დევიდ ბეკჰემი ვაჟის სკანდალური პოსტის შემდეგ სოციალური ქსელების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს

ბრუკლინ ბეკჰემმა მშობლები მის ქორწინებაში უხეშად ჩარევაში დაადანაშაულა.
დევიდ ბეკჰემი, ვიქტორია ბეკჰემი და ბრუკლინ ბეკჰემი
JEFF SPICER/GETTY IMAGES

CNBC-ის Squawk Box-ში სტუმრობისას ფეხბურთის ლეგენდამ დიპლომატია და თავშეკავებულობა შეინარჩუნა და პირდაპირ არ შეეხო თავისი ვაჟის მიერ წინა დღეს გაკეთებულ განცხადებას. ბრუკლინ ბეკჰემმა სოციალური ქსელის მეშვეობით სკანდალური პოსტები გამოაქვეყნა, სადაც ბეკჰემების უფროსი ვაჟი მშობლებს მის ქორწინებაში ჩარევაში ადანაშაულებს. „დაუსრულებლად ცდილობენ, გაანადგურონ ჩემი ურთიერთობა, ჯერ კიდევ ქორწილის წინა პერიოდიდან მოყოლებული,” – წერს ბრუკლინი. მისი თქმით, ბეკჰემების წყვილისთვის ყველაზე მთავარი საჯარო პოპულარობა და მხარდაჭერაა.

ნაცვლად ამ განცხადებაზე პირდაპირი პასუხისა, დევიდ ბეკჰემმა აქცენტი სოციალურ მედიაზე გააკეთა. „მე მუდმივად ვსაუბრობ სოციალურ მედიასა და მის ძალაზე, როგორც კარგ, ასევე ცუდ კონტექსტში. ის შეიძლება საშიში იყოს.”

„რაც პირადად მე აღმოვაჩინე, განსაკუთრებით ჩემს შვილებთან მიმართებით: გამოიყენეთ ის მართებული მიზნებით,” – დაამატა ფეხბურთელმა და აღნიშნა, რომ ამაყობს, რომ ამ პლატფორმას თავად ისეთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მხარდასაჭერად იყენებს, როგორიცაა UNICEF. „ისინი უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ბავშვებს აქვთ შეცდომების დაშვების უფლება. სწორედ ამ გზით სწავლობენ და ამის სწავლებას ვცდილობ მე მათთვის. ხანდახან უნდა მისცე ამ შეცდომების დაშვების უფლება.”

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებს ოთხი შვილი ჰყავთ: ვაჟები ბრუკლინი, რომეო, კრუზი და ქალიშვილი ჰარპერი. 2022 წელს ბრუკლინ ბეკჰემი ნიკოლა პელცზე დაქორწინდა, რომელიც მილიარდერი ნელსონ პელცის ქალიშვილია. 

19 იანვარს, ბეკჰემების ოჯახური კონფლიქტის შესახებ გავრცელებული ჭორებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბრუკლინმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რადგან ჩემი მშობლები და მათი გუნდი კვლავ განაგრძობენ პრესასთან კონტაქტს, სხვა გზა აღარ მრჩება, გარდა იმისა, რომ ვისაუბრო ჩემი სახელით და ნათელი მოვფინო მხოლოდ რამდენიმეს იმ ტყუილებს შორის, რომლებიც იბეჭდება.” 

ბრუკლინი ამბობს, რომ დევიდი და ვიქტორია მთელი ცხოვრებაა, პრესაში მათი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ნარატივებს დადგმული სოციალური მედიის პოსტებით, ოჯახური ღონისძიებებითა და არარეალური ურთიერთობების მეშვეობით აკონტროლებენ. მან დაადანაშაულა საკუთარი დედა, რომელიც, მისი თქმით, ნიკოლას საქორწინო კაბის შექმნას შეჰპირდა, ბოლო წამს კი პირობა არ შეასრულა. ასევე იმაში, რომ ის მუდმივად პატიჟებდა სახლში ბრუკლინის ყოფილ მეგობარ გოგონებს. ბეკჰემების უფროსი ვაჟი წერს, რომ ვიქტორიამ სრულიად შეუფერებლად იცეკვა მათ ქორწილში ყველას თანდასწრებით მაშინ, როცა ბრუკლინსა და თავის მეუღლეს წესით რომანტიკული ცეკვა უნდა შეესრულებინათ.

„მე არ მსურს ოჯახთან შერიგება,” – წერს ბრუკლინი. „ამჯერად მე არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობ ჩემი სახელით.”

ფანებმა ჯერ კიდევ დეკემბერში შენიშნეს, რომ დევიდმა და ვიქტორიამ უფროს ვაჟს ინსტაგრამზე გამოწერა გაუუქმეს, რის შემდეგაც კრუზმა დაწერა: „დედაჩეი და მამაჩემი არასდროს გაუუქმებდნენ გამოწერას საკუთარ შვილს. მოდი, ფაქტები სწორად შევაფასოთ. მათ გაიღვიძეს და ნახეს, რომ დაბლოკილები იყვნენ… ისევე, როგორც მე.”

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებს გასართობ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი აქვთ. დევიდს კარიერაში პრემიერ ლიგის ექვსი, ინგლისის ასოციაციის ორი და ჩემპიონთა ლიგის ერთი თასი აქვს მოგებული. რაც შეეხება ვიქტორიას, ამჟამად ის საკუთარი სახელობის მოდისა და სილამაზის ბრენდებს ფლობს. ხოლო როგორც Spice Girls-ის წევრს, მას Billboard 200-ის ოთხი ალბომი და Billboard Hot 100-ის რვა ჰიტი აქვს, მათ შორისაა ჩარტის ოთხკვირიანი ლიდერი სიმღერა Wannabe.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერი ჯეი ბლაიჯის თქმით, მისი და Jay-Z-ის ერთობლივი ნამუშევარი წარსულში მათი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელდა

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი მადონას „ბრძენ” და „საოცრად ძლიერ” ადამიანს უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩვენ ახლახან რეკორდი მოვხსენით” – კანიე უესტის განცხადებით, სტამბოლში მის კონცერტს 118 000 ადამიანი დაესწრო

სტამბოლის კონცერტი უესტის პირველი ევროპული ტურნეს გამხსნელი შოუა ბოლო 11 წლის განმავლობაში.
მეტი

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მეტი

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კონცერტზე თავდასხმის გეგმა ჩაიშალა, თუმცა ავსტრიის ხელისუფლებამ 2024 წლის აგვისტოში სვიფტის სამივე გამოსვლა მაინც გააუქმა.
მეტი
არიანა გრანდე Courtesy of Republic Records

კვირის მუსიკალური გზამკვლევი – არიანა გრანდე, Labrinth, aespa და სხვები

გაეცანით კვირის მთავარ მუსიკალურ რელიზებს. Billboard-ის მუსიკალური გზამკვლევი ყოველკვირეულად გთავაზობთ ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებს.
მეტი

მურმან წულაძის ახალი EP  – Firma

ახალი ჩანაწერი მელანქოლიური და ნოსტალგიური განწყობის მატარებელია, - არტისტი დასავლეთ ევროპაში გატარებულ გამოცდილებასა და საკუთარ სენსიტიურ მხარეს ავლენს.
მეტი