Tbilisi Open Air ზამთრის ფესტივალს აანონსებს

ახალი ფესტივალი, ისევე როგორც ზაფხულის Tbilisi Open Air, ყოველწლიური იქნება.
Tbilisi Open Air 2026: Winter Edition
Altervision

Tbilisi Open Air-მა ახალი ფესტივალი – Tbilisi Open Air: Winter Edition წარადგინა, რომელიც 2026 წლის ზამთრის ბოლო და გაზაფხულის პირველ დღეს, 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, გუდაურში ჩატარდება.

ზამთრის ფესტივალი, ისევე როგორც ზაფხულის Tbilisi Open Air, ყოველწლიური იქნება. ფესტივალის პროგრამა გადანაწილებულია დღისა და ღამის მიხედვით, როგორც ღია, ისე შიდა სივრცეებში.

28 თებერვალს მუსიკალური ლაივები გაიმართება APRÈS SKI STAGE-ზე Marco Polo Gudauri-ს ღია სივრცეში. მსმენელის წინაშე წარდგებიან: MECHANICAL RAINBOW, სტეფანე და ჯგუფი BEDFORD FALLS. საფესტივალო დღეს ჰიპ-ჰოპ არტისტი REJJIE SNOW დახურავს.

ღამის მუსიკლურ პროგრამა HIDEOUT STAGE-ზე, Marco Polo Gudauri Tennis Courts-ის დახურულ სივრცეში გადაინაცვლებს. ღამის პროგრამაში არიან: BJAZZ 11 & TEMURIKO, SEVDA და HARRISON BDP.

1-ელ მარტს, ფესტივალის მეორე დღეს, აქტივობები მთაზე გადაინაცვლებს, სადაც TOA Ski Challenge – სამოყვარულო სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. შეჯიბრის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები.

Ski Challenge-ის წესებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ორგანიზატორები თებერვალში გამოაქვეყნებენ.

დაჯილდოების შემდეგ ფესტივალი Khada Hut ‘Khijina’-ს გარე სივრცეში, Free-DOM Stage-ზე გაგრძელდება, სადაც მსმენელის წინაშე ოთახი და ANNA SUÈ წარდგებიან.

Tbilisi Open Air: Winter Edition-ის ფარგლებში გაიყიდება მხოლოდ პირველი დღის, 28 თებერვლის ბილეთები. 1-ელი მარტის საფესტივალო დღეზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია.

ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

შემდეგი სტატია

დოლი პარტონი და კიტ ურბანი (ფოტო: ჯეისონ კემპინი/Getty Images)

კიტ ურბანმა დოლი პარტონს დაბადების დღე გულთბილად მიულოცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი