ფილმმა Sinners 22 იანვარს ოსკარის 16 ნომინაცია მიიღო, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა და ოსკარის ისტორიაში ყველაზე მეტ ნომინაციაზე წარდგენილი ფილმი გახდა. Sinners-მა გადაასწრო ისეთ ლეგენდარულ ფილმებს, როგორებიცაა All About Eve, Titanic და La La Land, სადაც თითოეულს 14 ნომინაცია ჰქონდა.
ნომინაციების რაოდენობით წელს მეორე ადგილზე გავიდა One Battle After Another 13 ნომინაციით, მას კი მოსდევს Frankenstein, Marty Supreme და Sentimental Value 9-9 ნომინაციებით.
მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ კომპოზიტორმა დაიან უორენმა ახალი ისტორია დაწერა, მან საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ზედიზედ მეცხრე ნომინაცია მიიღო, ასეთი შედეგი კი აქამდე არცერთ ავტორს არ ჰქონია. დაიანი ნომინირებულია სიმღერით Dear Me, დოკუმენტური ფილმიდან Diane Warren: Relentless. ამით უორენმა სემი კანის რეკორდი გააუმჯობესა (ზედიზედ რვა ნომინაცია 1954–1961 წლებში). საერთო ჯამში კი, ეს მისი მე-17-ე ნომინაციაა ამ კატეგორიაში, რითაც სიაში მესამე ადგილზეა სემი კანის (26) და ჯონი მერსერის (18) შემდეგ.
დაიან უორენის სიმღერა ერთადერთი არ არის, რომელიც დოკუმენტური ფილმიდანაა ნომინირებული: სიაში მოხვდა ასევე Sweet Dreams of Joy ფილმიდან Viva Verdi!. ეს უკვე მე-10 და მე-11 შემთხვევაა, როცა დოკუმენტური ფილმის სიმღერები საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში არიან წარდგენილნი.
ოსკარზე ნომინირებულია ასევე Golden ფილმიდან KPop Demon Hunters, რომელმაც მანამდე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ჯილდო Critics Choice Awards-სა და Golden Globes-ზე მოიგო. ამავე კატეგორიაში ნომინირებულია ლუდვიგ გიორანსონის მუსიკა ფილმისთვის Sinners, რომელმაც ასევე ორივე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა. ეს ოსკარზე გიორანსონის მესამე ნომინაციაა საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის. მანამდე კი მან გამარჯვება Black Panther-ისა და Oppenheimer-ისთვის მოიპოვა.
Golden პირველი სიმღერაა ჯასტინ ტიმბერლეიკის Can’t Stop the Feeling!-ის შემდეგ (2017) შემდეგ, რომელმაც Billboard Hot 100-ის პირველი ადგილი დაიკავა და მოგვიანებით ოსკარის ნომინაციაც მიიღო. Golden-ს შვიდი ავტორი ჰყავს, თუმცა აკადემიის წესების მიხედვით, გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ ერთი ჯილდო გაიცემა, რომელიც ავტორებმა უნდა გაინაწილონ.
Radiohead-ის წევრი ჯონი გრინვუდი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის ფილმ One Battle After Another-ისთვის არის ნომინირებული. ეს მისი მესამე ნომინაციაა ამ კატეგორიაში.
ალექსანდრ დესპლა კი Frankenstein-ისთვის მიღებული მე-12 ნომინაციით ჰანს ციმერთან ერთად მესამე ადგილზეა ამ პერიოდში მოღვაწე კომპოზიტორებს შორის.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წელს ორი არაინგლისურენოვანი ნამუშევარია ნომინირებული: ბრაზილიური The Secret Agent და ნორვეგიული Sentimental Value. უკვე მესამე წელია, რაც საუკეთესო ფილმის ნომინაციებში ორი საერთაშორისო პროექტი ხვდება.
რეკორდულია ასევე მსახიობთა კატეგორიები: წელს ოთხი არაინგლისურენოვანი შესრულებაა ნომინირებული, რაც ისტორიაში უპრეცედენტოა. ამასთან, ამ ეტაპზე 74 ქალია ნომინირებული, რაც კიდევ ერთი ახალი რეკორდია.
98-ე ოსკარის დაჯილდოება პირდაპირ ეთერში 15 მარტს, ABC-ის ეთერით გადაიცემა. ღონისძიებას ზედიზედ მეორედ კონან ო’ბრაიენი წარუძღვება, ხოლო ცერემონია კვლავ Dolby Theatre-ში, ჰოლივუდში გაიმართება.
ნახეთ ოსკარის 98-ე დაჯილდოების ცერემონიის ნომინანტთა სრული სია | მუსიკალური კატეგორიები
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა
Bugonia (Focus Features) – ჯერსკინ ფენდრიქსი
Frankenstein (Netflix) – ალექსანდრ დესპლა
Hamnet (Focus Features) – მაქს რიხტერი
One Battle After Another (Warner Bros.) -ჯონი გრინვუდი
Sinners (Warner Bros.) – ლუდვიგ გორანსონი
საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
Dear Me – ფილმიდან Diane Warren: Relentless (MasterClass / Greenwich Entertainment)
მუსიკა და ტექსტი: დაიან უორენი
Golden – ფილმიდან KPop Demon Hunters (Netflix)
მუსიკა და ტექსტი: EJAE, Mark Sonnenblick, Joong Gyu Kwak, Yu Han Lee, Hee Dong Nam, Jeong Hoon Seon და~Teddy Park
I Lied to You – ფილმიდან Sinners (Warner Bros.)
მუსიკა და ტექსტი: რაფაელ საადიქი და ლუდვიგ გორანსონი
Sweet Dreams of Joy – ფილმიდან Viva Verdi!
მუსიკა და ტექსტი: ნიკოლას პაიკი
Train Dreams – ფილმიდან Train Dreams (Netflix)
მუსიკა: ნიკ კეივი და ბრაის დესნერი
ტექსტი: ნიკ კეივი
საუკეთესო ფილმი
Bugonia – (Focus Features) – პროდიუსერები: ედ გინი, ენდრიუ ლოუ, იორგოს ლანთიმოსი, ემა სტოუნი, ლარს კნუდსენი
F1 – (Apple) – პროდიუსერები: ჩად ომანი, ბრედ პიტი, დიდი გარდნერი, ჯერემი კლაინერი, ჯოზეფ კოსინსკი, ჯერი ბრუკჰაიმერი
Frankenstein – (Netflix) – პროდიუსერები: გილერმო დელ ტორო, ჯეი მაილს დეილი, სკოტ სტუბერი
Hamnet – (Focus Features) – პროდიუსერები: ლიზა მარშალი, პიპა ჰარისი, ნიკოლას გონდა, სტივენ სპილბერგი, სემ მენდესი
Marty Supreme – (A24) – პროდიუსერები: ელი ბუში, რონალდ ბრონსტინი, ჯოშ საფდი, ენტონი კატაგასი, ტიმოთი შალამე
One Battle After Another – (Warner Bros.) – პროდიუსერები: ადამ სომნერი, სარა მერფი, პოლ თომას ანდერსონი
The Secret Agent – (Neon) – პროდიუსერი: ემილი ლესკლაუ
Sentimental Value – (Neon) – პროდიუსერები: მარია ეკერჰოვდი, ანდრეა ბერენტსენ ოტმარი
Sinners – (Warner Bros.) – ზინზი კუგლერი, სევ ოჰანიანი, რაიან კუგლერი
Train Dreams – (Netflix) – მარიზა მაკმაჰონი, ტედი შვარცმანი, უილ ჯანოვიცი, ეშლი შლაიფერი, მაიკლ ჰაიმლერი
სამსახიობო კატეგორიები
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი
ტიმოთი შალამე – Marty Supreme (A24)
ლეონარდო დიკაპრიო – One Battle After Another (Warner Bros.)
ეთან ჰოუკი – Blue Moon (Sony Pictures Classics)
მაიკლ ბი. ჯორდანი – Sinners (Warner Bros.)
ვაგნერ მოურა – The Secret Agent (Neon)
საუკეთესო მსახიობი ქალი
ჯესი ბაკლი – Hamnet (Focus Features)
როუზ ბირნი – If I Had Legs I’d Kick You (A24)
ქეით ჰადსონი – Song Sung Blue (Focus Features)
რენატე რეინსვე – Sentimental Value (Neon)
ემა სტოუნი – Bugonia (Focus Features)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი
ბენისიო დელ ტორო – One Battle After Another (Warner Bros.)
ჯეიკობ ელორდი – Frankenstein (Netflix)
დელროი ლინდო – Sinners (Warner Bros.)
შონ პენი – One Battle After Another (Warner Bros.)
სტელან სკარსგორდი – Sentimental Value (Neon)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ელ ფენინგი – Sentimental Value (Neon)
ინგა იბსდოტერ ლილეასი – Sentimental Value (Neon)
ემი მედიგანი – Weapons (Warner Bros.)
ვუნმი მოსაკუ – Sinners (Warner Bros.)
ტეიანა ტეილორი – One Battle After Another (Warner Bros.)
რეჟისურა და სცენარი
საუკეთესო რეჟისურა
ქლოე ჟაო – Hamnet (Focus Features)
ჯოშ საფდი – Marty Supreme (A24)
პოლ თომას ანდერსონი – One Battle After Another (Warner Bros.)
იოაკიმ ტრიერი – Sentimental Value (Neon)
რაიან კუგლერი – Sinners (Warner Bros.)
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
უილ ტრეისი – Bugonia (Focus Features)
გილერმო დელ ტორო – Frankenstein (Netflix)
ქლოე ჟაო, მეგი ო’ფერელი – Hamnet (Focus Features)
პოლ თომას ანდერსონი – One Battle After Another (Warner Bros.)
კლინტ ბენტლი, გრეგ კვედარი – Train Dreams (Netflix)
საუკეთესო ორიგინალური სცენარი
რობერტ კაპლოუ – Blue Moon (Sony Pictures Classics)
ჯაფარ პანაჰი – It Was Just an Accident (Neon)
(სცენარის თანაავტორები: ნადერ საივარი, შადმეჰრ რასტინი, მეჰდი მაჰმუდიანი)
რონალდ ბრონსტეინი, ჯოშ საფდი – Marty Supreme (A24)
ესკილ ვოგტი, იოაკიმ ტრიერი – Sentimental Value (Neon)
რაიან კუგლერი – Sinners (Warner Bros.)
სხვა კატეგორიები
წლის საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი
Arco (Neon) – უგო ბიენვენიუ, ფელიქს დე ჟივრი, სოფი მასი და ნატალი პორტმანი
Elio (Walt Disney) – მადელინ შარაფიანი, დომი ში, ედრიან მოლინა და მერი ელის დრამი
KPop Demon Hunters (Netflix) – მეგი კანგი, კრის აპელჰანსი და მიშელ ლ. მ. ვონგი
Little Amélie or the Character of Rain (GKIDS) – მაილის ვალადე, ლიან-ჩო ჰანი, ნიდია სანტიაგო და ანრი მაგალონი
Zootopia 2 (Walt Disney) – ჯარედ ბუში, ბაირონ ჰოვარდი და ივეტ მერინო
საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
Butterfly (Sacrebleu Productions) – ფლორენს მიაილი და რონ დიენსი
Forevergreen – ნეითან ენგელჰარდტი და ჯერემი სპირსი
The Girl Who Cried Pearls (კანადის ეროვნული კინოსაბჭო) – კრის ლავისი და მაჩეკ შჩერბოვსკი
Retirement Plan – ჯონ კელი და ენდრიუ ფრიდმანი
The Three Sisters (Polydont Films / Rymanco Ventures) კონსტანტინ ბრონზიტი
საუკეთესო ქასთი
Hamnet (Focus Features) – ნინა გოლდი
Marty Supreme (A24) – ჯენიფერ ვენდიტი
One Battle After Another (Warner Bros.) – კასანდრა კულუკუნდიზი
The Secret Agent (Neon) – გაბრიელ დომინგესი
Sinners (Warner Bros.) – ფრანსინ მეისლერი
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
Frankenstein (Netflix) – დენ ლაუსტსენი
Marty Supreme (A24) – დარიუს კონდჟი
One Battle After Another (Warner Bros.) – მაიკლ ბაუმანი
Sinners (Warner Bros.) – აუტამ დიურალდ არკაპაუ
Train Dreams (Netflix) – ადოლფო ველოზო
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი
Avatar: Fire and Ash (Walt Disney) – დებორა ლ. სკოტი
Frankenstein (Netflix) – კეიტ ჰოული
Hamnet (Focus Features) – მალგოშა ტურჟანსკა
Marty Supreme (A24) – მიაკო ბელიცი
Sinners (Warner Bros.) – რუთ ე. კარტერი
საუკეთესო დოკუმენტური სრულმეტრაჟიანი ფილმი
The Alabama Solution (HBO Documentary Films) – ენდრიუ ჯარეკი, შარლოტ კაუფმანი
Come See Me in the Good Light (Apple) – რაიან უაიტი, ჯესიკა ჰარგრეივი, ტიგ ნოტარო, სტეფ უილენი
Cutting Through Rocks – სარა ხაქი და მოჰამადრეზა ეინი
Mr. Nobody Against Putin (PINK) – (ნომინანტები მოგვიანებით დასახელდება)
The Perfect Neighbor (Netflix) – გიტა განდბირი, ალისა პეინი, ნიკონ კვანტუ, სემ ბისბი
საუკეთესო დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი
All the Empty Rooms (Netflix) – ჯოშუა სეფტელი, კონალ ჯონსი
Armed Only With a Camera: The Life and Death of Brent Renaud (HBO) – კრეიგ რენო, ხუან არედონდო
Children No More: Were and Are Gone (Sky) – ჰილა მედალია, შილა ნევინსი
The Devil Is Busy (HBO) – კრისტალინ ჰემპტონი, გიტა განდბირი
Perfectly a Strangeness – ელისონ მაკალპინი
საუკეთესო მონტაჟი
F1 (Apple) – სტივენ მირიონე
Marty Supreme (A24) – რონალდ ბრონსტეინი, ჯოშ საფდი
One Battle After Another (Warner Bros.) – ენდი იურგენსენი
Sentimental Value (Neon) – ოლივიე ბიუგ კუტე
Sinners (Warner Bros.) – მაიკლ პ. შოუვერი
წლის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი
The Secret Agent – ბრაზილია
It Was Just an Accident – საფრანგეთი
Sentimental Value – ნორვეგია
Sirāt – ესპანეთი
The Voice of Hind Rajab – ტუნისი
საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
Butcher’s Stain – მეიერ ლევინსონ-ბლაუნტი, ორონ კასპი
A Friend of Dorothy – ლი ნაითი, ჯეიმს დინი
Jane Austen’s Period Drama – ჯულია აქსი, სტივ პინდერი
The Singers (Netflix) – სემ ა. დევისი, ჯეკ პიატი
Two People Exchanging Saliva – ალექსანდრ სინგი, ნატალი მუსტიატა
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
Frankenstein (Netflix) – მაიკ ჰილი, ჯორდან სამუელი, კლიონა ფიური
Kokuho (GKIDS) – კიოკო ტოიოკავა, ნაომი ჰიბინო, ტადაში ნიშიმაცუ
Sinners (Warner Bros.) – კენ დიასი, მაიკ ფონტეინი, შუნიკა ტერი
The Smashing Machine (A24) – კაზუ ჰირო, გლენ გრიფინი, ბიორნ რეჰბაინი
The Ugly Stepsister – თომას ფოლდბერგი, ანე კათრინე ზაუერბერგი
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
Frankenstein (Netflix) – თამარა დევერელი; დეკორაცია: შეინ ვიო
Hamnet (Focus Features) – ფიონა კრომბი; დეკორაცია: ელის ფელტონი
Marty Supreme (A24) – ჯეკ ფისკი; დეკორაცია: ადამ უილისი
One Battle After Another (Warner Bros.) – ფლორენსია მარტინი; ენტონი კარლინო
Sinners (Warner Bros.) – ჰანა ბიჩლერი; მონიკ შამპანი
საუკეთესო გახმოვანება
F1 (Apple)
Frankenstein (Netflix)
One Battle After Another (Warner Bros.)
Sinners (Warner Bros.)
Sirāt (Neon)
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
Avatar: Fire and Ash (Walt Disney)
F1 (Apple)
Jurassic World Rebirth (Universal)
The Lost Bus (Apple)
Sinners (Warner Bros.)