ტრამპის მუქარის ფონზე ბიორკი გრენლანდიას მხარდამჭერ მესიჯს უგზავნის

მომღერალმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გააჟღერა გრენლანდიის ანექსიის იდეა.
ბიორკი კოაჩელას ფესტივალზე 2023 წელს
SANTIAGO FELIPE/GETTY IMAGES FOR ABA

ბიორკმა გრენლანდიის ხალხს მხარდაჭერის მესიჯი გაუგზავნა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა.

„ყველა გრენლანდიელს წარმატებას ვუსურვებ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში,” – წერს ისლანდიელი მომღერალი ინსტაგრამზე. „ისლანდიელებისთვის დიდი შვებაა, რომ 1944 წელს მათ დანიისგან გათავისუფლება მოახერხეს. ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი ენა (ჩემი შვილები ახლა დანიურად უნდა საუბრობდნენ) და მე თანაგრძნობით ვივსები გრენლანდიელების მიმართ.”

ბიორკის კომენტარი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებებმა გამოიწვია, სადაც მან განაახლა გრენლანდიის ანექსიის შესახებ საუბარი, რასაც თავად სტრატეგიული დაცვის მიზნებით ხსნის. „ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით,” – თქვა ტრამპმა 4 იანვარს. „ეს ძალიან სტრატეგიულია. ამჟამად გრენლანდია რუსული და ჩინური გემებითაა სავსე.” ერთი დღით ადრე კი განაცხადა: „ჩვენ გრენლანდია გვჭირდება – აბსოლუტურად. ჩვენ ის თავდაცვისთვის გვჭირდება.”

გრენლანდია დანიის ნახევრად ავტონომიური რეგიონია. ტრამპის განცხადებები გააკრიტიკა დანიის პრემიერ-მინისტრმა და ამერიკას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს გრენლანდიის ანექსიის მუქარა. „აბსურდია საუბარი აშშ-ის საჭიროებაზე, დაიკავოს გრენლანდია. დანიის სამეფოს სამი ქვეყნიდან აშშ-ს არცერთის ანექსიის უფლება არ აქვს.”

ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ დანია და, შესაბამისად, გრენლანდიაც, ნატოს წევრები არიან და „სარგებლობენ ალიანსის უსაფრთხოების გარანტიით.” მან თეთრ სახლს შეახსენა, რომ ორ ქვეყანას უკვე აქვს თავდაცვის შეთანხმება და ისტორიულად ისინი ახლო მოკავშირეები არიან. 

ტრამპის მუქარას გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრიც, რომელმაც პრეზიდენტის რეპლიკებს უხეში და უპატივცემულო უწოდა. 

„ძვირფასო გრენლანდიელებო, გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა!” – წერს ბიორკი პოსტის ბოლოს. „თანაგრძნობით სავსე სურვილები თქვენი მეზობლებისგან.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bruno Mars JOHN V. ESPARZA

ბრუნო მარსმა დაადასტურა, რომ ახალ ალბომზე მუშაობა დასრულებულია – „ჩემი ალბომი მზად არის“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში

შემდეგი სტატია

David Bowie "Heroes" Courtesy Photo

დევიდ ბოუის Heroes-ის სტრიმინგი Stranger Things-ის ფინალური ეპიზოდის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი