როგორ გაავრცელო მუსიკა „სპოტიფაისა” და Apple Music-ზე, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა

ნახეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ აუდიტორიის გასაზრდელად და მუსიკის მთავარ პლატფორმებზე გასავრცელებლად.
UNSPLASH+ LICENSE/GETTY IMAGES

დამოუკიდებელი არტისტითვის მუსიკის გავრცელება შესაძლოა რთული პროცესი იყოს. მართალია, არსებობს ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Soundcloud, Bandcamp და იუთუბი, თუმცა თუ გსურთ თქვენი შემოქმედების უფრო დიდ პლატფორმებზე გავრცელება, როგორებიცაა Apple Music, „სპოტიფაი” ან Tidal, ეს მხოლოდ ატვირთვის ღილაკზე თითის დაჭერით არ ხდება. თქვენმა მუსიკამ რომ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიაღწიოს, აქ არის ყველაფერი, რაც დამოუკიდებელმა არტისტმა უნდა იცოდეს. 

ლეიბლის არტისტის შემთხვევაში, ამ ყველაფერზე თავად ლეიბლი ზრუნავს, მაგრამ თუ დამოუკიდებელი არტისტი ხართ და გსურთ მუსიკის მთავარ პლატფორმებზე გავრცელება, ამის გაკეთება მესამე მხარის გავლით მოგიწევთ. ისეთი საიტის მეშვეობით, როგორიცაა DistroKid, თქვენი მუსიკის ატვირთვის პროცესი ბევრად გამარტივდება. 

სამუშაოს უმეტეს ნაწილს პლატფორმა თქვენ ნაცვლად გააკეთებს: გაგზავნის ტრეკებსა და ალბომებს მთავარ სტრიმინგ პლატფორმებზე, ავტომატურად დაამატებს მეტამონაცემებსა და სიმღერების კრედიტებს, დაგეგმავს გამოცემის თარიღებს და ატვირთავს იმდენ ტრეკს, რამდენიც გსურთ. ამ ყველაფრის პარალელურად კი მოგების 100%-ც თქვენ დაგრჩებათ. 

ახლახან კი DistroKid-მა ფანებთან პირდაპირ საკომუნიკაციო პლატფორმა დაამატა, სახელწოდებით DistroKid Direct. მისი მეშვეობით დამოუკიდებელ არტისტებს შეუძლიათ გააკეთონ ონლაინ მარკეტი და ფანებს თავიანთი მერჩენდაიზი პირდაპირ მიჰყიდონ. საუკეთესო ნაწილი კი ის არის, რომ ამ შემთხვევაშიც შემოსავლის 100% არტისტს ეკუთვნის. 

როგორ გაავრცელოთ თქვენი მუსიკა „სპოტიფაისა” და Apple Music-ზე?

DistroKid გვთავაზობს წევრობის სხვადასხვა პაკეტს განსხვავებული უპირატესობებით:

პაკეტი Musician 2.08 დოლარი ღირს და გთავაზობთ ულიმიტო ატვირთვებს, სიმღერის ტექსტებს „გუგლში”, ვერიფიკაციის ნიშანს „სპოტიფაიზე” და ჰონორარის განაწილებას. 

Musician Plus პაკეტი, რომელიც 3.75 დოლარი ღირს, მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას და დამატებით Apple Music-ის სინქრონიზებულ ტექსტებს, ყოველდღიურ სტრიმინგ სტატისტიკას, გამოცემის თარიღების დაგეგმვასა და iTunes-ის ფასების რეგულირებას. 

Ultimate ყველაზე ძვირადღირებული პაკეტია. თვეში 7.50 დოლარად ის არტისტს სთავაზობს აიფონის აპლიკაციაზე უფასო წვდომას, ერთი ტერაბაიტის მოცულობის ფაილების გაზიარებასა და ათასობით პლეილისტის საკონტაქტო ინფორმაციის დამატებას. 

ნებისმიერი პაკეტის არჩევის შემთხვევაში არტისტს ეძლევა თავისუფლება იმაზე, თუ როგორ და როდის გაავრცელებს თავის მუსიკას. ხოლო როცა საქმე შემოსავალზე მიდგება, Distrokid ავტომატურად გაყოფს ჰონორარს ყველა მონაწილეზე, იქნება ეს პროდიუსერი, სიმღერის ავტორი თუ თავად არტისტი, რათა უზრუნველყოს პროექტში ჩართული ყველა მხარის სამართლიანი ანაზღაურება. 

დარეგისტრირებისა და პაკეტის არჩევის შემდეგ ატვირთვის, გაზიარებისა და გავრცელების ყველა ინსტრუმენტი თქვენს ხელთ იქნება. ასე რომ, თუ თქვენი აუდიტორიის გაზრდა გსურთ, DistroKid ამისთვის იდეალური საშუალებაა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky ახალ ალბომში სავარაუდოდ დრეიკს ახსენებს და ამბობს, რომ მას რიანა „წაართვა“

შემდეგი სტატია

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი