ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

მომღერალმა ინსტაგრამის „სთორებში” რამდენიმე პოსტიც გააზიარა, რომლებიც აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის გაუქმების მოწოდებას შეიცავს.
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიშმა საკუთარი პლატფორმა აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის სააგენტოს (ICE) წინააღმდეგ გამართული პროტესტისთვის გამოიყენა. აღნიშნული ორგანიზაცია განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ  რამდენიმე დღის წინ მინესოტაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მოექცა. 

9 იანვარს, ქალაქ მინეაპოლისში საემიგრაციო ოპერაციის დროს ICE-ის ოფიცერმა 37 წლის რენე ნიკოლ გუდი მოკლა,  სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა პოპვარსკვლავის ინსტაგრამ პოსტი, სადაც მან  ორგანიზაცია მკაცრად გააკრიტიკა. პირველი იყო გრაფიკული გამოსახულება, სადაც ICE „ფედერალურად დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ტერორისტულ ჯგუფად“ მოიხსენია, მომღერალმა სააგენტოს ბრალი დასდო ოჯახების განადგურებაში, მოქალაქეების დაშინებაში და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში.

ბილი აილიში მეორე პოსტში მოუწოდებს აშშ-ს, რომ ICE სრულად გაუქმდეს. აქვე ჩამოთვლილია 32 ადამიანი, რომლებიც გასულ წელს პატიმრობის დროს გარდაიცვალნენ. მესამე პოსტში მომღერალი  მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, დაუკავშირდნენ თავიანთ წარმომადგენლებს კონგრესში  და მოითხოვონ სააგენტოს დაფინანსების შეწყვეტა და ასევე იმ ოფიცრის დაკავება, რომელმაც მინეაპოლისში მომხდარი შემთხვევის დროს ცეცხლი გახსნა. 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ICE-ის ქმედებები განხეთქილების საგანი იყო, მაგრამ კრიტიკამ ამ კვირაში პიკს მიაღწია. შინაგან საქმეთა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა განაცხადეს, რომ გუდი აგენტებისთვის მანქანით გადავლას აპირებდა, აღნიშნულმა ოფიცერმა კი თავდაცვის მიზნით იმოქმედა. თუმცა გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ გუდი სინამდვილეში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.

აღნიშული ფაქტის ახსნა თავად დონალდ ტრამპსაც გაუჭირდა, როცა პირადად ნახა სროლის ვიდეო ოვალურ კაბინეტში, New York Times-ის რეპორტიორის თანხლებით. გამოცემის თანახმად, პრეზიდენტმა ვიდეოს ყურების შემდეგ თქვა: „კარგი… როგორც ვუყურებ, ეს საშინელი სცენაა.”

ბილი აილიში დიდი ხანია, საჯაროდ ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას. იგი 2024 წლის არჩევნებში ტრამპის ოპონენტს, კამალა ჰარისს უჭერდა მხარს. ცხრაგზის გრემის მფლობელმა მომღერალმა სხვა პოსტებიც გაავრცელა, სადაც მკაცრად გააკრიტიკა ICE-ის რეიდები მის მშობლიურ ქალაქ ლოს-ანჯელესში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი დამთვალიერებლისთვის გაიხსნება

შემდეგი სტატია

Billy Joel: And So It Goes, The Wizard Of Oz At Sphere და სხვა ნომინანტები 2026 წლის პროდიუსერთა გილდიის დაჯილდოებაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი