პერის ჰილტონი იმ „სისასტიკეს” იხსენებს, რომლის წინაშეც 2004 წელს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გაჟონვის შემდეგ დადგა

ვარსკვლავი ახლა სხვა მსხვერპლთა უფლებებისთვისა და Defiance Act-ის კანონად ქცევისთვის იბრძვის.
პერის ჰილტონი პრესკონფერენციაზე
HEATHER DIEHL/GETTY IMAGES

19 წლის ასაკში პერის ჰილტონის ინტიმური ვიდეო მისი ნებართვის გარეშე გავრცელდა. დღეს კი ვარსკვლავი მაშინდელი გამოცდილებიდან მიღებულ ტკივილს იმისთვის იყენებს, რომ კონგრესში Defiance Act იქნას მიღებული.

22 იანვარს ჰილტონმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ნიუ-იორკის ოფიციალურ წარმომადგენელ ალექსანდრია ოკასიო-კორტესთან ერთად და მხარი დაუჭირა კანონდებლობას, რომელიც აწესებს სამოქალაქო სარჩელის შეტანის უფლებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ე.წ. არასანქცირებული დიპფეიქის მსხვერპლები გახდნენ, რაც ასახავს ინტიმურ ქმედებებს ან სიშიშვლეს. 

„მე ვარ პერის ჰილტონი – ქალი, ცოლი, დედა და გადარჩენილი – და ის, როგორც მე მომექცნენ, არასწორია,” – ამბობს ჰილტონი ვიდეოში, რომელიც თავადვე გამოაქვეყნა „ტიკტოკზე”. „მე განვაგრძობ სიმართლის თქმას, რათა დავიცვა თითოეული ქალი, თითოეული გოგონა და თითოეული გადარჩენილი ადამიანი ახლა და მომავალში.”

თავის წიგნში Paris: The Memoir ჰილტონმა დეტალურად ისაუბრა იმ ტრავმაზე, რომელიც ინტიმური ჩანაწერების განჟონვის შედეგად მიადგა. მისი თქმით, ჩანაწერის გაკეთება მაშინდელმა მეგობარმა ბიჭმა რიკ სალომონმა აიძულა. სალომონი იმ დროს 32 წლის იყო, ჰილტონი – 19-ის. „ადამიანები ამას სკანდალს ეძახდნენ. ეს არ იყო სკანდალი. ეს ძალადობა იყო.”

„იმ დროს არ არსებობდა კანონი, რომელიც დამიცავდა,” – დაამატა მან. „სიტყვებიც კი არ არსებობდა იმის აღსაწერად, რაც მე გამიკეთეს. ინტერნეტი ჯერ კიდევ სიახლე იყო, ისევე, როგორც ის სისასტიკე, რომელიც მასთან ერთად მოვიდა.”

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყალბი, რეალისტური პორნოგრაფიული მასალების შექმნის სფრთხე მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ პრობლემათაგან, რომლებიც ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აწუხებთ. 2024 წელს Defiance Act უკვე მიღებულია სენატში.

ჰილტონმა საკუთარი პლატფორმა მანამდე სხვა საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერადაც გამოიყენა – Stop Institutional Child Abuse Act, რომელიც 2024 წლის დეკემბერში კანონად იქცა. პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ხალხი სათანადოდ ვერ აფასებს, რამდენად ეფექტიანია პერის ჰილტონი თავისი ადვოკატირებით. ის არა მხოლოდ საჯაროდ უჭერს მხარს გადარჩენილებს, არამედ ეკრანს მიღმაც ძალიან ძლიერ და მტკიცე საქმიანობას ეწევა.”

ნახეთ პერის ჰილტონის ვიდეო:

@parishilton When I was 19, a private video of me was shared without my consent — and there were no laws to protect me. What people called a “scandal” was actually abuse, and it’s something survivors are still facing today. That’s why today, I spoke on Capitol Hill with @Alexandria Ocasio-Cortez and #LaurelLee about the DEFIANCE Act 🏛️🩷 This bipartisan bill strengthens legal protections for survivors of AI-generated explicit deepfakes giving people real options to fight back and seek justice when intimate images are shared without consent. Proud to use my voice on this issue and stand up for women and girls everywhere 💗 #DEFIANCEAct ♬ original sound – ParisHilton
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რა მოხდა ბრუკლინ ბეკჰემის ქორწილში დედა-შვილს შორის – დიჯეის განმარტება

შემდეგი სტატია

Charli XCX - The Moment ფილმის პრემიერა, სანდენსის კინოფესტივალი. 2026 წლის 23 იანვარი, პარკ სიტი / იუტა. Dia Dipasupil/Getty Images

Charli XCX 2026 წლის სანდენსის კინოფესტივალზე სამსახიობო კარიერასა და მისი ალბომის, Brat-ის ეპოქის დასასრულზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი