INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტები: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES
INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

ავსტრალიურმა რადიოსადგურმა Triple M-მა ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სია გამოაქვეყნა,  რითაც მაუწყებლობის 45 წლის იუბილე აღნიშნა. სია მისი დაარსებიდან დღემდე ეთერში გაჟღერებული ყველა კომპოზიციის დათვლის საფუძველზეა შედგენილი და სრულად ეთერით გაზომილ შედეგებს ასახავს.

სიის სათავეში GANGgajang-ის სიმღერა Sounds Of Then (This Is Australia) მოექცა, რომელმაც რადიოსადგურის ისტორიაში ყველაზე ხშირად გაშვებული კომპოზიციის სტატუსი მოიპოვა. ტოპ ათეული ძირითადად ავსტრალიელი არტისტებით არის დაკომპლექტებული, სიაში ექვსი ადგილობრივი სიმღერა არის შესული, მათ შორის INXS-ის Don’t Change, Paul Kelly and The Messengers-ის Dumb Things, AC/DC-ის You Shook Me All Night Long, Choirboys-ის Run To Paradise და The Screaming Jets-ის Better.

სიის სათავეში ასევე მოხვდნენ საერთაშორისო ჰიტებიც: Van Halen-ის Jump, Queen-ის Bohemian Rhapsody, ლენი კრავიცის Are You Gonna Go My Way და Bon Jovi-ის Livin’ On A Prayer.

Triple M-ის განმარტებით, ეს მონაცემები ტრადიციულ მსმენელთა გამოკითხვებისგან განსხვავდება, რადგან სრულად ეთერში გაშვებულ მონაცემებს ეფუძნება და არა აუდიტორიის გამოკითხვას და ხმის მიცემას.  „ეს სია არ არის ხმის მიცემაზე ან მის პოპულარობაზე დაფუძნებული. ის არ არის დებატებისთვის შექმნილი. ეს უბრალოდ Triple M-ის რეალური ისტორიაა, რომელიც მხოლოდ რადიოეთერში გაშვების სიხშირით იზომება.” – აღნიშნა განცხადებაში რადიოსადგურმა.

მათი თქმით, სია არა ტენდენციურ ციკლებს, არამედ სიმღერების ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას და მსმენელთან კავშირს ასახავს: „რაც გამოიკვეთა, უბრალოდ მონაცემები არ არის, ეს ისტორიის ნაწილია. ცოცხალი დოკუმენტი იმ სიმღერებისა, რომლებსაც ავსტრალიელები თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მუდმივად რთავდნენ, ითხოვდნენ, ხელახლა უსმენდნენ და უბრუნდებოდნენ.“  – განაცხადა Triple M-მა.

ტოპ-ათეულის მიღმა, სრული სია 600 სიმღერას მოიცავს და როკისა და ალტერნატიული მუსიკის კლასიკურ ნიმუშებს წარმოადგენს, რომელიც Triple M-ის მსმენელისთვის ნაცნობია. სიაში გვხვდება Cold Chisel-ის (Khe Sanh), Midnight Oil-ის (Beds Are Burning), Nirvana-ს (Smells Like Teen Spirit) და Red Hot Chili Peppers-ის (Under The Bridge) კომპოზიციები, ისევე, როგორც Men At Work-ის, Divinyls-ის, Silverchair-ის, Powderfinger-ის, Fleetwood Mac-ის, U2-ის, R.E.M.-ის, Foo Fighters-ის, Crowded House-ის, Green Day-ის, Metallica-ს და მრავალი სხვა არტისტის სიმღერები.

GANGgajang-ის ფრონტმენმა, მარკ კალაგანმა სიხარულით მიიღო ეს ინფორმაცია,  როცა გაიგო, რომ Sounds Of Then-მა პირველი ადგილი დაიკავა. „ეს საოცარია, ეს იყო სიმღერა, რომელიც უბრალოდ თავისით მოვიდა” – თქვა მან.

მარკ კალაგანმა დაამატა, რომ ეს მომენტი მისთვის ერთგვარად წრეზე დაბრუნებას ჰგავდა. „სიდნეის შტატის ქალაქ კირიბილში, სახლში ვზივარ და ფანჯრიდან იმავე კორპუსს ვუყურებ, სადაც 1982 წელს ჩემს პირველ ჩამწერ ფირსაკრავზე Sounds of Then-ის დემო ვერსია ჩავწერე.”
ნახეთ Triple M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სრული სია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის საუკეთესო დაბრუნება – Clipse

შემდეგი სტატია

2026 წლის Super Bowl-ს Green Day გახსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი