რობი უილიამსმა მოულოდნელად ახალი ალბომი გამოსცა

მუსიკოსის მე-13 ალბომი Britpop დაგეგმილზე ადრე გამოვიდა.
რობი უილიამსი
JASON HETHERINGTON

ბრიტანული პოპმუსიკისთვის ეს წელი შედარებით მშვიდად დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, დროებით. ყველასთვის მოულოდნელად, რობი უილიამსმა ახალი ალბომი Britpop გამოსცა. ჩანაწერი დაგეგმილზე სამი კვირით ადრე გამოვიდა.

მუსიკოსის მე-13 ალბომისკენ მიმავალი გზა სავსე იყო ცვლილებებითა და მოულოდნელობებით. პირველად ალბომი მაისში დაანონსდა და მისი გამოსვლის თარიღად 10 ოქტომბერი დასახელდა. თუმცა ცოტა ხანში მისი გამოცემა 6 თებერვლისთვის გადაიდო. მიზეზად განრიგთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.

თუმცა 9 ოქტომბრის ლონდონის შოუზე უილიამსმა აღიარა, რომ თარიღის ცვლილების რეალური მიზეზი ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl იყო, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვიდა. უილიამსს კი არ სურდა, საკუთარი ნამუშევარი სვიფტის ალბომის გამოსვლასა და მისი ჩარტების შემდგომ დომინაციას დამთხვეოდა. „ჩვენ ყველანი თავს ისე ვაჩვენებთ, თითქოს ალბომის გამოსვლის გადადებას არაფერი აქვს საერთო ტეილორ სვიფტთან, მაგრამ, ჯანდაბა, აქვს. მას ვერ შეეჯიბრები,” – თქვა მუსიკოსმა სცენაზე. „კი, ვღელავდი, რომ ფანებს მეტი ლოდინი მოუწევდათ, მაგრამ ბოდიში, ეგოისტი ვარ. ცხოვრებაში რამდენჯერ გეძლევა შანსი, რომ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ჩარტის ყველაზე მეტი ლიდერი ალბომის მფლობელი გახდე?”

გადაწყვეტილება ნამდვილად გონივრული აღმოჩნდა – გამოსვლის შემდეგ სვიფტის ალბომმა დიდი ბრიტანეთის ჩარტების პირველ ადგილზე სამი თანმიმდევრული კვირა გაატარა. ახლა კი, თუ 23 იანვრით დათარიღებული ჩარტის პირველ ადგილს Britpop დაიკავებს, ეს დიდი ბრიტანეთის ოფიციალური ალბომების ჩარტში უილიამსის მე-16 ლიდერობა იქნება, რითაც ის რეიტინგში The Beatles-თან ამჟამად არსებულ ფრეს გაარღვევს და ყველა დროის ლიდერი გახდება. 

ალბომი სტრიმინგ პლატფორმებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიდო. 11-სიმღერიანი ჩანაწერი დიდწილად სწორედ იმ ჟანრით არის შთაგონებული, რომლის სახელსაც ატარებს. ალბომის ყდა კი ეხმაურება უილიამსის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ჩაცმულობას: წითელ მოსაცმელს, რომელიც მას 1995 წელს, ბრიტპოპის წარმატების ზენიტში, გლასტონბერის ფესტივალზე ეცვა.

„ამ პროექტზე ჩემს კუმირებთან ერთად ვიმუშავე. ეს არის ნამდვილი, უფრო მეტი გიტარითა და ჩვეულებრივზე მეტად ამაღლებული და ჰიმნური განწყობის ალბომი,” – ამბობდა უილიამსი მანამდე. „ამ ნამუშევრით უზომოდ ვამაყობ.”

Britpop გამოირჩევა ლირიკული მრავალფეროვნებით. ის ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი (Human), ცნობადობა (All My Life). მასში ასევე შედის სიმღერა Morrissey – Pet Shop Boys-ის სტილში შექმნილი ოდა, რომელიც The Smiths-ის სოლისტს ეძღვნება. 

ალბომი უილიამსის არასადღესასწაულო ორიგინალური სიმღერების პირველი ჩანაწერია 2016 წლის The Heavy Entertainment Show-ს შემდეგ. პროექტის მხარდასაჭერად 4-9 თებერვალს მუსიკოსი დიდ ბრიტანეთში კონცერტების სერიას გამართავს, სადაც Britpop-თან ერთად ასევე შეასრულებს 1997 წლის სადებიუტო ალბომს Life Thru a Lens. კონცერტები გლაზგოში, ლივერპულში, ლონდონსა და ვოლვერჰემპტონში გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

Don’t Be Dumb – მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, A$AP Rocky-მ ახალი ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

50 Cent ხსნის, თუ რატომ თქვა უარი 1.3 მილიონი დოლარის შეთანხმებაზე მაშინ, როცა ფინანსურად უჭირდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი