Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – საბრინა კარპენტერი

2024 წლის შთამბეჭდავი წარმატების შემდეგ, საბრინა კარპენტერი 2025 წელსაც პოპ სუპერვარსკვლავის სტატუსს ფლობდა.
საბრინა კარპენტერი Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტების პროექტისთვის.
ფოტო: PRESS PHOTO / BRYCE ANDERSON

პროექტ „2025 წლის საუკეთესო პოპარტისტების” ფარგლებში Billboard ორი კვირის განმავლობაში დაასახელებს 2025 წლის 10 უდიდეს პოპ ვარსკვლავს რედაქციის არჩევანის მიხედვით. გასულ კვირას უკვე გამოქვეყნდა 2025 წლის „საპატიო აღნიშვნა”, ასევე „წლის დებიუტანტი“ და „წლის დაბრუნება“. ახლა კი სიაში მე-5 ადგილს ვუახლოვდებით – ათწლეულის ერთ-ერთ განმსაზღვრელ პოპვარსკვლავს: საბრინა კარპენტერს.

როგორც თავადაც ამბობს, საბრინა კარპენტერი “დაკავებული ქალია” და თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა მის სუპერვარსკვლავურ პროდუქტიულობაში, 2025 წელს ეს ეჭვები საბოლოოდ გაიფანტა. 2024 წელს Short n’ Sweet-ის ტრეკებით ჩარტებში დომინირების შემდეგ, თითქოს უკვე ყველაფერი გააკეთა, რაც ფანებს შეიძლებოდა ესურვათ. თუმცა 2025-ში მან მოლოდინებს გადააჭარბა და თავისი კარიერის ზენიტის გლობალური დომინაცია გააგრძელა.

წელი საბრინასთვის შედარებით მშვიდად დაიწყო. 2024 წლის ნოემბერში, Short n’ Sweet Tour-ის ამერიკული ეტაპის დასრულების შემდეგ, მან თითქოს პაუზა აიღო. თუმცა სინამდვილეში ორი დიდი მომენტისთვის ემზადებოდა: გრემის დაჯილდოებისთვის და Short n’ Sweet (Deluxe)-ის გამოცხადებისთვის.  2025 წლის გრემიზე, კარპენტერმა Espresso-ს და Please Please Please-ის შთამბეჭდავი მიქსი შეასრულა და ორი ჯილდო მიიღო – „საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისათვის“ და „საუკეთესო პოპვოკალური ალბომისთვის“. დელუქს-ვერსიის ანონსი ცერემონიიდან ორი დღის შემდეგ გააკეთა, როგორც თავად თქვა, ეს იყო მადლობის ნიშანი ამ ალბომისთვის მიღებული ორი გრემის გამო. 

დელუქს-ვერსია 14 თებერვალს გამოვიდა და Short n’ Sweet-ის სამყაროს ხუთი სიმღერა შემატა: ოთხი სრულიად ახალი ტრეკი – 15 Minutes, Couldn’t Make It Any Harder, Busy Woman და Bad Reviews და Hot 100-ის ლიდერი სიმღერის – Please Please Please-ის ახალი ვერსია, ლეგენდარული დოლი პარტონის მონაწილეობით. ოთხივე ახალი ტრეკი Billboard Hot 100-ში მოხვდა. თვე მან ტურის გაფართოებით და კიდევ ერთი ცოცხალი გამოსვლით დაასრულა – კარპენტერი SNL50: The Anniversary Special-ზე წარდგა, სადაც პოლ საიმონთან ერთად Homeward Bound შეასრულა.

მარტის დიდი მოვლენები Short n’ Sweet-ის ტურის ევროპის ნაწილი და Taste აღმოჩნდა. ყველაფერი Brit Awards-ით დაიწყო, სადაც კარპენტერმა გლობალური წარმატების ჯილდო მიიღო. 3 მარტიდან 3 აპრილამდე ის ევროპის ყველაზე დიდ და საკულტო დარბაზებში გამოვიდა – მათ შორის ლონდონის The O2-სა და პარიზის Accor Arena-ზე. 

არტისტი Fortnite-ის Season 8 Music Pass-ის სახეც გახდა, რაც ფანებს საშუალებას აძლევდა, თამაშის საუნდტრეკად მისი სიმღერები გამოეყენებინათ და მისი სტილის ხელწერად ქცეული გულის ფორმის ამოჭრილი კორსეტით მოთამაშის ვიზუალიც აერჩიათ. ეს კოლაბორაცია თამაშის მოყვარულებმა დადებითად მიიღეს, თუმცა Met Gala-ზე მის გამოჩენას ერთსულოვანი რეაქცია არ მოჰყოლია. Louis Vuitton-ის კოსტიუმმა, რომელიც ფარელ უილიამსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შეიქმნა, კრიტიკა დაიმსახურა. 

როცა ფანებს ეგონათ, რომ Short n’ Sweet-ის ეპოქა დასრულდა, 6 ივნისს კარპენტერი Primavera Sound-ის ფესტივალზე ჰედლაინერის სტატუსით გამოჩნდა. 8 ივნისს კი ახალი ეტაპი დაიწყო სინგლით – Manchild. ტრეკმა Hot 100-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. სიმღერაზე არტისტმა 80-იანებით შთაგონებული კლიპიც გადაიღო. 

ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტის დებიუტის შემდეგ, კარპენტერმა ივნისშივე დააანონსა ახალი ალბომი Man’s Best Friend, რომლის გამოსვლაც ორ თვეში იგეგმებოდა. ინტერნეტში ამ ანონსს მალევე მოჰყვა დებატები – არა მუსიკის, არამედ ალბომის ყდის გამო. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, სკანდალის პირობებში ალბომის მიმართ ინტერესი მაქსიმუმამდე გაიზარდა.

აგვისტოში Man’s Best Friend გამოვიდა. 12-ტრეკიანი პოპალბომი კარპენტერის რთულ რომანტიკულ გამოცდილებებს ასახავს. ალბომის შექმნისას მან ჯეკ ანტონოფთან, ჯონ რაიანთან და ემი ალენთან ითანამშრომლა. ალბომი Billboard 200-ში 366 000 ეკვივალენტური ერთეულით პირველ ადგილზე დებიუტით მოხვდა. 12 სიმღერა ასევე ერთდროულად მოხვდა Hot 100-ის ტოპ 40-ში.

წლის ბოლო კვარტალში კარპენტერი ყველგან ჩანდა: Nardwuar-თან ინტერვიუში, VMAs-ზე ტრანს უფლებების მხარდამჭერი გამოსვლით, SNL-ზე წამყვანისა და შემსრულებლის ამპლუაში და სხვა არაერთ პლატფორმაზე. პარალელურად ის Short n’ Sweet Tour-ის ფინალურ ეტაპს ამზადებდა – 17 შოუ, 6 ქალაქი, ყველა შოუ სრულად გაყიდული ბილეთით – მათ შორის ზედიზედ ხუთი საღამო Madison Square Garden-ში და ექვსი Crypto.com Arena-ზე. ტური 23 ნოემბერს დასრულდა. ეს გამოცდილება, როგორც თავად საბრინამ აღწერა, იყო „ზუსტად ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა“.

საბრინა კარპენტერი
ფოტო: DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

წინ კიდევ ბევრია: Coachella-ს ჰედლაინერობა, გრემის ნომინაციები და ცერემონიაზე გამოსვლა, Disney+-ზე, The Muppet Show-ს პროექტში მონაწილეობა და Met Gala-ს თანაორგანიზატორობა. 

მოუსმინეთ Billboard-ის პოდკასტს – Greatest Pop Stars of 2025, რომლის ახალი ეპიზოდი საბრინა კარპენტერის შესახებ არის და დაელოდეთ რიგით მე-4 არტისტს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი და Doechii 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინაციის გამარჯვებულის წარმდგენები იქნებიან

შემდეგი სტატია

როგორ შთააგონა კოვიდმა გრემის საუკეთესო ახალი არტისტის პერფორმანსის გაფართოებული სეგმენტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი