ბრუნო მარსმა დაადასტურა, რომ ახალ ალბომზე მუშაობა დასრულებულია – „ჩემი ალბომი მზად არის“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში

მომავალი ალბომი 2016 წლის 24K Magic-ის შემდეგ, მისი პირველი სოლო რელიზი იქნება
Bruno Mars JOHN V. ESPARZA
Bruno Mars JOHN V. ESPARZA

5 იანვარს ბრუნო მარსმა სოციალურ ქსელში სიახლე გააზიარა: „ჩემი ალბომი მზად არის“.

ეს პოსტი მისი ახალი სოლო პროექტის პირველი ოფიციალური დადასტურებაა, რომელიც 2016 წლის გრემის მფლობელი ალბომის 24K Magic-ის შემდეგ პირველი სოლო რელიზი იქნება. ამ ალბომში შესულია ისეთი ჰიტები, როგორიცაა: That’s What I Like და 24K Magic. 2018 წლის გრემის დაჯილდოებაზე კი ალბომმა ექვსი ჯილდო მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრუნო მარსს Silk Sonic-ის უაღრესად წარმატებული კოლაბორაციის წყალობით Anderson.Paak-თან არაერთი ხმაურიანი ჰიტის გამო ყურადღება არ მოკლებია, ეს მისი პირველი სოლო სტუდიური ალბომია.

2021 წელს ბრუნო მარსმა და Anderson.Paak-მა 70-იანი წლების ფანკისა და სოულისადმი მიძღვნილი პროექტი An Evening With Silk Sonic გამოაქვეყნეს, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა და გრემის დაჯილდოებაზე სრული ტრიუმფი მოახდინა.

2024 წელს ბრუნო მარსმა BLACKPINK-ის წევრ Rose-სთან ერთად გლობალურ ჰიტ APT.-ში მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის დასაწყისისთვის APT. გახდა პირველი N1 სიმღერა, რითაც K-pop არტისტი Billboard-ის Pop Airplay ჩარტში მოხვდა. აპრილში კი სიმღერამ რეკორდული, 19 კვირა გაატარა Billboard Global Excl. U.S.-ის ჩარტში პირველ ადგილზე და საბოლოოდ წლის შემაჯამებელ ჩარტებშიც Global Excl. U.S. და Billboard Global 200-ში ლიდერობდა.

Luminate-ის მონაცემებით, 27 ნოემბრის მდგომარეობით, სიმღერამ გლობალურად თითქმის 4.9 მილიარდი ოფიციალური სტრიმი დააგროვა.

სექტემბერში APT.-იმ  MTV Video Music Awards-ზე წლის სიმღერის ჯილდო მიიღო, რაც K-pop არტისტისთვის პირველი ასეთი მოვლენაა. სიმღერამ გრემის დაჯილდოებაზე სამი ნომინაცია მიიღო, მათ შორის წლის ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში.

ბრუნო მარსმა 2024 წელს Lady Gaga-სთან ერთად სიმღერა Die With a Smile, ხოლო 2025 წელს Sexyy Red-თან კოლაბორაციით სიმღერა Fat Juicy & Wet გამოუშვა. 

ბრუნო მარსი აქტიურად ჩნდებოდა როკმუსიკის სცენაზეც. ამასთან, მან მონაწილეობა მიიღო საახალწლო წვეულებაში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: Slash, ედი ვედერი, ბრენდი კარლაილა და სხვა. 

ეს ყოველივე კი მიანიშნებს, რომ მომავალ ალბომში, შესაძლოა, ცოცხალი ინსტრუმენტების გავლენა იგრძნობოდეს, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ცხადია, რომ ბრუნო მარსი ჩარტებში კვლავ მოწინავე პოზიციების დასაპყრობად ემზადება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ A$AP Rocky-ს ახალი ვიდეოკლიპი, რომელშიც უაინონა რაიდერი მონაწილეობს

შემდეგი სტატია

ტრამპის მუქარის ფონზე ბიორკი გრენლანდიას მხარდამჭერ მესიჯს უგზავნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი