Yungblud-მა სიმღერა Zombie-ს ახალი, მძიმე ვერსია გამოსცა, სადაც The Smashing Pumpkins მონაწილეობს

ეს პირველი შემთხვევაა, როცა The Smashing Pumpkins სხვა არტისტის სიმღერაში მონაწილეობს.
YUNGBLUD Tom Pallant
YUNGBLUD Tom Pallant

Yungblud-მა 2026 წელი გახმაურებული კოლაბორაციით დაიწყო, არტისტმა  სიმღერა Zombie-ს ახალი ვერსია წარადგინა, სადაც The Smashing Pumpkins მონაწილეობს.

ეს ტრეკი აღსანიშნავია იმითაც, რომ ჯგუფ The Smashing Pumpkins-ის სამ ათწლეულზე მეტი ხნის არსებობის განმავლობაში ბენდი პირველად გამოჩნდა სხვა არტისტის ჩანაწერში.

Zombie თავდაპირველად Yungblud-ის მეოთხე სტუდიური ალბომის, Idols-ის ფარგლებში გამოვიდა. სიმღერა 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო როკსიმღერის კატეგორიაშია ნომინირბული, ხოლო ალბომი Idols ასევე ნომინირებულია საუკეთესო როკალბომის ტიტულისთვის.

სიმღერის განახლებული ვერსია ორიგინალი ჩანაწერის ემოციურ მუხტს ინარჩუნებს, თუმცა უფრო მძიმე ჟღერადობა აქვს. სიმღერის პირველ სტროფს თავდაპირველად Yungblud ხსნის, რის შემდეგაც მეორე სტროფში ბილი კორგანი ერთვება. 

Loudwire-თან ბოლო ინტერვიუში Yungblud-მა გაამხილა, რომ Zombie-ს წერისას მთავარი შთაგონების წყარო The Smashing Pumpkins-ის მეორე სტუდიური ალბომი Siamese Dream იყო.

„როცა Zombie-ს ვქმნიდი, ფაქტობრივად Siamese Dream-ის ენერგიას ვატარებდი. ეს იყო სევდის და მელანქოლიური ემოციის ნაზავი, რომელიც ბილი კორგანის გიტარის აკორდებთან იყო შერწყმული.” – თქვა მან.

მისივე თქმით, „Zombie-ს საწყისი დემო ვერსია უფრო მძიმე ჟღერადობის იყო, თუმცა მან განზრახ შეამსუბუქა, რადგან შიშობდა, სტილით ძალიან არ დამსგავსებოდა The Smashing Pumpkins-ს.

„ყოველთვის წარმომედგინა კიდევ ერთი ვერსია“, – აღნიშნა Yungblud-მა.

ეს იდეა რეალობად მას შემდეგ იქცა, რაც Yungblud პირდაპირ დაუკავშირდა ბილი კორგანს. რამდენიმე დღეში მომღერალი ჩიკაგოში,  The Smashing Pumpkins-ის მშობლიურ ქალაქში  ჩავიდა, რათა ახალი ვერსია და მისთვის შექმნილი მუსიკალური ვიდეო ჩაეწერათ. ვიდეოს რეჟისორი კი ჩარლი სარსფილდია.

ეს კოლაბორაცია Yungblud-ისთვის გამორჩეული წლის გაგრძელებაა. გრემის ნომინაციების გარდა, მისი ალბომი Idols ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა და Billboard-ის Top Rock & Alternative Albums ჩარტში მე-15 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, Yungblud-ისა და Aerosmith-ის ერთობლივი EP One More Time – Billboard 200-ში ტოპ ათეულში შევიდა. EP-ის სინგლი My Only Angel კი Billboard-ის Hot Hard Rock Songs ჩარტში N1 ადგილზე გავიდა.

სამომავლოდ Yungblud Idols-ის ტურნეს ფარგლებში ავსტრალიაში გასტროლებს გეგმავს, არტისტი 11 აპრილიდან ასევე იწყებს ტურს ბრიტანეთში, წლის განმავლობაში კი დამატებით ტურნეს საერთაშორისო თარიღების გამოცხადებაც არის მოსალოდნელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Zagareli & Strings ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება

შემდეგი სტატია

როგორ გამოიყენა Stranger Things-მა „პრინცის” ორი ყველაზე დიდი ჰიტი სერიალის ფინალში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი