დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი დამთვალიერებლისთვის გაიხსნება

ინფორმაცია მუსიკოსის 79-ე დაბადების დღეზე გავრცელდა.
ახალგაზრდა დევიდ ბოუი (დევიდ ჯონსი) სახლში
დევიდ ბოუის მემკვიდრეობის ფოტო

სანამ დევიდ ბოუი გახდებოდა, ის დევიდ ჯონსი იყო. ცხოვრობდა მოკრძალებულ, ტრადიციულ ბრიტანულ სახლში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში, მისაღები და სასადილო ოთახებით პირველ სართულზე და ორი საძინებლით – მეორეზე. ბოუი იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ოცნებობდა, გამხდარიყო მუსიკალური ვარსკვლავი. 

ახალი ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში ეს ადგილი მუსიკოსის ფანების ერთგვარ ტაძრად იქცევა – მუსიკოსის ბავშვობის სახლი განახლდება და დამთვალიერებლისთვის გაიხსნება. 

სახლი, რომელშიც ბოუი 8-დან 20 წლამდე ცხოვრობდა, ლონდონის მემკვიდრეობის ფონდმა შეიძინა. რესტავრაციის შედეგად, მას 1960-იანი წლების ავთენტური ვიზუალი დაუბრუნდება, 2027 წელს კი მისი კარი გაიღება.

ბოუი ბრიქსტონში, სამხრეთ ლონდონში დაიბადა. აღნიშნულ სახლში ის მშობლებთან ერთად 1955 წელს გადავიდა და იქ 1967 წლამდე ცხოვრობდა, დაახლოებით იმ პერიოდამდე, როცა სადებიუტო ალბომი გამოსცა.

ლონდონის მემკვიდრეობის ფონდმა ახალი ამბავი მუსიკოსის 79-ე დაბადების დღეზე (8 იანვარი) და მისი გარდაცვალების 10 წლის თავამდე (2016 წლის 10 იანვარი) რამდენიმე დღით ადრე გაამხილა. 

მანამდე, 2025 წლის სექტემბერში, ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში გაიხსნა დევიდ ბოუისადმი მიძღვნილი მუდმივი გამოფენა. ჯეფ მარში, გამოფენის თანაკურატორი, ასევე მიიღებს მონაწილეობას სახლის რესტავრაციაში აქამდე სრულიად უცნობი არქივის გამოფენასთან ერთად.

„სწორედ ამ პატარა სახლში, კონკრეტულად კი ამ პატარა საძინებელში დაიწყო დევიდ ბოუის, ერთი ჩვეულებრივი გარეუბნელი სკოლის მოსწავლის საერთაშორისო ვარსკვლავად ტრანსფორმაციის გზა,” – ამბობს მარში განცხადებაში. „როგორც თავად ბოუიმ თქვა: ‘იმდენ დროს ვატარებდი საძინებელში, ის მართლაც მთელი ჩემი სამყარო იყო. იქ მქონდა წიგნები, იქ იყო ჩემი მუსიკა, ფირსაკრავი. და ამ ჩემი სამყაროდან ქუჩაში გასასვლელად შუალედური, ნეიტრალური მისაღები ოთახის გავლა მიწევდა.’”

დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი
დევიდ ბოუის მემკვიდრეობის ფოტო

განახლებული სივრცე ასევე უმასპინძლებს შემოქმედებით ვორკშოპებს ახალგაზრდებისთვის. ფონდის განმარტებით, სახლი იქნება „მყარი საფუძველი შემდეგი თაობებისთვის” და ფოკუსირდება თვითრწმენისა და საკომუნიკაციო უნარების სწავლებაზე ხელოვნებაში.

„დევიდ ბოუი ამაყი ლონდონელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისმა კარიერამ ის მთელ მსოფლიოს აზიარა, ყოველთვის ახსოვდა, საიდან მოდიოდა და ახსოვდა ის საზოგადოება, რომელიც მას ბავშვობიდან უჭერდა მხარს,” – ამბობს ნიკოლა სტეისი, ლონდონის მემკვიდრეობის ფონდის დირექტორი. „შესანიშნავია, რომ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა, მოვყვეთ მის ამბავს და ახალი თაობები შთავაგონოთ. ლონდონის მემკვიდრეობისთვის ამ ადგილის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.”

საქველმოქმედო ორგანიზაცია The Jones Day Foundation სახლის განახლებისთვის 500 000 ფუნტ სტერლინგს გაიღებს. დამატებითი სახსრებისთვის იანვრიდან ასევე დაიწყება საზოგადოებრივი შემოწირულობის კამპანიაც. 

ბოუი არ არის პირველი ბრიტანელი ვარსკვლავი, რომლის ბავშვობის სახლიც საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა. პოლ მაკარტნისა და ჯონ ლენონის სახლები ლივერპულში, რომლებიც ეროვნულ ფონდს ეკუთვნის, ასევე ღიაა დამთვალიერებლისთვის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

შემდეგი სტატია

ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“ 

Lady Gaga-ს და Doechii-ის კოლაბორაცია. The Stroke-ის დაანონსებული ალბომი და სხვა სიახლეები – გაეცანით „პარასკევის მუსიკალურ გზამკვლევს“
მეტი

რას ამბობს Ye-ს ალბომის, Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები არტისტის ამჟამინდელ სტატუსზე?

რამდენად შეესაბამება Bully-ს პირველი კვირის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებს? Billboard-ის გუნდის წევრები ამ და სხვა კითხვებს პასუხობენ.
მეტი