„ჩიტი ჩიორა” – ახალი მუსიკალური ვიდეო

ბადრი ტერელაძის სიმღერის ქავერს ბენდთან ერთად ელენე მაყაშვილი, თეკლე მაყაშვილი და თაკო კიკაბიძე ასრულებენ.

სოციალურ ქსელში ახალი მუსიკალური ვიდეო გამოჩნდა. კლიპში სიმღერას „ჩიტი ჩიორა” ბენდთან ერთად ელენე მაყაშვილი, თეკლე მაყაშვილი და თაკო კიკაბიძე ასრულებენ. ბენდის შემადგენლობაში არიან: სოსო ცაგარეიშვილი (დრამი), გიგი ცინცაძე (გიტარა), ლუკა ქიტიაშვილი (ბასი) და დათო კაკულია (კლავიში). ვიდეოკლიპი ლაშა ჩაგელიშვილს ეკუთვნის. 

გიორგი ჩაგელიშვილი – პროდიუსერი:

„სიმღერა რეალურად პროექტის ნაწილია, რომელზე მუშაობაც 2024 წლის ბოლოს დავიწყეთ. ეს უნდა ყოფილიყო იუთუბ პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ ბენდთან ერთად ჩაიწერებოდა სხვადასხვა ვოკალისტის სესიები, რომლებიც ძველი სიმღერების ახლებურ ქავერებს შეასრულებდნენ. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მხოლოდ ამ ერთი ვიდეოს გადაღება მოვასწარით და პროექტის გაგრძელება ვეღარ მოხერხდა. 

რაც შეეხება აღნიშნულ კომპოზიციას, ეს არის ბადრი ტერელაძის ძველი სიმღერა „ჩიტი ჩიორა”, რომელსაც თავის დროზე ჯაზ-როკ ანსამბლი „ალიონი” ასრულებდა. ჩვენს ვერსიაში მას ელენე მაყაშვილი, თეკლე მაყაშვილი და თაკო კიკაბიძე მღერიან. ეს ტრიო უკვე წლებია, ერთად ასრულებს ქართულ სიმღერებს და გამოცემული აქვთ ალბომიც. ვიცოდით, რომ ეს სიმღერა უყვარდათ, ამიტომაც, სწორედ მათ ვთხოვეთ მისი შესრულება.”

ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

იმანი დევიდ ბოუის მისი გარდაცვალების 10 წლის თავზე იხსენებს

შემდეგი სტატია

2026 წლის Mad Cool ფესტივალის შესარჩევ კონკურსში სამი ქართული ბენდი მოხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი