როგორ გამოიყენა Stranger Things-მა „პრინცის” ორი ყველაზე დიდი ჰიტი სერიალის ფინალში

ძმები დაფერების სასარგებლოდ, სერიალის მეოთხე სეზონში კეიტ ბუშს უკვე დიდი საქმე ჰქონდა გაკეთებული.
Stranger Things, მეხუთე სეზონი
NETFLIX © 2025

ხუთი სეზონის განმავლობაში Stranger Things ყოველთვის გამოირჩეოდა სწორ დროს სწორი სიმღერების შერჩევით, რომლებიც სერიალის ყველაზე დრამატულ მომენტებს გასდევს ფონად. და რადგანაც სიუჟეტი 1980 წელს ვითარდება, გასაკვირი არ არის, რომ ამ კვირის ფინალური სერიაც პატივს მიაგებს იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სუპერვარსკვლავს – „პრინცს”.

მაყურებლის ნაწილს ეგონა, რომ მეხუთე სეზონის დამასრულებელი და ეპოქის შესაბამისი სიმღერა ინდი-როკ ჯგუფ The Replacements-ის რეპერტუარიდან იქნებოდა. ამ თეორიას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი ის, რომ WSQK-ის დიჯეი რობინ ბაკლიმ ბოლოსწინა ეპიზოდში აღნიშნა, რომ ბენდის მუსიკა მონსტრების ბრძოლის საუკეთესო საუნდტრეკი იქნებოდა. ხოლო ამასთანავე, მსახიობმა ფინ ვოლფჰარდმა (რომელიც მაიკ უილერს ასახიერებს) მოიპოვა ბიოგრაფიული ფილმის Trouble Boys: The True Story of the Replacements გადაღების უფლება, რომლის რეჟისურასა და სცენარის შექმნასაც თავად გეგმავს. 

თუმცა, ამ მიზეზების მიუხედავად, ორსაათიან ფინალურ სერიაში, რომელიც ახალი წლის ღამეს გამოვიდა, სერიალის შემქმნელმა ძმებმა დაფერებმა „პრინცის” ორი სიმღერა გამოიყენეს ლეგენდარული 1984 წლის ალბომიდან Purple Rain. ორივე სიმღერა იდეალურადაა ჩასმული სიუჟეტში და როგორც ძმები ამბობენ, მათი გამოყენების უფლების მისაღებად ძალიან გრძელი გზა გაიარეს. 

„როცა იდეა მოგვივიდა, რომ სწორედ ფირფიტა იქნებოდა ბომბის ამოქმედების გამშვები მექანიზმი, მაშინვე ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა ეპიკური მუსიკა, თავში კი უამრავი აზრი გვიტრიალებდა,” – ამბობს როს დაფერი „ნეტფლიქსთან” საუბარში. „ვფიქრობ, არაფერია იმაზე ეპიკური, ვიდრე ‘პრინცი’. ის იდეალურად შეერწყა ჩვენს იდეას.”

როსის თქმით, ძმებს არასდროს დაუხარჯავთ იმდენი დრო ფილმის მუსიკის განხილვაზე, რამდენიც ფინალური სცენის შემთხვევაში. ის, რაც მათ საბოლოო არჩევანს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა, არის ფაქტი, რომ „პრინცის” მუსიკა არასდროს მოგვისმენია სატელევიზიო პროექტის ან ფილმის საუნდტრეკად. „ის უბრალოდ არსად არ გამოიყენება,” – ამბობს როსი. „პრინცის მემკვიდრეობა, როგორც წესი, არავის რთავს მისი მუსიკის Purple Rain-ის ფილმის გარეთ გამოყენების ნებას.”

დაფერებისთვის Purple Rain-ის გამოყენება ძალიან შთამბეჭდავი იყო. „ის იმ მომენტის ემოციას აჯამებს,” – ამბობს როსი, ხოლო მეტი აღნიშნავს, რომ „პრინცის” მუსიკის გამოყენების უფლება მათ კეიტ ბუშის წყალობით მოიპოვეს, რომლის Running Up That Hill (A Deal with God)-ს სერიალის მეოთხე სეზონში გამოყენების შემდეგ მოულოდნელი პოპულარობა ხვდა წილად. 

დაფერების თქმით, როცა მათ გაამხილეს, რომ ფინალში „პრინცის” ორი სიმღერის გამოყენება სურდათ, „გვითხრეს, რომ ამის ძალიან მცირე შანსი იყო და ჩვენც თითები გადავაჯვარედინეთ… მადლობა ღმერთს, რომ დაგვთანხმდნენ.”

პრინცის სიმღერების გარდა, ფინალურ ეპიზოდში The Rightside Up ასევე გაჟღერდა: Fleetwood Mac-ის Landslide, Pixies-ის Here Comes Your Man, Iron Maiden-ის The Trooper, Cowboy Junkies-ის Sweet Jane, ეტა ჯეიმსის At Last, Queen-ის Who Wants to Live Forever და დევიდ ბოუის Heroes.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

YUNGBLUD Tom Pallant

Yungblud-მა სიმღერა Zombie-ს ახალი, მძიმე ვერსია გამოსცა, სადაც The Smashing Pumpkins მონაწილეობს

შემდეგი სტატია

როჯერ უოტერსი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი