როგორ შთააგონა კოვიდმა გრემის საუკეთესო ახალი არტისტის პერფორმანსის გაფართოებული სეგმენტი

როგორც ჩანს, პანდემიამ რაღაც კარგი მაინც მოიტანა.
Doechii-ს შესრულება 2025 წლის გრემიზე
KEVIN MAZUR/GETTY IMAGES

კოვიდ 19-მა ადამიანებს უამრავი პრობლემა, თუმცა გრემის კი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე კარგი იდეა მოუტანა: საუკეთესო ახალი არტისტის სეგმენტი, სადაც სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა რვავე ნომინანტს ეძლევა. 

იდეა პირველად გრემის გასული წლის ცერემონიაზე განხორციელდა და იმდენად კარგად იმუშავა, რომ მისი გამეორება წელსაც იგეგმება. პირველ თებერვალს გრემის ახალი არტისტის ნომინაციის ფარგლებში პერფორმანსს გამართავენ: ედისონ რეი, ალექს უორენი, KATSEYE, ლეონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, sombr და The Marías.

ონლაინ პრესკონფერენციაზე გრემის საეთერო აღმასრულებელ პროდიუსერებს, ბენ უინსტონს, რაჯ კაპურსა და ჯეს კოლინსს, ასევე ხმისჩამწერი აკადემიის აღმასრულებელ დირექტორ ჯარვი მეისონ ჯუნიორს ჰკითხეს, თუ საიდან დაიბადა ახალი არტისტის გაფართოებული სეგმენტის იდეა.

„იდეა კოვიდის დროს მოვიდა,” – თქვა უინსტონმა. „იმ პერიოდის გრემისთვის მთლიანი შოუ შეცვალეთ იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვყავდა, ამიტომ  ერთი არტისტიდან პირდაპირ მეორე არტისტსზე გადავდიოდით ისე, რომ პროცესი არ ჩერდებოდა,” – გაიხსენა მან 2021 წლის 14 მარტის ცერემონია. 

„და რაც ყველაზე მაგარი იყო, შენ უყურებდი, თუ როგორ უსმენდა ბილი აილიში ჰარი სტაილსს, პოსტ მელოუნი – Megan Thee Stallion-ს. ეს ძალიან ლამაზი მომენტი იყო, როცა არტისტები ერთმანეთს უყურებდნენ და მხარს უჭერდნენ. ამან მოგვიტანა ისიც, რასაც საკაბელო ტელევიზიებში უკვე ვეღარ ვხედავთ – როცა ერთი სიმღერა მეორეს მოსდევს, ისე, როგორც ალბომს ვუსმენთ მანქანაში, კლუბსა თუ ბარში. ჩვენ ხომ არ ვუსმენთ 3-წუთიან სიმღერას, მერე არ ვჩერდებით 12 წუთით, სანამ მორიგ სიმღერაზე გადავალთ. რეალურად კი სწორედ ესაა, რაც დაჯილდოების ცერემონიებზე ხდება.”

„ასე რომ, ძალიან მოგვეწონა ის დინამიკა, რაც კოვიდის გრემიმ მოგვიტანა. ამიტომ, როცა გასული წლის საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციას განვიხილავდით და ვხედავდით Doechii-ს, ტედი სვიმსს, ბენსონ ბუნს, RAYE-სა და Shaboozey-ს, ვიფიქრეთ: ‘მაგარი არ იქნება, თუ ერთი არტისტიდან მეორეზე უწყვეტად გადავალთ?’ იდეა ძალიან კარგად განხორციელდა და კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ვფიქრობ, Doechii  და ბენსონი ორივე იტყვიან, რომ ეს მათი კარიერის ერთ-ერთი დიდი მომენტი იყო და სწორედ ესაა, რასაც გრემი უნდა აკეთებდეს – აძლიერებდეს ახალ და გამორჩეულ არტისტებს.”

„ამიტომაც ამ წელიწადს, როცა ახალი არტისტის ნომინაციაში რვა საოცარი მუსიკოსი გვყვავს, არ გვინდოდა მათგან რამდენიმეს გამოყოფა და ვთქვით: ‘ხომ არ ვცადოთ იგივე, რაც გასულ წელს, მხოლოდ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით და სცენაზე რვავე არტისტი გამოვიყვანოთ?!’. სწორედ ამას ვაკეთებთ. ეს გრემის ისტორიაში ყველაზე გრძელი სეგმენტი იქნება შესვენების გარეშე. მუსიკოსები ერთმანეთს წყვეტის გარეშე შეენაცვლებიან და ეს გასაოცარი იქნება.”

უინსტონმა ასევე გაამხილა, რომ ბოლო ხუთი გრემის შეუცვლელ წამყვანს, ტრევორ ნოას გასული წლის შოუს შემდეგ ამ საქმიანობის დასრულება სურდა, თუმცა გუნდმა მისი კიდევ ერთი წლით დატოვება მოახერხა. „საიდუმლოს გაგიმხელთ,” – თქვა უინსტონმა. “წინა შოუს შემდეგ მან თქვა: ‘შესანიშნავი ხუთი წელი მქონდა. ახლა კი დროა, მიკროფონი სხვას გადავცე და გზა განვაგრძო.’ ამ იდეას ჩვენც განვიხილავდით, გვქონდა საუბრები სხვადასხვა კანდიდატთან, თუმცა 2025 წლის დეკემბერი მოვიდა და ჩვენ კიდევ არავინ გვყავდა ისეთი, ვინც სრულად შეგვიყვარდებოდა. ამიტომ მას ვიდეო გავუგზავნე, სადაც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მუხლებზე ვიდექი და მივმართავდი: ‘გთხოვ, შეხედე რა საოცარი პროგრამა გვაქვს. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აკლია, შენ ხარ. დაბრუნდი და ერთი შოუც წაიყვანე. ეს ბოლო წელია CBS-ზე და მოდი, შენთვისაც ბოლო წელი იყოს.’ საბედნიეროდ, მან მომწერა: ‘რა თქმა უნდა, გავაკეთოთ, მოუთმენლად ველი.’ თუმცა ჩემთვის ეს პასუხის ყველაზე ხანგრძლივი მოლოდინი იყო!”

უინსტონმა, რომელიც თავად 12 პრაიმტაიმ ემის მფლობელია, ნოასთვის დადებითი შეფასება არ დაიშურა: ენდი უილიამსის შემდეგ ნოა პირველი წამყვანი გახდება, რომელიც მიყოლებით ექვს სატელევიზიო ეთერს გაუძღვება. „ვფიქრობ, ის გასაოცარია. ტრევორი ძალიან ჭკვიანია, დაუჯერებლად ინტელექტუალი და ამავდროულად მხიარული. ის შეუდარებელია ეთერში, რადგან იმდენ ინფორმაციას იღებს ყურში – ‘გრძლად თქვი’, ‘მოკლედ თქვი’ – შენ კი ამას ვერასდროს გრძნობ, როცა სახლში ეკრანზე უყურებ. მაგრამ მთავარი ამბავი ამ ყველაფერში ისაა, რომ ის მუსიკის დიდი ფანია. ის თავადაა ბედნიერი იქ ყოფნით ისევე, როგორც ჩვენ მისი ყურებით და ვფიქრობ, სწორედ ესაა, რაც მას გრემის იდეალურ წამყვანად აქცევს.”

საუბარში მეისონიც ჩაერთო: „ერთ რამეს დავამატებ: მას ჩვენი შოუს განვითარებაში დიდი წვლილი აქვს და გულწრფელად რომ ვთქვა, იმდენად კარგად წარადგენს ყველაფერს, რომ მან შოუს ტონი და ხასიათიც კი შეცვალა. ამიტომ უკიდურესად მადლიერეი ვართ მისი ხუთი და ამჯერად უკვე მეექვსე ეთერისთვის.”

სხვა კითხვის პასუხად კი უინსტონმა აღნიშნა, რომ გრემი ყველაზე რთული შოუა გასამართად. „ცხადია, სხვა შოუებსაც აქვთ იგივე კომპონენტები – ნომინაციები, ჯილდოს გადაცემა და ყველაფერი ეს. თუმცა გრემიზე ჩვენ ყოველწლიურად კიდევ 20 საოცარი მუსიკალური შესრულება გვაქვს, რომელთაც თავიანთი სცენა სჭირდებათ, თავიანთი ინსტრუმენტები, ქორეოგრაფიული გაფორმება, კოსტიუმები. ამიტომ საქმე კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებასთან გვაქვს. დარბაზში კამერა მხოლოდ ხუთშაბათი საღამოსთვის შედის და რეალურად მხოლოდ ორი დღე გვაქვს რეპეტიციისთვის. სკოლის სპექტაკლისთვისაც კი უფრო მეტი დრო გექნებოდა, ვიდრე გრემისთვის!”

„ეს სიგიჟეა, მაგრამ სწორედ ეს ხდის მას აღმაფრთოვანებელსა და განსაკუთრებულს. თანაც, ეს პირდაპირი ეთერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დღეს უმეტესად ყველაფერი დაგეგმილი და ზუსტად გაწერილია. ამ დროს კი ის, რაც გრემის განსაკუთრებულს ხდის, არის, რომ ჩვენ გვყავს 200 დიდი არტისტი, რომელიც დარბაზში გვიზის, გვაქვს საუკეთესო შესრულებები სცენაზე და ამ დროს შეიძლება ყველაფერი მოხდეს, რადგან პირდაპირი ეთერია. სწორედ ეს არის განსაცვიფრებელი.”

პრესკონფერენციაზე Rolling Stone ბრაზილიის ჟურნალისტმა გრემიზე ლათინური არტისტების რიცხვის ზრდაზეც იკითხა. 

„ეს, ცხადია, დიდი საქმეა,” – უპასუხა მეისონმა. „თქვენ ხედავთ ლათინური მუსიკის პოპულარობასა და თითქმის ყველგანმოფობას. ვერ ვიტყვი, რომ ოცდახუთი წლის წინ ეს ყველაფერი გრემიზე დაიწყო, მაგრამ სწორედ გრემიზე მოხდა დიდი მომენტი, რომელმაც ხელი შეუწყო პროცესებს.”

მეისონმა 1999 წლის 24 თებერვლის ცერემონია იგულისხმა, როცა რიკი მარტინს გრემის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური პერფორმანსი ჰქონდა სიმღერით La Copa de la Vida. მომდევნო წელს კი სანტანამ მაიკლ ჯექსონის ერთ წელიწადში რვა გრემის მოგების რეკორდი მოხსნა. სანტანამ ასევე ტელეეთერით რობ თომასთან ერთად Smooth შეასრულა.

„და მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ლათინური მუსიკის ზრდა და განვითარება. Bad Bunny-ს საოცარი წელიწადი ჰქონდა, ასევე სხვა ლათინურ არტისტებსაც და ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ პატივს მივაგებთ და ვზეიმობთ მუსიკას იმის მიუხედავად, თუ საიდან მოდის ის; მუსიკას, რომელიც არის დროული, რელევანტური და რომელსაც ცვლილებების მოხდენა შეუძლია. სწორედ ეს ხდება ახლა ლათინურ მუსიკაში. ასე რომ, იმედი გვაქვს, წლევანდელ შოუზე ამ ყველაფერს თავს ღირსეულად გავართმევთ. რამდენიმე დიდებული მომენტი გვაქვს დაგეგმილი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-ის 2025 წლის საუკეთესო პოპარტისტები: N9 – საბრინა კარპენტერი

შემდეგი სტატია

Smena – Bedford Falls ახალ სიმღერას ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი

ჰეილი ჯასტინ ბიბერის Coachella-ს ფესტივალზე სადებიუტო გამოსვლის კადრებს აზიარებს

პოსტში ასევე იხილავთ რეპეტიციების ამსახველ ვიდეომასალასა და მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზ ბიბერის ფოტოს, რომელსაც ხელზე სიმბოლური დროებითი ტატუ აქვს, წარწერით Bieberchella.
მეტი

ჯასტინ ბიბერი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა – მომღერალმა Coachella-ზე მსმენელს დასამახსოვრებელი მუსიკალური შოუ შესთავაზა

პოპვარსკვლავმა შაბათს გამართულ სეტზე უდიდესი ჰიტები YouTube-ის ვიდეოების ფონზე შეასრულა და განვლილი გზა გაიხსენა.
მეტი