ჯილ სკოტმა ათი წლის შემდეგ პირველი ალბომი – To Whom This May Concern დააანონსა

ალბომი თებერვალში გამოვა და მასში მონაწილეობენ J.I.D და Tierra Whack, პროდიუსერებს შორის კი არის DJ Premier.
Jill Scott Kennedi Carter
Jill Scott Kennedi Carter

2026 წელს ჯილ სკოტი სცენაზე დაბრუნებას  გეგმავს. ფილადელფიაში დაბადებულმა მომღერალმა,  ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ ახალი ალბომის გამოცემა პირველად დააანონსა. ალბომი ვალენტინობამდე ერთი დღით ადრე, 13 თებერვალს გამოვა.  

To Whom This May Concern ჯილ სკოტის  2015 წლის Woman-ის შემდეგ პირველი ალბომია, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე გავიდა. ახალ ალბომში მონაწილეობენ Ab-Soul, J.I.D, ფილადელფიელი კოლეგა Tierra Whack და Too $hort. ჯილ სკოტი გამოცდილ პროდიუსერთა გუნდთან თანამშრომლობს, რომელშიც შედიან: DJ Premier, ადამ ბლეკსტონი, ომას კეიტი, Camper,  ანდრე ჰარისი, სეიჯ მონტრაციტი, ტრომბონ შორთი, ერიკ უორთამი DW Wright და VT Tolan.

19 სიმღერისგან შემდგარი ალბომი, ნეო-სოულის ლეგენდამ პროექტის წამყვანი სინგლით – Beautiful People-ით აღნიშნა.

To Whom This May Concern ჯილ სკოტისთვის ერთგვარად ახალი ეტაპის დასაწყისია, ალბომი ლეიბლ The Orchard-ის მეშვეობით გამოვა. Atlantic Records-თან ხელშეკრულების ფარგლებში გრემის მფლობელი მომღერლისთვის ბოლო რელიზი 2015 წლის ალბომი იყო.

„ბოლოს და ბოლოს, ჩემი ახალი ალბომი სახელწოდებით TO WHOM THIS MAY CONCERN 13 თებერვალს გამოვა! დიდი მადლობა მოთმინებისთვის და მოსმენისთვის, წინასწარი შენახვის ბმული ჩემს „ბიოშია” მითითებული. სიყვარულით, ჯილი.“  – დაწერა ჯილ სკოტმა 2 იანვარს, ალბომის დაანონსებისას.

დეკემბერში მომღერალი  Million Dollaz Worth of Game-ში იმყოფებოდა, სადაც თავის ახალ პროექტზეც ისაუბრა: „ამ ალბომში ბევრი რამ არის ცოცხალი. ბევრი აღმოჩენაა. მუსიკალურად, ეს სრული სპექტრია. რამდენიმე შესანიშნავი მუსიკოსი გვყავდა მოწვეული. ამ პროექტის მუსიკალურ დონეს და იმ ადამიანებს, ვინც ამ პროექტმა მოიზიდა, ვერაფერს დაუწუნებ, უზომოდ ბედნიერი ვარ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისინი ამ ალბომში იქნებოდნენ.” – თქვა მან.

2025 წელს ჯილ სკოტმა სერიალ Abbott Elementary-ს ერთ ეპიზოდში საკუთარი თავი განასახიერა, ხოლო წლის ბოლოს ტაილერ პერის ფილმში Why Did I Get Married Again? ითამაშებს.

ნახეთ ჯილ სკოტის To Whom This May Concern-ის ანონსი, რომლის მოსმენასაც 13 თებერვლიდან შეძლებთ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Kendrick Lamar had two top 10 hits that lasted more than five minutes in 2024. Kevin Mazur/Getty Images for Roc Nation

2025 წლის პოპკულტურის განმსაზღვრელი 10 ყველაზე გამორჩეული მუსიკალური მომენტი

შემდეგი სტატია

Zagareli & Strings ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი