ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა White Christmas, it’s Beginning To Look a Lot Like Christmas, Do You Hear What I Hear? და Mele Kalikimaka. ჩარტის ლიდერი ის აშშ-ში 106 000 ალბომის ეკვივალენტი სტრიმით გახდა, რაც მასში შემავალი სიმღერების 140.71 მილიონ ოფიციალურ სტრიმს უდრის. აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს როგორც კროსბის პირად რეკორდს, ასევე რეკორდს სადღესასწაულო ალბომისთვის. Ultimate Christmas-მა გასული წლის საკუთარი რეკორდიც მოხსნა: 2025 წლის 4 იანვრით დათარიღებულ ჩარტში მის სიმღერებს 125.77 მილიონი სტრიმი ჰქონდა. 

Ultimate Christmas ასევე დაწინაურდა Billboard 200-ის მეორე ადგილზე (გასულ წელს მესამე ადგილს იკავებდა). ის ასევე ლიდერობს ტოპ სადღესასწაულო ალბომების ჩარტში.

50 ტოპ გასტრიმული ალბომების ჩარტი აშშ-ში კვირის ყველაზე ხშირად დასტრიმული ალბომების რეიტინგია. რეიტინგი ალბომების ეკვივალენტის ერთეულით დგება, რაც მოიცავს 3750 რეკლამით მხარდაჭერილ ან 1250 ფასიან/გამოწერილ ოფიციალურ აუდიო-ვიდეო სტრიმს ალბომის ყველა სიმღერისთვის. თუ მუსიკოსის ერთი სიმღერა რამდენიმე ალბომშია შესული, ეკვივალენტი სტრიმი იმ ალბომს მიეკუთვნება, რომელიც მოცემულ კვირას ტრადიციული გაყიდვებით ლიდერობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

George Michael and Andrew Ridgeley of Wham! photographed on Nov. 8, 1983. JOHN ROGERS/DAILY EXPRESS/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES

WHAM!-ის Last Christmas გლობალურ ჩარტებში ყველა სადღესასწაულო ტოპ-ათეულში ლიდერობს

შემდეგი სტატია

საახალწლო კონცერტები თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი