2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის საუკეთესო დაბრუნება – Clipse

Clipse-ის ალბომმა – Let God Sort Em Out – გრემის 5 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის წლის ალბომის ნომინაცია.
Clipse
CIAN MOORE/Billboard

Billboard-ის ყოველწლიური პროექტის – „წლის უდიდესი პოპვარსკვლავების“ ფარგლებში, რედაქცია 2025 წლის 10 გამორჩეულ არტისტს წარმოგიდგენთ. წელს ყველაზე ხმაურიანად და შთამბეჭდავად დაბრუნდა ჰიპ-ჰოპ დუეტი Clipse. 

რეპის სამყაროში 16 წელი უდიდესი პერიოდია. სწორედ ამდენი ხანი გავიდა 2009 წლის ალბომის (Til the Casket Drops) შემდეგ, სანამ ძმები თორნტონები 2025 წლის ივლისში აღდგენილი პროექტით – Let God Sort Em Out-ით დაბრუნდებოდნენ. ამ პაუზის დროს Malice-მა ჯგუფი რელიგიური ძიებების გამო დატოვა, Pusha T-მ კი 2010-იან წლებში ბრწყინვალე სოლო კარიერა დაიწყო. გაერთიანებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დუეტი არა მხოლოდ ყველა დროის საუკეთესოთა რიგებშია, არამედ 25-წლიან გამოცდილებასთან ერთად, კვლავ შეუძლიათ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ლიდერობა.

ახალი მუსიკის შესახებ პირველი სერიოზული მინიშნება 2023 წლის ივნისში გაჩნდა, როდესაც ფარელ უილიამსის Louis Vuitton-ის სადებიუტო ჩვენებაზე ძმებმა პოდიუმზე გაიარეს სიმღერის – Chains & Whips-ის ფონზე.

გაერთიანების მოლოდინი 2024 წელს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც LV-ის მორიგ ჩვენებაზე ახალი ალბომის პირველი ტრეკის პრემიერა შედგა, რომელიც ძმებმა გარდაცვლილ მშობლებს მიუძღვნეს. ამას მოჰყვა ვრცელი ინტერვიუები ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა Vulture და Rolling Stone, რასაც საბოლოოდ ტრიუმფალური დაბრუნება მოჰყვა.

Clipse-მა  მაისში ახალი ალბომი – Let God Sort Em Out დააანონსა. ძმები თორნტონების დაბრუნება წარმოუდგენელი იქნებოდა ფარელ უილიამსთან კოლაბორაციის გარეშე. სწორედ ფარელი, როგორც დუეტ The Neptunes-ის წევრი, ქმნიდა Clipse-ის ყველა ალბომის ჟღერადობას. ახალ ალბომზე მუშაობისას ჯგუფი კვირების მანძილზე რჩებოდა პარიზში, Louis Vuitton-ის სათავო ოფისში, რათა ფარელთან ერთად იქ გაეგრძელებინათ შემოქმედებითი პროცესი, სადაც წლების წინ შეჩერდნენ.

მაისში ალბომის მთავარი სინგლი Ace Trumpets გამოვიდა, ივნისში კი ჯგუფმა ლეიბლთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა. Pusha T-მ განმარტა, რომ მათ შვიდნიშნა თანხა გადაიხადეს Def Jam-თან კონტრაქტის გასაწყვეტად. გავრცელებული ინფორმაციით, ლეიბლი ცდილობდა, ცენზურა გაეტარებინა ტრეკში – Chains & Whips, რაზეც ჯგუფმა კატეგორიული უარი თქვა. მათ არ ისურვეს ალბომის მთლიანობის მსხვერპლად შეწირვა, უარი თქვეს სხვა ლეიბლებთან თანამშრომლობაზე და გადაწყვიტეს, ალბომი დამოუკიდებლად, Roc Nation-ის დისტრიბუციით გამოეშვათ.

Clipse-მა ინტერვიუები მისცა მედიის ყველა გავლენიან წარმომადგენელს. ისინი გამოჩნდნენ The New York Times-ის პოდკასტში, The Joe Budden Podcast-ში, GQ-სა და The Breakfast Club-ში. „ჩვენ არ ვწერთ ალბომს იმისთვის, რომ მის უკან დავიმალოთ, პირიქით – ჩვენ ყოველთვის წინ ვდგავართ,“ – განუცხადა Malice-მა GQ-ს და ხაზი გაუსვა მათ მზაობას ნებისმიერ თემზე სასაუბროდ, მაშინ როცა ბევრი რეპერი ინტერვიუებს ერიდება.

ამას მოჰყვა კოლაბორაციები მოდისა და ხელოვნების სფეროში ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არის:Adidas, Denim Tears, Carhartt, ასევე დიზაინერთან და არტისტ KAWS-თან და სხვა, რაც სრულად შეესაბამებოდა ჯგუფის ესთეტიკას. KAWS-მა, რომელმაც 2009 წელს მათი ბოლო ალბომის ყდა გააფორმა, თავისი ილუსტრაციებით ახალი ალბომის ვიზუალიც შექმნა.

ივნისში გამოსული კლიპი So Be It ჰანან ჰუსეინმა ჰიჩკოკის სტილის შავ-თეთრი ვიზუალით გადაიღო. ალბომი 11 ივლისს გამოვიდა და მალევე მოიპოვა „წლის რეპალბომის“ სტატუსი. 48 და 53 წლის ასაკშიც კი, Pusha და Malice გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნიან. ალბომში ძმებმა არაერთი არტისტი მოიწვიეს, მათ შორის კენდრიკ ლამარი და Tyler, the Creator. ტაილერმა, რომელიც ჯგუფის ფანია, აღიარა, რომ სიმღერაში P.O.V. თავისი პარტია თითქმის 100-ჯერ გადაწერა. ალბომში ასევე გამოჩნდნენ Nas, Stove God Cooks და Ab-Liva.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ალბომს აღფრთოვანებით შეხვდნენ, მისმა კომერციულმა მაჩვენებლებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პროექტი Billboard 200-ში მე-4 ადგილზე მოხვდა. გაიყიდა ალბომის 118 000 ეკვივალენტური ერთეული – აქედან 58 000 პირდაპირი გაყიდვები იყო, 59 000 კი სტრიმინგი, რაც ვეტერანი არტისტებისთვის იდეალური ბალანსია. ეს Clipse-ისთვის მეორე ტოპ-ათეული აღმოჩნდა, რითაც მათ 2002 წლის Lord Willin’-ის რეკორდი გაიმეორეს. Luminate-ის მონაცემებით, დუეტმა სტრიმინგის პირადი რეკორდიც მოხსნა – მათ კვირის განმავლობაში 77.49 მილიონი მოსმენა დააგროვეს. 

26 ივლისის მონაცემებით, ალბომის 13 ტრეკიდან 6 Billboard Hot 100-ში მოხვდა. კენდრიკთან ჩაწერილმა Chains & Whips-მა კი 42-ე ადგილი დაიკავა. 

როდესაც Clipse და ფარელი ამ პროექტზე მუშაობდნენ, Pusha T-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ სტერეოტიპის დამსხვრევა იყო, თითქოს ჰიპ-ჰოპი მხოლოდ „ახალგაზრდებისთვის არის“. Push-ს სურდა, ეჩვენებინა, რომ Clipse-ისეულ „მდიდრულ ქუჩის რეპს“ კვლავ შეუძლია გავლენის მოხდენა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს Gen-Z მსმენელებში მელოდიური ტრეპი და ე.წ. რეიჯ-რეპი დომინირებს.

„ყოველთვის ვაკვირდებოდი რეპსა და სხვა ჟანრებს, განსაკუთრებით როკს. არასდროს მომწონდა, რომ რეპში ასაკობრივი ზღვარი არსებობდა, სხვა ჟანრებში კი ასე არ იყო,” – განუცხადა პუშამ Billboard-ს. „პირადად ჩემთვის პრინციპის საკითხი იყო ამ სტერეოტიპის დამსხვრევა და ვფიქრობ, Clipse-ის ალბომმა ეს 1000%-ით შეძლო“. 

აგვისტოში ჯგუფმა ჩრდილოამერიკული ტურნე მოაწყო, სადაც, პუშას თქმით, მსმენელთა ასაკი 16-დან 60 წლამდე მერყეობდა. ტურნეს კულმინაცია ლოს-ანჯელესის კონცერტი იყო, როდესაც სცენაზე მოულოდნელად კენდრიკ ლამარი გამოვიდა და მათთან ერთად Chains & Whips შეასრულა.

სექტემბერში ისინი გახდნენ პირველი რეპერები, რომლებმაც ვატიკანში Grace for the World-ის კონცერტზე გამოსვლა შეძლეს. არტისტმა ძმებმა ჯონ ლეჯენდთან ერთად წმინდა მიწაზე ალბომის პირველი ტრეკი – The Birds Don’t Sing შეასრულეს. „დროა, ხალხმა გაიგოს, რომ ჰიპ-ჰოპი ყველგანაა,“ – აღნიშნა Malice-მა.

გრემის აღება Clipse-ის მიზანი ყოველთვის  იყო და აკადემიამაც მათი ნამუშევარი შესაბამისად დააფასა – Let God Sort Em Out-მა 5 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის მთავარი: „წლის ალბომი“. სხვა ნომინაციებს შორისაა: საუკეთესო რეპალბომი, საუკეთესო მუსიკალური კლიპი (So Be It), საუკეთესო რეპსიმღერა (The Birds Don’t Sing) და საუკეთესო რეპპერფორმანსი (Chains & Whips).

Clipse-მა დაამტკიცა, რომ 40 და 50 წელს გადაცილებულ რეპერებსაც კი შეუძლიათ სუპერვარსკვლავური გავლენა იქონიონ, თუკი აქვთ სათანადო უნარი, მონდომება და დისციპლინა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky - 2025 წლის 13 აგვისტო, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. გილბერტ ფლორესი/Variety

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: ახალი მუსიკა ქართველი და უცხოელი არტისტებისგან

შემდეგი სტატია

INXS-მა 1987 წელი ლოს-ანჯელესი, ტელეშოუ Top of the Pops-ში გამოსვლისას. SHERRY RAYN BARNETT/MICHAEL OCHS ARCHIVES/GETTY IMAGES

INXS, AC/DC და GANGGAJANG TRIPLE M-ის ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების სიის სათავეში არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი