HBO-მ Euphoria-ს მესამე სეზონის ტრეილერი გაავრცელა

სერიალის ფინალურ სეზონში მოქმედება სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ვითარდება.
ზენდეია Euphoria-ს მესამე სეზონში
HBO Max

სემ ლევინსონის სარეჟისორო ნამუშევარი, HBO Max-ის სერიალი Euphoria მესამე სეზონით ბრუნდება. სერიალის ტრეილერი ოფიციალურად 14 იანვარს გამოქვეყნდა, ფინალურ სეზონში ზენდაიას პერსონაჟი რუ და Euphoria-ს სხვა გმირები უკვე ნამდვილად აღარ არიან სკოლის მოსწავლეები – მოქმედება სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის შემდეგ ვითარდება.

ორწუთიანი ვიდეო ზენდაიას მონოლოგით იწყება. ის ნარკოტიკებს ყიდის და თავის ყოფილ დილერს ემალება, რომელიც საბოლოოდ მაინც პოულობს. 

თრეილერი გვაცნობს სხვა პერსონაჟებთან დაკავშირებულ სიახლეებსაც, მაგალითად ჯეიკობ ელორდის ნეიტი და სიდნი სვინის კესი ქორწინდებიან. 

Euphoria-ს მესამე სეზონი 12 აპრილს გამოვა. წინა სეზონის პრემიერა ოთხი წლის წინ შედგა. BBC News-ის ცნობით, ლევინსონმა ფინალური სეზონის სიუჟეტზე ისაუბრა და გაამხილა, რომ „კესი ნეიტთან ერთად გარეუბანში ცხოვრობს, კესი ძლიერ არის დამოკიდებული სოციალურ მედიაზე და ყოფილი თანაკლასელების ცხოვრების შურს. ლევინსონმა ასევე თქვა, რომ ალექსა დემის გმირი – მედი ჰოლივუდში, ტალანტების სააგენტოში მუშაობს, ხოლო ლექსი პროდიუსერის ასისტენტია.

მთავარი მსახიობების გარდა, სერიალის მესამე სეზონში მუსიკოსი დომინიკ ფაიქიც დაუბრუნდება ეპიზოდურ როლს. გარდა ამისა, შოუს ფინალურ სეზონში ესპანელი სუპერვარსკვლავის და Billboard-ის ბოლო ყდის გმირის – როსალიას დებიუტი შედგება.

ნახეთ Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ პოლ მაკარტნი დოკუმენტური ფილმის, Man on the Run-ის ტრეილერში

შემდეგი სტატია

Bedford Falls-მა ახალი კლიპი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი