Kordz-ის და თამრიკო კორძაიას მუსიკალური კომპოზიცია Meine Freunde

Meine Freunde მეორე სინგლია მომავალი ალბომისა FIND ME.
kordz & tamro - MEINE FREUNDE
kordz & tamro – MEINE FREUNDE

მუსიკოს Kordz-ის და პიანისტ თამრიკო კორძაიას  ერთობლივი კომპოზიცია Meine Freunde უკვე ყველა მუსიკალურ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. ის თავდაპირველად  სპექტაკლ  „ბრუნტეტისთვის” შეიქმნა და მომავალი ალბომის, Find Me-ს მეორე სინგლია.

„Meine Freunde – ეს არის შემდეგი ტრეკი ჩემი და Tamriko Kodzaia-ს ალბომიდან. პირველად ეს ვერსია შარშან, ახალ წელს, მტკვარზე ერთად შევასრულეთ, თუმცა თვითონ  ნაწარმოები სპექტაკლ „ბრუნტეტს” ეკუთვნის. თამრომ ეს მელოდია თავის პატარა ორღანზე შეასრულა, შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ალბომშიც შეგვეტანა და ფირფიტაზე ყოფილიყო. როგორც დაგპირდით, თითო ტრეკს გამოვუშვებთ, სანამ ალბომი სრულად გამოვა. ნაწარმოების ნოტებით მოგზაურობა ივნისამდე გაგრძელდება. ალბომი კი @prrrrrrr_records-თან თანამშრომლობით შეიქმნა.“ – Kordz.

Meine Freunde იმ პროცესის ნაწილია,  რომელიც მკაფიოდ ასახავს Kordz-ისა და თამრიკო კორძაიას საერთო მუსიკალურ ენას და ხაზს უსვამს პროექტის კონცეპტუალურ ბუნებას. 

მოუსმინეთ Kordz-ის და თამრიკო კორძაიას კომპოზიციას Meine Freunde.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

David Bowie "Heroes" Courtesy Photo

დევიდ ბოუის Heroes-ის სტრიმინგი Stranger Things-ის ფინალური ეპიზოდის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა

შემდეგი სტატია

გარდაიცვალა კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი