2026 წლის გრემის კვირეულის ფარგლებში Spotify-ს Best New Artist-ის წვეულება გაიმართება

Best New Artist-ის ნომინანტთა შორის არიან: ედისონ რეი, ალექს უორენი, KATSEYE, ლეონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, sombr, The Marías.
Katseye
SACHA LECCA/ROLLING STONE

2026 წელს Spotify-ს ყოველწლიური Best New Artist-ის წვეულება გრემის ფარგლებში ბრუნდება. ლოს-ანჯელესში მიმდინარე ხანძრების გამო, ღონისძიება 2025 წელს გაუქმდა, ისევე როგორც Spotify-ს ყველა სხვა აქტივობა. კომპანიამ ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა ლოს-ანჯელესის ხანძრებით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღო.

წელს ღონისძიება დიდი მასშტაბით ბრუნდება: 21 იანვარს Spotify-მ განაცხადა, რომ Best New Artist-ის კატეგორიის რვავე ნომინანტი წვეულებაზე მუსიკალური ნომრებით წარდგება. წვეულება 29 იანვარს გაიმართება.

„ამ ღონისძიებას უამრავი ფორმატი ჰქონია,“ – თქვა Billboard-ისთვის მიცემულ კომენტარში Spotify-ს მუსიკალური პარტნიორობებისა და აუდიტორიის გლობალურმა ხელმძღვანელმა ჯო ჰედლიმ. „თუმცა მისი იდეა ყოველთვის უცვლელი იყო – ეს არის არტისტების მხარდაჭერა მათი კარიერის გადამწყვეტ მომენტში.“

მისივე თქმით, „წელს მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვან კვირაში სრულფასოვანი, ცოცხალი ღონისძიებით დაბრუნება სიმტკიცის გამოხატულებაა. ვისწავლეთ, როგორ ვიყოთ მოქნილები, როგორ შევიცვალოთ მიმართულება და მაინც შევინარჩუნოთ მნიშვნელობა ნებისმიერ გარემოებაში. ერთ სივრცეში დაბრუნება და ახალი თაობის არტისტების ასე მასშტაბურად მხარდაჭერა განსაკუთრებულად ემოციურია.“

2026 წლის Best New Artist-ის ნომინანტთა შორის არიან: ედისონ რეი, ალექს უორენი, KATSEYE, ლეონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, sombr, The Marías. რვავე არტისტი ასევე გამოვა გრემის დაჯილდოების პირდაპირ ეთერში, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართება.

Spotify-მ Best New Artist-ის გრემის წვეულებას პირველად 2017 წელს უმასპინძლა. მაშინ სადებიუტო ღონისძიებაზე მხოლოდ ორი ნომინანტი გამოვიდა – The Chainsmokers და მარენ 

„Best New Artist-ის ნომინანტები ყველაზე დაკავებულ არტისტებს შორის არიან. მოლაპარაკებები  ჩვეულზე ბევრად ადრე დავიწყეთ და თითოეული მათგანის საჭიროებებს ყურადღებით მოვუსმინეთ,” – აღნიშნა Spotify-ს წარმომადგენელმა. 

მისივე თქმით, წვეულებას უკვე დამკვიდრებული რეპუტაცია აქვს და არტისტებიც სიხარულით ელიან. ჰედლის თქმით, კომპანიაში მუშაობის პერიოდში განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო 2024 წლის წვეულება, რომელზეც Ice Spice გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SKAZZ - Tkve.

SKAZZ-ის ახალი სინგლი Tkve.

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსმა პარიზის მოდის კვირეულზე Pusha T-ის, A$AP Rocky-ს და სხვა არტისტების აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციები წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი