ნახეთ პოლ მაკარტნი დოკუმენტური ფილმის, Man on the Run-ის ტრეილერში

მორგან ნევილის ფილმი 27 თებერვალს გამოვა.
პოლ მაკარტნი და ლინდა მაკარტნი Wings-ის შემადგენლობაში 1975 წელს
(WOOD/EVENING STANDARD/HULTON ARCHIVE/GETTY IMAGES)

The Beatles-ის დაშლის შემდეგ, 1980 წელს, პოლ მაკარტნიმ ორი სოლო ალბომი გამოსცა, რის შემდეგაც კვლავ ბენდის გარემოში დაბრუნება გადაწყვიტა.

შედეგად, დაარსდა Wings, რომელიც შედარებით რთული სტარტის შემდეგ ფენომენალური წარმატების მქონე როკბენდად იქცა მისი 10-წლიანი არსებობის განმავლობაში. ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა Band on the Run, My Love, Jet და Live and Let Die, Wings-მა ხუთი ალბომით მოახერხა Billboard 200-ის ლიდერი პოზიციის დაკავება, სანამ 1981 წელს ჯგუფი არ დაიშალა. 

Man on the Run, ახალი დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც ოსკაროსანი მორგან ნევილია, სწორედ Wings-ის ჩამოყალიბების გზაზე მოგვითხრობს, რომელიც მაკარტნიმ მეუღლესთან, ლინდასთან ერთად გაიარა. ფილმი მოიცავს აქამდე უცნობ და იშვიათ საარქივო მასალებს.  

უკვე გამოვიდა ფილმის ტრეილერი, სადაც მაკარტნი ჯგუფის დაარსების მოტივაციაზე საუბრობს: „მინდოდა, რაღაც განსხვავებული მეცადა. როცა Wings დავიწყეთ, ეს თავისუფლება იყო.”

ჯგუფის მუსიკა თავდაპირველად მსმენელმა არცთუ ისე კარგად მიიღო, რის შემდეგაც მაკარტნიმ განაცხადა: „მე გავაკეთებ საუკეთესო ჩანაწერს, რაც კი ოდესმე მოგისმენიათ.” რამდენიმე წელიწადში კი ბენდი უკვე სტადიონებს ავსებდა და რეგულარულად ლიდერობდა ჩარტებში.

ფილმში მაკარტნი ეხება ჯონ ლენონთან ურთიერთობასაც. მისი თქმით, Beatles-ის დაშლისას ისინი „ერთმანეთს სცილდებოდნენ”. „თუმცა ჩვენ ერთმანეთი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვიყვარდა,” – ამბობს მუსიკოსი.

Man on the Run-ის პრემიერა 27 თებერვალს შედგება. ის მოიცავს ახალ ინტერვიუებს მაკარტნისთან, ასევე რინგო სტარის, ლენონის, ჰარისონისა და ლინდა მაკარტნის საარქივო მასალებს. ფილმი მოსდევს მაკარტნის წიგნს Wings: The Story of a Band on the Run, რომელიც ნოემბერში გამოიცა, ასევე სიმღერების საკოლექციო ალბომს Wings, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობის ვინილსა და სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bzikebi - საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 2022 ფოტო: Corinne Cumming ფოტო აღებულია Bzikebi-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

შემდეგი სტატია

HBO-მ Euphoria-ს მესამე სეზონის ტრეილერი გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი