A$AP Rocky ახალ ალბომში სავარაუდოდ დრეიკს ახსენებს და ამბობს, რომ მას რიანა „წაართვა“

რეპერმა New York Times-ის პოდკასტში ისაუბრა დაპირისპირებაზე, რომელმაც ტრეკი – Stole Ya Flow შთააგონა.
რიანა და A$AP Rocky სასამართლო პროცესის შემდეგ
DUTCH/Bauer-Griffin/GC Images)

A$AP Rocky თავის ახალ ტრეკში Stole Ya Flow, რომელიც შესულია ახალი ალბომში – Don’t Be Dumb, რიანას და სავარაუდოდ დრეიკს ახსენებს: “First you stole my flow, so I stole yo b—h … My baby mama Rihanna, so we unbothered.” 

14 იანვარს, ახალი ალბომის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ New York Times-ის პოდკასტში, რეპერმა ამ ტრეკზე ისაუბრა, მისი თქმით, ვარაუდობდა, რომ ინტერნეტსივრცე ამ ტექსტის ადრესატად დრეიკს მიიჩნევდა. „ვფიქრობ, ყველამ კარგად ვიცით, ვისზეცაა საუბარი,” – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა მოხდა მასსა და დრეიკს შორის, როკიმ  უპასუხა: „დავინახე ადამიანები, რომლებიც მეგობრობით იწყებდნენ და მტრებად იქცევიან. თითქოს არ უხაროდათ ჩემი წარმატება და ფარულად თავდასხმები დაიწყეს. ვფიქრობ, სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობა… სინამდვილეში ეს სერიოზული დაპირისპირებაც არაა,” – განმარტა A$AP Rocky-მ და ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის ურთიერთობის დალაგებას არ ელოდება. „არც არის საჭირო. რისთვის?“

როდესაც პოდკასტის წამყვანებმა კიდევ ერთხელ ჰკითხეს, იყო თუ არა სიმღერა დრეიკზე, როკიმ დაამატა: „ეს სიმღერა მათზეა, ვინც საკუთარ თავზე მიიღებს.”

იმავე ღამეს ალბომი Don’t Be Dumb სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვიდა და გამოაშკარავდა, თუ რისი თქმა სურდა როკის.

რიანასა და დრეიკის ურთიერთობაზე ხმები 2000-იანების ბოლოს და 2010-იანების დასაწყისში ხშირად ვრცელდებოდა. დრეიკი ღიად საუბრობდა თავის სერიოზულ გრძნობებზე რიანას მიმართ, თუმცა, მისივე თქმით, მომღერალმა მას იგივე გრძნობით არ უპასუხა. 2018 წელს რიანამ Vogue-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის და დრეიკი აღარ მეგობრობდნენ.  ხუთი წლის შემდეგ კი დრეიკმა თავის ალბომში For All the Dogs ირიბად დასცინა რიანასა და Rocky-ს, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდნენ.

სიმღერაში Stole Ya Flow სხვა მინიშნებებიც არის. ტექსტის ერთ-ერთი მონაკვეთის შინაარსი ასეთია: „ის უბრალოდ სენსიტიურია, ისევ თავის გრძნობებშია ჩარჩენილი“ 

Billboard კომენტარისთვის A$AP Rocky-ს  და დრეიკის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

წარსულში A$AP Rocky და დრეიკი მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ კიდეც. მათი ერთობლივი სიმღერა „F–kin’ Problems“ 2013 წელს გამოვიდა და  როკისთვის ჩარტებში პირველი ტოპ-ათეულის ჰიტი გახდა. A$AP Rocky-მ 2024 წლის Billboard-ის ინტერვიუში თქვა, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მას სტუდიაში ტექსტებით უპირისპირდებოდნენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილის პირველი ვიდეოკლიპი

შემდეგი სტატია

როგორ გაავრცელო მუსიკა „სპოტიფაისა” და Apple Music-ზე, როგორც დამოუკიდებელმა არტისტმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი