50 Cent ხსნის, თუ რატომ თქვა უარი 1.3 მილიონი დოლარის შეთანხმებაზე მაშინ, როცა ფინანსურად უჭირდა

რეპერი ემინემის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს.
50 Cent და ემინემი 2024 წელს
MONICA SCHIPPER/GETTY IMAGES

50 Cent-ის ინტუიციამ და სიჯიუტემ მას რეპის დიდების გზა გაუკვალა. დღეს კი რეპერი Universal-თან იმ მილიონდოლარიანი შეთანხმების ჩაშლას იხსენებს, რამაც ის ემინემსა და Dr. Dre-სთან კონტრაქტის გაფორმებამდე მიიყვანა.

რეპერმა X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც Irv Gotti საუბრობს, თუ როგორ ცდილობდა, დაებლოკა 50 Cent-ის შეთანხმება Universal Music Group-თან, რეპერის კონფლიქტის გამო მის ლეიბლთან.

50 Cent-მა უარი თქვა Universal-ის 1.3 მილიონი დოლარის შეთავაზებაზე. ამ გადაწყვეტილებამ კი საბოლოოდ ემინემამდე მიიყვანა, რომელმაც ის Dr. Dre-ს გააცნო. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. Dre-ს Aftermath Entertainment-ის გავლით 2002 წელს რეპერმა Shady Records-თან მილიონდოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ტონი იაოს არ ესმოდა, რატომ არ ვიყავი თანახმა Universal-ის კონტრაქტზე მაშინ, როცა ისინი 1.3 მილიონს მთავაზობდნენ, ჩვენ კი ფინანსურად ძალიან გვიჭირდა,” – იხსენებს რეპერი. „მე ვუთხარი: ‘არა, შენი იყოს. ახლა ხომ ხედავ, რატომ მიყვარს ასე ძალიან ემინემი.’”

50 და ემინემი დღემდე ინარჩუნებენ ახლო ურთიერთობას. წლების განმავლობაში მათ არაერთი კოლაბორაცია ჰქონდათ, მათ შორის Don’t Push Me, Gatman & Robin და Patiently Waiting.

2023 წლის ინტერვიუში რეპერმა გაამხილა, რომ პირველი შენაძენი, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აღებული თანხით გააკეთა, ბებიისთვის ნაყიდი „მერსედესის” მარკის ავტომობილი იყო.

„ბებიაჩემს C220 ვუყიდე. არასდროს დამავიწყდება, რადგან ეს პირველი რამ იყო, რაც კონტრაქტის შედეგად შევიძინე.”

საქმე კარგად წავიდა 50 Cent-ისთვის, რომელიც 2000-იანების რეპის ერთ-ერთ დომინანტურ ფიგურად იქცა. მან გაყიდა მილიონობით ალბომი, მუდმივად იყო ჩარტის სათავეებში და თანამშრომლობდა მომგებიან ბრენდებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ მუსიკას აღარ გამოსცემს და აღარც ჩარტებში ხვდება, 50 Cent კვლავ რჩება ჰიპ-ჰოპ კულტურის ერთ-ერთ საყრდენად. ამ ეტაპზე ის ალკოჰოლური სასმელის ბრენდების მფლობელობაზეა კონცენტრირებული და იმავდროულად საკუთარ კინო-სატელევიზიო პროდაქშენ კომპანიას მართავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რობი უილიამსმა მოულოდნელად ახალი ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილის პირველი ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი