ჰარი სტაილსმა ახალი სინგლი გამოსცა

Aperture არტისტის მომავალი ალბომის Kiss All the Time. Disco, Occasionally წამყვანი სინგლია.
ჰარი სტაილსი
JOHNNY DUFORT

ჰარი სტაილსის მუსიკა და ფანები ერთმანეთისგან განუყოფლები არიან. წლების განმავლობაში კი პირველად, ახალი სიმღერის, Aperture-ის გამოშვებით, ისინი, როგორც იქნა, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

სიმღერა არტისტის მომავალ სოლო ალბომამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოვიდა და ის სტაილსის ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს – ეპოქისა, რომელიც რომანტიკით, ცეკვითა და ფანტაზიით ხასიათდება. ამ გზას One Direction-ის ყოფილი წევრი იანვრის დასაწყისში დაადგა, როცა პლატფორმა WeBelongTogether.co ჩაუშვა.

ვებგვერდი წინ უსწრებდა 15 იანვარს Kiss All the Time. Disco, Occasionally-ს დაანონსებას. მაშინ სტაილსმა ინსტაგრამზე ალბომის გამოცემის თარიღი (6 მარტი) გაამხილა და მისი ყდა გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე ფანებმა ჩანაწერის შესახებ ბევრი არაფერი იციან, გარდა იმისა, რომ მოიცავს 12 სიმღერას, რომლებზეც Kid Harpoon-მა იმუშავა. Aperture კი პირველი მინიშნებაა, თუ რას უნდა ელოდონ ალბომისა და სტაილსის შემოქმედების შემდეგი ეტაპისგან. 

Kiss All the Time. Disco, Occasionally-ს გამოსვლიდან ორი თვის შემდეგ სტაილსი შვიდ სხვადასხვა ქალაქში რეზიდენციებს გეგმავს. პროექტი 16 მაისს ამსტერდამის ხუთი კონცერტით დაიწყება. ლონდონის, სან-პაულოსა და მეხიკოს შემდეგ კი მომღერალი ნიუ-იორკში 30 შოუს გამართავს. ტურნე ნოემბერ-დეკემბერში ავსტრალიაში დასრულდება. 

სტაილსმა ბოლო ალბომი 2022 წელს გამოსცა. Harry’s House-მა ორი კვირა გაატარა Billboard 200-ის ლიდერ პოზიციაზე და მოიგო წლის ალბომის ნომინაცია 2023 წლის გრემიზე. ალბომში შედის Billboard Hot 100-ის 15-კვირიანი ლიდერი სიმღერა As It Was.

მოუსმინეთ Aperture-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

შემდეგი სტატია

Bad Bunny, Tití Me Preguntó Courtesy Photo

Bad Bunny-ს სიმღერამ Tití Me Preguntó YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი