ბრიტნი სპირსი მადონას „ბრძენ” და „საოცრად ძლიერ” ადამიანს უწოდებს

„მადონას ვაღმერთებ. ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია,” – დაწერა სპირსმა.
ბრიტნი სპირსი და მადონა 2003 წლის MTV Video Music Awards-ზე.
ფოტო: FRANK MICELOTTA/GETTY IMAGES

ბრიტნი სპირსის და მადონას ცნობილი კოცნიდან, რომელიც აუდიტორიამ 2003 წლის MTV Video Music Awards-ზე იხილა, უკვე 23 წელი გავიდა. 18 იანვარს, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში სპირსმა გააზიარა კადრი მადონას 2003 წლის ფოტოსესიიდან, რომელიც ფოტოგრაფ სტივენ კლაინის მიერ არის გადაღებული. 

„შინაგანი მხეცი… მე მას „სულიერი ცხოველის“ გაღვიძებას ვუწოდებ. დიდი ხანია, ასე ვცხოვრობ… ველურ მხარეს სხვებზე უკეთ ვიცნობ! მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ ნიღბებს მიღმა, რომლებსაც ყოველდღე ვირგებთ, ყველანი ერთნაირები ვართ. მოწყვლადობა, სისუსტე, სიგიჟე, უდანაშაულობა… და იქვეა დაბნეულობა, დეპრესია, უდიდესი ტკივილი და ბრაზიც… საკუთარ ფიქრებში ჩაკეტვა,“ – დაწერა სპირსმა.

მთავარი, რაც მას სურდა ეთქვა, მადონასადმი მისი სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვა იყო. „ეს ფოტო ნათლად გადმოსცემს მესიჯს – ნუ გააბრაზებთ მას,“ – დაწერა ბრიტნიმ პოპვარსკვლავის შთამბეჭდავ ფოტოზე. „მადონას ვაღმერთებ. ჩემთვის ის მისაბაძი მაგალითია. ბრძენი, წარმოუდგენლად ძლიერი, ამავდროულად ნაზი და გენიალური. კიდევ ერთხელ… ნუ გააბრაზებთ მას!!!“

2026 წლის დასაწყისში სპირსმა განაცხადა, რომ აშშ-ში ტურნეებს აღარ გეგმავს. შვიდ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მან Piece of Me-ს გლობალური ტურნე დაასრულა. სპირსმა სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო არქივიდან  – კადრში ის თეთრი პიანინოს სკამზე ზის 

„წელს ამ პიანინოს ჩემს შვილს ვუგზავნი!!!“ – დაწერა მან. „აშშ-ში აღარასდროს გამოვალ სცენაზე, უკიდურესად სენსიტიური მიზეზების გამო,“ – განაცხადა სპირსმა მიზეზების დაკონკრეტების გარეშე და მიანიშნა, რომ მომავალში შესაძლოა უცხოელ გულშემატკივრებს შეხვდეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

დევიდ ბეკჰემი ვაჟის სკანდალური პოსტის შემდეგ სოციალური ქსელების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

შემდეგი სტატია

SKAZZ - Tkve.

SKAZZ-ის ახალი სინგლი Tkve.

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი