კიტ ურბანმა დოლი პარტონს დაბადების დღე გულთბილად მიულოცა

19 იანვარს დოლი პარტონმა 80 წლის იუბილე აღნიშნა. მომღერალს დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა კიტ ურბანმა.
დოლი პარტონი და კიტ ურბანი (ფოტო: ჯეისონ კემპინი/Getty Images)
დოლი პარტონი და კიტ ურბანი (ფოტო: ჯეისონ კემპინი/Getty Images)

ცნობილია, რომ ურბანსა და პარტონს ხანგრძლივი ურთიერთობის ისტორია აკავშირებთ. კიტ ურბანი ავსტრალიაში იზრდებოდა და დოლი პარტონის მუსიკას უკრავდა. სწორედ ამიტომ, ქანთრი მუსიკის სუპერვარსკვლავმა გადაწყვიტა, დოლისთვის სიყვარული და მადლიერება მისი 80 წლის იუბილეზე გამოეხატა.

კიტ ურბანმა 19 იანვარს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც თბილი აუდიოჩანაწერით იწყება – 10 წლის კიტი ბანჯოზე უკრავს და ასრულებს სიმღერას Applejack. ეს ტრადიციული ქანთრი კომპოზიციაა, რომელიც დოლი პარტონმა 1977 წელს დაწერა ალბომისთვის New Harvest… First Gathering.

„უბრალოდ იმის სათქმელად ვარ აქ, რომ ძალიან დიდი შთაგონება ხარ ჩემთვის უკვე დიდი ხანია, დოლი, და ღმერთო, მადლობა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ოდესმე გაგიკეთებია. მადლობა იმ სიკეთისთვის, რომელიც სამყაროს შენი გულით, ცნობისმოყვარეობით, ვნებით და წარმოუდგენელი მუსიკალური ნიჭით შეჰმატე,“ –  ამბობს კიტ ურბანი.

ვიდეოს დასასრულს კი არტისტი ამატებს:

„გისურვებ წინ კიდევ ძალიან, ძალიან, ბევრ წელს. მიყვარხარ, დოლი.“

კიტ ურბანსა და დოლი პარტონს დიდი ხანია, ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელსაც ხანდახან სახალისო იუმორისა და მსუბუქი ფლირტის ელფერიც დაჰკრავს. 2010 წელს დოლი პარტონმა, კიტ ურბანმა და ვინს გილმა ერთად შეასრულეს ჯორჯ ჯონსის კლასიკური სიმღერა He Stopped Loving Her Today. სცენაზე ურბანის წარდგენისას პარტონმა ხუმრობით აღნიშნა:

„ვიცი, რომ მისი დედა ხშირად იყო აქ და ვგრძნობდი, რომ ის, სახლიდან ასე შორს, თავს ცოტა მარტოსულად გრძნობდა. ერთხელ წერილი გავუგზავნე, სადაც ვწერდი: მე შემიძლია, შენთვის ვიყო მეორე დედა, მეორე საყვარელი ან ის და, რომელიც არასდროს გინდოდა, გყოლოდა. ამაზე პასუხი აღარ მიმიღია.“

რამდენიმე წლის შემდეგ პარტონს ჰკითხეს, ვისთან ისურვებდა დუეტის ჩაწერას, რაზეც მან დაუფიქრებლად უპასუხა – კიტ ურბანი და დაამატა:

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და თან ყველაზე სიმპათიური ადამიანია… მიყვარს მისი სიმღერების ტექსტები. უბრალოდ ძალიან საყვარელია. ის ჩემს ძმებს და მთლიანად ჩემს ოჯახს მახსენებს.“

კიტ ურბანმა ამ კომენტარზე ვიდეომიმართვით უპასუხა, სადაც Applejack-ის მცირე ფრაგმენტიც შეასრულა და დოლი პარტონს მადლობა გადაუხადა.

საბოლოოდ, არტისტებმა 2005 წელს ერთად იმუშავეს დოლი პარტონის დუეტების ალბომისთვის – Those Were the Days, რომელიც ძირითადად 1960-70-იანი წლების სიმღერების ქავერებს აერთიანებს. დუეტმა ერთად ჩაწერა კომპოზიცია The Twelfth of Never.

უნდა აღინიშნოს, რომ კიტ ურბანი, სრულიად დამსახურებულად, ქანთრი მუსიკის ლეგენდარული ქალბატონების ფავორიტი არტისტია. 2019 წელს, ლორეტა ლინის 87 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ნეშვილის Bridgestone Arena-ში გაიმართა, კიტ ურბანი სცენაზე პირდაპირ დაბადების დღის ტორტიდან ამოვიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tbilisi Open Air ზამთრის ფესტივალს აანონსებს

შემდეგი სტატია

ჰარის ჰაუსიდან ჰარის დისკომდე: ჰარი სტაილსი ახალი სიმღერითა და ალბომით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი