დევიდ ბოუის Heroes-ის სტრიმინგი Stranger Things-ის ფინალური ეპიზოდის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა

Netflix-ის სერიალში გამოჩენის შემდეგ, 1977 წლის კლასიკური სიმღერის სტრიმინგი თითქმის 500%-ით გაიზარდა.
David Bowie "Heroes" Courtesy Photo
David Bowie “Heroes” Courtesy Photo

დევიდ ბოუის 1977 წლის კლასიკურმა სიმღერამ Heroes სტრიმინგ პლატფორმებზე მკვეთრი ზრდა მას შემდეგ აჩვენა, რაც Netflix-ის სერიალ Stranger Things-ის ფინალურ ეპიზოდში გამოჩნდა. სერიალის პრემიერა 31 დეკემბერს შედგა.

Luminate-ის ახალი მონაცემების მიხედვით, სერიალის ბოლო ეპიზოდის ტიტრების დროს გაჟღერებული სიმღერის შემდეგ სტრიმინგის მაჩვენებელი თითქმის 500%-ით გაიზარდა. გასული ხუთი თვის განმავლობაში კი Heroes-ს დღეში დაახლოებით 94 000 მოსმენა ჰქონდა. ფინალის გამოსვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა და პირველ  იანვარს 342 000 სტრიმს მიაღწია, ორ იანვარს –  456 000-ს, ხოლო სამ იანვარს  – 470 000 შეადგინა, რაც მისი ჩვეულებრივი დღიური მაჩვენებლის 3.6-დან 5-ამდე ზრდას ნიშნავს.

სიმღერის ამ ეპიზოდში გამოჩენამ სერიალისთვის ერთგვარი წრე შეკრა, გამომდინარე იქიდან, რომ  Stranger Things-ის ყველა ეპიზოდი მჭიდროდ არის  დაკავშირებული 1980-იანი წლების მუსიკასთან.

წინა სეზონებში გამოყენებული იყო Heroes-ის ქავერი, რომელიც პიტერ გებრიელის მიერ იყო შესრულებული, სწორედ აქედან გამომდინარე, ფინალში დევიდ ბოუის ორიგინალური ჩანაწერის გამოყენება მიზანშეწონლი იყო. 

Netflix-ის Tudum-თან ინტერვიუში Stranger Things-ის შემქმნელებმა, მეტ და როს დაფერებმა გაამხილეს, რომ დევიდ ბოუის ვერსიის გამოყენების იდეა მსახიობ ჯო კირის ეკუთვნოდა, რომელიც სერიალში სტივ ჰარინგტონის როლს ასრულებს.

„სინამდვილეში, სწორედ ჯო კირიმ შემოგვთავაზა ბოუის ვერსიის გამოყენება.  როგორც კი ჯომ ეს თქვა, მაშინვე მივხვდით, რომ სწორედ ეს სიმღერა უნდა გამოგვეყენებინა სერიალის დასასრულისთვის, რადგან გარკვეული თვალსაზრისით, ის Stranger Things-ის ჰიმნად იქცა. ბოუის ორიგინალური ვერსიის გამოყენება ფინალისთვის სრულიად შესაფერისი ჩანდა.“

ფინალის შემდეგ სტრიმინგებში ზრდა თავად ჯო კირიმაც დააფიქსირა. მისი მუსიკალური პროექტი Djo კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში,  2022 წლის ტრეკი End of Beginning ამ კვირაში Spotify-ს გლობალურ ჩარტში N1 ადგილზე გავიდა და  Rolling Stone-ის ცნობით, ტეილორ სვიფტის The Fate of Ophelia ჩაანაცვლა.

Stranger Things-ში მუსიკა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სერიალმა ახალი თაობის მსმენელს 1980-იანი წლების ჰიტები გააცნო. ქეით ბუშის Running Up That Hill 2022 წელს გლობალურ ჩარტებში სერიალის მეოთხე სეზონში გამოჩენის შემდეგ დაბრუნდა, ხოლო ფინალში ასევე გაჟღერდა Prince-ის When Doves Cry და Purple Rain.

სერიალის შექმნელებმა Tudum-თან საუბარში აღნიშნეს, რომ  ფინალური ეპიზოდისთვის მუსიკა განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიეს.

„არასდროს გვიმსჯელია სიმღერის არჩევანზე იმდენი, რამდენიც ამ პერიოდში,“  –  აღნიშნა როს დაფერმა.

„ძალიან ძლიერი სიმღერები გვჭირდებოდა და ბევრ ვარიანტზე ვფიქრობდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ვერსია Prince-ის სიმღერა Purple Rain იყო, რომლის სტრიმინგიც Spotify-ზე 243%-ით გაიზარდა, ეს კი ძირითადად Gen Z აუდიტორიის დამსახურებაა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრამპის მუქარის ფონზე ბიორკი გრენლანდიას მხარდამჭერ მესიჯს უგზავნის

შემდეგი სტატია

kordz & tamro - MEINE FREUNDE

Kordz-ის და თამრიკო კორძაიას მუსიკალური კომპოზიცია Meine Freunde

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი