როჯერ უოტერსი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

Pink Floyd-ის მუსიკოსი ვენესუელასა და მის დაკავებულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს.
როჯერ უოტერსი
MARIANO REGIDOR/REDFERNS

როჯერ უოტერსი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მუსიკოსი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომლითაც მხარს უჭერს სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოსა და მის დაკავებულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს.

ვიდეო იწყება წარწერით: „ვენესუელა სუვერენული სახელმწიფოა. ხელები შორს მისგან ‘გრინგოს’ (უცხოტომელები ესპანურად)”. წარწერას თან უოტერსის სიმღერა In the Fresh გასდევს, 2015 წლის ლაივ ალბომიდან Roger Waters The Wall. 

ამის შემდეგ კადრში თავად მუსიკოსი ჩნდება, რომელიც ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

„დილის 11 საათია, 3 დეკემბერი, 2026 წელი და შეძრწუნებული ვართ აშშ-ის ველური აგრესიით ჩვენს დებსა და ძმებზე და ჩვენს თანამებრძოლებზე ვენესუელაში – დიდი და შესანიშნავი გამოვლინება ბოლივარული რევოლუციის. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! არცერთი ჩვენგანი – ღმერთმა იცის, რამდენი პროცენტი, მაგრამ, სავარაუდოდ, მსოფლიოს მოსახლეობის 99% – არ ვეთანხმებით თქვენს ქმედებებს კარიბის რეგიონში. ღმერთის გულისთვის, გაიზარდეთ! გეყოთ სულელი ბავშვებივით მოქცევა სკოლის ეზოში! ეს ჩვენი სამყაროა და არა თქვენი!

მე რომ რელიგიური ადამიანი ვიყო, ახლა პრეზიდენტ მადუროსთვის ვილოცებდი. მე არ ვარ მლოცველი, მაგრამ ვარ აქტიური ადამიანი და ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი ჩემს ძალებშია, რათა მხარი დავუჭირო ვენესუელას, რომელიც არის სუვერენული ქვეყანა და რომელსაც თავი უნდა დაანებონ ‘გრინგო’ ბულერებმა ჩრდილოეთიდან!”

ვიდეო სრულდება ვენესუელის დროშითა და წარწერით: „ხელები შორს ვენესუელასგან.”

როჯერ უოტერსი ცნობილია თავისი პოლიტიკური განცხადებებით, რომლებიც ხშირად კამათის საგანი ხდება. მუსიკოსი მუდმივად აკრიტიკებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, NATO-ს, მხარს უჭერს პალესტინას. დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის განცხადებას რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც. პოლიტიკური პოზიციის გამო, უოტერსს რამდენიმე ქვეყანამ დაგეგმილი კონცერტები გაუუქმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როგორ გამოიყენა Stranger Things-მა „პრინცის” ორი ყველაზე დიდი ჰიტი სერიალის ფინალში

შემდეგი სტატია

ბილი ჯოელი Mohegan Sun Arena-ზე 2025 წლის 22 თებერვალი უნკასვილი, კონექტიკუტი. Myrna M. Suarez/Getty Images

ბილი ჯოელმა ტვინის დარღვევის დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველი შესრულებით გულშემატკივრები გააოცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი