2026 წლის Critics Choice Awards-ის მუსიკალურ კატეგორიებში გამარჯვებულები Golden და Sinners გახდნენ – ნახეთ გამარჯვებულთა სრული სია

ორივე ნამუშევარი ოქროს გლობუსზეა ნომინირებული, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება.
EJAE და მარკ ზონენბლიკი იღებენ ჯილდოს საუკეთესო სიმღერისთვის Golden, ფილმიდან KPop Demon Hunters. 31-ე ყოველწლიური Critics Choice Awards, 2026 წლის 4 იანვარი, კალიფორნია. კევინ ვინტერი/Getty Images / Critics Choice Association
EJAE და მარკ ზონენბლიკი იღებენ ჯილდოს საუკეთესო სიმღერისთვის Golden, ფილმიდან KPop Demon Hunters. 31-ე ყოველწლიური Critics Choice Awards, 2026 წლის 4 იანვარი, კალიფორნია. კევინ ვინტერი/Getty Images / Critics Choice Association

ანიმაციური ფენტეზის ჟანრის ფილმის, KPop Demon Hunters-ის გლობალურმა ჰიტმა Golden 31-ე  Critics Choice Awards-ის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა.  ლუდვიგ გორანსონის მუსიკამ კი, რომელიც Sinners-ისთვის იყო შექმნილი, საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში გაიმარჯვა. ღონისძიება 4 იანვარს კალიფორნიაში, Barker Hangar-ში გაიმართა. 

როგორც Golden, ასევე Sinners-ის მუსიკაც ,,ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე, რომელიც 11 იანვარს გაიმართება, იმავე კატეგორიებშია ნომინირებული. ორივე მათგანი ასევე ოსკარის „შორტ-ლისტშია“. ოსკარის ნომინაციები კი 22 იანვარს გახდება ცნობილი. 

Golden რვა კვირის განმავლობაში  Billboard Hot 100 ჩარტში ლიდერ პოზიციას იკავებდა. ეს არის პირველი სიმღერა, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა და შემდეგ Critics Choice Awards-ზე გაიმარჯვა, See You Again-ის შემდეგ, რომელიც Furious 7-ის საუნდტრეკია. აღნიშნულმა ჰიპ-ჰოპ ჰიტი Hot 100-ის პირველ ადგილზე 12 კვირა ლიდერობდა.

(აღსანიშნავია, რომ A Star Is Born-ის Shallow-მაც მიაღწია N1 პოზიციას, თუმცა ეს დაჯილდოების შემდეგ მოხდა, სიმღერამ კი ჩარტების მწვერვალი ოსკარის მოგების შემდეგ დაიპყრო).

Golden-ის ჯილდო EJAE-მ და მარკ ზონენბლიკმა მიიღეს, სადაც EJAE-მ აღნიშნა:

„ჩვენთვის დიდი პატივია, ამ ჯილდოს მიღება. Golden-ის ავტორთა გუნდის სახელით უდიდეს მადლობას გიხდით, მათ შორის 24-ის, იდოსა და ტედის მონაწილეობით… სიმღერის წერისას აღმოვაჩინე, რომ რუმის, ჩემი პერსონაჟის ცხოვრებით ვცხოვრობდი. მისი ცხოვრების გზა ფილმში ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. სიმღერა იმედის გამომხატველი უნდა ყოფილიყო, რათა თავად ერწმუნა პერსონაჟს საკუთარი თავის, რომ მას შეეძლო წერა და საკუთარი ოცნებების ახდენა. ბევრ რამეში ეს ჩემთვისაც ასე აღმოჩნდა. მრავალი თვალსაზრისით, იგივე გააკეთა ჩემთვისაც. თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ სიმღერა მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს იმედს აძლევს და ეს უდიდესი პატივია.“

მარკ ზონენბლიკმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს: „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც ეს ფილმი აღმოაჩინა, ვინც სხვებსაც გააცნო და ვინც მანქანაში ხმამაღლა უსმენს და მღერის მას. დიდი მადლობა. ჩვენთვის დიდი პატივია.“

თუ Golden ოსკარზეც გაიმარჯვებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გამარჯვებულ სიმღერას ხუთი ავტორი ეყოლება. კინემატოგრაფიის აკადემიის წესების მიხედვით, ამ კატეგორიაში მაქსიმუმ ოთხი ოსკარის პრიზი გაიცემა, ამიტომ ავტორები უნდა შეთანხმდნენ, გამარჯვების შემდეგ ვისთან გაიზიარებენ ერთ ოსკარს. 

ეს კომპოზიტორ ლუდვიგ გორანსონისთვის, საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის მეორე Critics Choice Award-ია. ორი წლის წინ მან ჯილდო Oppenheimer-ისთვის მიიღო. ლუდვიგ გორანსონი პირველი კომპოზიტორია, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ამ კატეგორიაში  ორჯერ გაიმარჯვა, ბოლო ასეთი შემთხვევა ჯასტინ ჰურვიცთან იყო, რომელმაც La La Land-ით (2016) და First Man-ით (2018) გაიმარჯვა.

2020 წლის შემდეგ Critics Choice Awards-ზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ექვსი გამარჯვებულიდან ოთხმა მოგვიანებით ოსკარიც მოიგო. ანალოგიურად, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის შვიდი გამარჯვებულიდან ოთხმა ოსკარის ჯილდოც დაიმსახურა.

ფილმების კატეგორიებში ლიდერები Frankenstein და Sinners იყვნენ, თითოეულმა ოთხი ჯილდო მოიპოვა. ფილმმა One Battle After Another-მა სამი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში. KPop Demon Hunters-მა და F1-მა კი ორ-ორი ჯილდო მიიღეს (მათ შორის KPop Demon Hunters-მა –  საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის). მიუხედავად შვიდი ნომინაციისა, Wicked: For Good და Sentimental Value ჯილდოს გარეშე დარჩნენ.

სატელევიზიო სერიალის კატეგორიებში Adolescence ოთხი ჯილდოთი ლიდერობდა, მას მოსდევდნენ The Pitt და The Studio, თითოეულმა სამი ჯილდო მიიღო. Jimmy Kimmel Live! კი საუკეთესო თოქ-შოუდ დასახელდა, ხოლო Last Week Tonight with John Oliver-მა საუკეთესო მრავალფეროვანი სერიალის ჯილდო მიიღო და Saturday Night Live უკან  მოიტოვა. თუმცა SNL50: The Anniversary Special-მა საუკეთესო კომედიური სპეციალის კატეგორიაში გაიმარჯვა. 

Critics Choice Awards-ს ზედიზედ მეოთხედ ჩელსი ჰენდლერი უძღვებოდა. აღნიშნული ცერემონია  E!-ისა და USA Network-ის არხებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ნახეთ ფილმებისა და სატელევიზიო შოუების კატეგორიებში ნომინანტთა და გამარჯვებულთა სრული სია:

ფილმის მუსიკალური კატეგორია

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება 

F1 –  ჰანს ციმერი

Frankenstein – ალექსანდრ დესპლა

Hamnet –  მაქს რიხტერი

Marty Supreme – დენიელ ლოპატინი

One Battle After Another –  ჯონი გრინვუდი

გამარჯვებული: Sinners – ლუდვიგ გორანსონი

საუკეთესო სიმღერა 

Drive –  ედ შირანი, ჯონ მეიერი, ბლეიკ სლატკინი (F1)

გამარჯვებული: Golden –  EJAE, მარკ ზონენბლიკი, Ido, 24, ტედი (KPop Demon Hunters)

I Lied to You –  რაფაელ საადიქი, ლუდვიგ გორანსონი (Sinners)

Clothed by the Sun –  დენიელ ბლამბერგი (The Testament of Ann Lee)

Train Dreams – ნიკ ქეივი, ბრაის დესნერი (Train Dreams)

The Girl in the Bubble –  სტივენ შვარცი (Wicked: For Good)

საუკეთესო ფილმი 

Bugonia

Frankenstein

Hamnet

Jay Kelly

Marty Supreme

გამარჯვებული: One Battle After Another

Sentimental Value

Sinners

Train Dreams

Wicked: For Good

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

გამარჯვებული: ტიმოთი შალამე – Marty Supreme

ლეონარდო დიკაპრიო –  One Battle After Another

ჯოელ ეჯერტონი –  Train Dreams

ითან ჰოუკი – Blue Moon

მაიკლ ბ. ჯორდანი –  Sinners

ვაგნერ მოურა – The Secret Agent

საუკეთესო მსახიობი ქალი 

გამარჯვებული: ჯესი ბაკლი –  Hamnet

როუზ ბერნი –  If I Had Legs I’d Kick You

ჩეის ინფინიტი – One Battle After Another

რენატე რეინსვე –  Sentimental Value

ამანდა სეიფრიდი – The Testament of Ann Lee

ემა სტოუნი – Bugonia

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი

ბენისიო დელ ტორო -One Battle After Another

გამარჯვებული: ჯეიკობ ელორდი – Frankenstein

პოლ მესკალი – Hamnet

შონ პენი – One Battle After Another

ადამ სენდლერი – Jay Kelly

სტელან სკარსგორდი –  Sentimental Value

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი

ელ ფენინგი – Sentimental Value

არიანა გრანდე – Wicked: For Good

ინგა იბსდოტერ ლილეასი – Sentimental Value

გამარჯვებული: ემი მედიგანი – Weapons

ვუნმი მოსაკუ – Sinners

ტეიანა ტეილორი – One Battle After Another

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი კაცი/ქალი

ევერეტ ბლანკი –  The Plague

გამარჯვებული: მაილს კეტონი – Sinners

კერი კრისტოფერი –  Weapons

შენონ მაჰინა გორმანი – Rental Family

ჯაკობი ჯუპი – Hamnet

ნინა იე – Left-Handed Girl

საუკეთესო ქასთინგი/სამსახიობო გუნდი

Hamnet

Jay Kelly

Marty Supreme

One Battle After Another

გამარჯვებული: Sinners

Wicked: For Good

საუკეთესო რეჟისორი

გამარჯვებული: პოლ თომას ანდერსონი – One Battle After Another

რაიან კუგლერი – Sinners

გილერმო დელ ტორო – Frankenstein

ჯოშ საფდი – Marty Supreme

იოაჰიმ ტრიერი – Sentimental Value

ქლოე ჟაო – Hamnet

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Jay Kelly – ნოაჰ ბაუმბახი, ემილი მორტიმერი

Marty Supreme – რონალდ ბრონსტინი, ჯოშ საფდი

გამარჯვებული: Sinners – რაიან კუგლერი

Weapons – ზაკ კრეგერი

Sorry, Baby – ევა ვიქტორი

Sentimental Value – ესკილ ვოგტი, იოაჰიმ ტრიერი

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

გამარჯვებული: One Battle After Another –  პოლ თომას ანდერსონი

Train Dreams – კლინტ ბენტლი, გრეგ კედარი

No Other Choice – პაკ ჩან-ვუკი, ლი კიონგ-მი, დონ მაკელარი, ჯაჰ ლი

Frankenstein – გილერმო დელ ტორო

Bugonia – უილ ტრეისი

Hamnet – ქლოე ჟაო, მეგი ო ფარელი

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Arco

Elio

In Your Dreams

გამარჯვებული: KPop Demon Hunters

Little Amélie or the Character of Rain

Zootopia 2

საუკეთესო კომედიური ფილმი

The Ballad of Wallis Island

Eternity

Friendship

გამარჯვებული: The Naked Gun

The Phoenician Scheme

Splitsville

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

It Was Just an Accident

Left-Handed Girl

No Other Choice

გამარჯვებული: The Secret Agent

Sirāt

Belén

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი

F1

Frankenstein

Hamnet

One Battle After Another

Sinners

გამარჯვებული: Train Dreams

საუკეთესო მონტაჟი

A House of Dynamite

გამარჯვებული: F1

Marty Supreme

One Battle After Another

The Perfect Neighbor

Sinners

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი

გამარჯვებული: Frankenstein

Hamnet

Hedda

Kiss of the Spider Woman

Sinners

Wicked: For Good

საუკეთესო მხატვრული გაფორმება 

The Fantastic Four: First Steps

გამარჯვებული: Frankenstein

Hamnet

Marty Supreme

Sinners

Wicked: For Good

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

28 Years Later

გამარჯვებული: Frankenstein

Sinners

The Smashing Machine

Weapons

Wicked: For Good

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

გამარჯვებული: Avatar: Fire and Ash

F1

Frankenstein

Mission: Impossible – The Final Reckoning

Sinners

Superman

საუკეთესო კასკადიორული შესრულება

Ballerina

F1

გამარჯვებული: Mission: Impossible –  The Final Reckoning

One Battle After Another

Sinners

Warfare

საუკეთესო გახმოვანება 

გამარჯვებული: F1

Frankenstein

One Battle After Another

Sinners

Sirāt

Warfare

სატელევიზიო კატეგორიები

საუკეთესო დრამატული სერიალი

Alien: Earth

Andor

The Diplomat

Paradise

გამარჯვებული: The Pitt

Pluribus

Severance

Task

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში

სტერლინგ კ. ბრაუნი – Paradise

დიეგო ლუნა –  Andor

მარკ რუფალო –  Task

ადამ სკოტი –  Severance

ბილი ბობ თორნტონი –  Landman

გამარჯვებული: ნოაჰ უაილი – The Pitt

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

კეტი ბეიტსი – Matlock

კერი კუნი – The Gilded Age

ბრიტ ლოუერი –  Severance

ბელა რემსი –  The Last of Us

კერი რასელი – The Diplomat

გამარჯვებული: რეა სიჰორნი – Pluribus

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში

პატრიკ ბოლი –  The Pitt

ბილი კრუდაპი –  The Morning Show

ატო ესანდო – The Diplomat

ვუდ ჰარისი – Forever

ტომ პელფრი – Task

გამარჯვებული: ტრამელ ტილმენი – Severance

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

ნიკოლ ბეჰარი – The Morning Show

დენი ბენტონი – The Gilded Age

ელისონ ჯენი –  The Diplomat

გამარჯვებული: კეტრინ ლანასა –  The Pitt

გრეტა ლი –  The Morning Show

სკაი პ. მარშალი – Matlock

საუკეთესო კომედიური სერიალი

Abbott Elementary

Elsbeth

Ghosts

Hacks

Nobody Wants This

Only Murders in the Building

The Righteous Gemstones

გამარჯვებული: The Studio

საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში

ადამ ბროდი – Nobody Wants This

ტედ დენსონი – A Man on the Inside

დევიდ ალან გრირი –  St. Denis Medical

დანი მაკბრაიდი –  The Righteous Gemstones

გამარჯვებული: სეთ როგენი –  The Studio

ალექსანდრ სკარსგორდი –  Murderbot

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში

კრისტენ ბელი –  Nobody Wants This

ნატაშა ლიონი – Poker Face

როუზ მაკაივერი –  Ghosts

ედი პატერსონი –  The Righteous Gemstones

კერი პრესტონი –  Elsbeth

გამარჯვებული: ჯინ სმარტი – Hacks

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში

გამარჯვებული: აიკ ბარინოლცი – The Studio

პოლ უ. დაუნსი – Hacks

ეშერ გროდმანი –  Ghosts

ოსკარ ნუნიესი – The Paper

კრის პერფეტი – Abbott Elementary

ტიმოთი სიმონსი – Nobody Wants This

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში

დანიელ ბრუკსი – Peacemaker

ჰანა აიბაინდერი –  Hacks

გამარჯვებული: ჯანელ ჯეიმსი – Abbott Elementary

ჯასტინ ლუპი – Nobody Wants This

იგო ნვოდიმი – Saturday Night Live

რებეკა უისკოკი – Ghosts

საუკეთესო კომედიური სპეციალური გამოშვება

Brett Goldstein: The Second Best Night of Your Life

Caleb Hearon: Model Comedian

Leanne Morgan: Unspeakable Things

Marc Maron: Panicked

Sarah Silverman: PostMortem

გამარჯვებული: SNL50: The Anniversary Special

საუკეთესო მინი-სერიალი

გამარჯვებული: Adolescence

All Her Fault

Chief of War

Death By Lightning

Devil in Disguise: John Wayne Gacy

Dope Thief

Dying for Sex

The Girlfriend

საუკეთესო სატელევიზიო ფილმი

გამარჯვებული: Bridget Jones: Mad About the Boy

Deep Cover

The Gorge

Mountainhead

Nonnas

Summer of ’69

საუკეთესო მსახიობი კაცი მინი-სერიალში ან სატელევიზიო ფილმში

მაიკლ ჩერნუსი – Devil in Disguise: John Wayne Gacy

გამარჯვებული: სტივენ გრემი –  Adolescence

ბრაიან ტაირი ჰენრი – Dope Thief

ჩარლი ჰანემი – Monster: The Ed Gein Story

მეთიუ რისსი – The Beast in Me

მაიკლ შენონი –  Death by Lightning

საუკეთესო მსახიობი ქალი მინი-სერიალში ან სატელევიზიო ფილმში

ჯესიკა ბილი – The Better Sister

მეგან ფეიჰი – Sirens

გამარჯვებული: სარა სნუკი – All Her Fault

მიშელ უილიამსი – Dying for Sex

რობინ რაიტი – The Girlfriend

რენე ზელვეგერი – Bridget Jones: Mad About the Boy

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი მინი-სერიალში ან სატელევიზიო ფილმში

გამარჯვებული: ოუენ კუპერი – Adolescence

ვაგნერ მოურა – Dope Thief

ნიკ ოფერმანი – Death by Lightning

მაიკლ პენია – All Her Fault

ეშლი უოლტერსი – Adolescence

რამი იუსეფი – Mountainhead

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი მინი-სერიალში ან სატელევიზიო ფილმში

გამარჯვებული: ერინ დოჰერტი – Adolescence

ბეტი გილპინი – Death by Lightning

მარინ აირლენდი – Devil in Disguise: John Wayne Gacy

სოფია ლილისი – All Her Fault

ჯულიან მური – Sirens

ქრისტინ ტრემარკო – Adolescence

საუკეთესო თოქ-შოუ

The Daily Show

Hot Ones

გამარჯვებული: Jimmy Kimmel Live!

Late Night With Seth Meyers

The Late Show With Stephen Colbert

Watch What Happens Live with Andy Cohen

საუკეთესო მრავალფეროვანი სერიალი

Conan O’Brien Must Go

გამარჯვებული: Last Week Tonight with John Oliver

Saturday Night Live

საუკეთესო ანიმაციური სერიალი

Bob’s Burgers

Harley Quinn

Long Story Short

Marvel Zombies

გამარჯვებული: South Park

Your Friendly Neighborhood Spider-Man

საუკეთესო უცხოენოვანი სერიალი

Acapulco

Last Samurai Standing

Mussolini: Son of the Century

Red Alert

გამარჯვებული: Squid Game

When No One Sees Us

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

შემდეგი სტატია

ემა სმითის კონცერტები თბილისში: ინტერვიუ მომღერალთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

პერის ჰილტონი იმ „სისასტიკეს” იხსენებს, რომლის წინაშეც 2004 წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაჟონვის შემდეგ დადგა

ვარსკვლავი ახლა სხვა მსხვერპლთა უფლებებისთვისა და Defiance Act-ის კანონად ქცევისთვის იბრძვის.
მეტი
ვიქტორია ბეკჰემი Netflix-ის „Victoria Beckham-ის“ მსოფლიო პრემიერაზე, 2025 წლის 8 ოქტომბერი, ლონდონი, კურზონ მეიფერი. ლია ტობი/Variety

ვიქტორია ბეკჰემის ძველი ჰიტი ბრუკლინ ბეკჰემის განცხადების შემდეგ ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზეა

19 იანვარს სოციალურ ქსელში ვიქტორიას ვაჟმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ოჯახთან შერიგებას არ აპირებს.
მეტი

„ქალების გაძლიერება მუსიკალურ ინდუსტრიაში“ – ინიციატივა, რომელიც საქართველოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ქალებს უჭერს მხარს

პროექტს „საქართველოს მუსიკის ექსპორტი” Sound City Liverpool-თან, „დიაცთან”, Keychange-სა და PRS Foundation-თან თანამშრომლობით ახორცოელებს.
მეტი
რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

დაიან უორენმა ისტორია დაწერა, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ის პირველი კომპოზიტორი გახდა, რომელიც ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაშია ნომინირებული.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, ნორს უესტის გაჩენისას, კანიე უესტმა სამშობიარო ოთახში Queen-ის Bohemian Rhapsody ჩართო

„კანიემ ზუსტად იმ მომენტში ჩართო ეს სიმღერა, როცა ნორსი დაიბადა,” – გაიხსენა კიმ კარდაშიანმა.
მეტი