Zagareli & Strings ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება

კონცერტები 4 და 5 იანვარს გაიმართება.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე Zagareli & Strings ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გიორგი ცაგარელი ავრცელებს. 

ამ ეტაპზე დაგეგმილია ორი კონცერტი – 4 და 5 იანვარს, რომლებიც სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. მუსიკოსის თქმით, სცენაზე ცოცხლად შესრულდება სპექტაკლ „ზაფხულის ღამის სიზმარში” გამოყენებული მუსიკა, რომელიც გიორგი ცაგარელს, ნიკალასა და ინოლა გურგულიას ეკუთვნის.   

შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი” „ახალი ქართული თეატრის” პირველის სპექტაკლია, რომელიც დავით დოიაშვილმა შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დადგა. მისი პრემიერა სამეფო უბნის თეატრში 14 და 15 ოქტომბერს შედგა.

გიორგი ცაგარელსა და მის სიმებიან ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ნიკალა, ნინი ნუცუბიძე, ანამარია ბურდული და მსახიობი გივიკო ბარათაშვილი. 

საღამოს პარალელურად გაიყიდება ინოლა გურგულიას ვინილიც, რომელიც 24 დეკემბერს გამოვიდა. 

4 იანვრის ბილეთები სრულად გაყიდულია. 5 იანვრის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Jill Scott Kennedi Carter

ჯილ სკოტმა ათი წლის შემდეგ პირველი ალბომი – To Whom This May Concern დააანონსა

შემდეგი სტატია

YUNGBLUD Tom Pallant

Yungblud-მა სიმღერა Zombie-ს ახალი, მძიმე ვერსია გამოსცა, სადაც The Smashing Pumpkins მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი