A$AP Rocky კარიერის განმავლობაში ტოპ 10-ში მოხვედრილი ჰიტების რაოდენობას აორმაგებს

სიმღერები Stay Here 4 Life და Helicopter ტოპ 10-ში ალბომის გამოსვლის შემდეგ მოხვდნენ.
A$AP Rocky 2025 წლის 13 აგვისტო, ლოს-ანჯელესი Gilbert Flores/Variety
A$AP Rocky 2025 წლის 13 აგვისტო, ლოს-ანჯელესი Gilbert Flores/Variety

A$AP Rocky-მ კარიერის განმავლობაში მოპოვებული ტოპ 10-ეულების რაოდენობა Billboard-ის Hot R&B/Hip-Hop Songs ჩარტში ორჯერ გაზარდა, Helicopter-ის და Stay Here 4 Life-ის ერთობლივი წარმატების წყალობით. 

ორივე ტრეკი რეპერის ახალ ალბომში, Don’t Be Dumb-ში შედის. აღსანიშნავია, რომ ეს ნამუშევარი 31 იანვრის მონაცემებით პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში, ისე Billboard 200-ის რეიტინგში.

Stay Here 4 Life – Hot R&B/Hip-Hop Songs-ის ჩარტში მე-7 პოზიციაზეა, ხოლო Helicopter-მა ჩარტში ყოფნის მეორე კვირას 29-ე ადგილიდან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. A$AP Rocky-სთვის ეს კარიერაში მესამე და მეოთხე ტოპ 10 ჰიტია.

რეპერი საუკეთესო ათეულში პირველად 2013 წლის თებერვალში, სიმღერით F**kin Problems (Drake-ის, 2 Chainz-ისა და Kendrick Lamar-ის მონაწილეობით) მოხვდა, რომელმაც მე-2 პოზიცია დაიკავა. მოგვიანებით ის ჩარტში 2018 წლის იანვარში დაბრუნდა, როდესაც Cardi B-სთან ერთად G-Eazy-ს ჰიტში, No Limit-ში გამოჩნდა, რომელმაც ასევე მეორე ადგილი დაიკავა.

მიწვეული არტისტი Brent Faiyaz-ისთვის სიმღერა Stay Here 4 Life მისი მეორე ტოპ 10-ში შესული ტრეკია. მისივე სიმღერა All Mine –  2022 წლის ივლისში ჩარტში მე-10-ე ადგილზე პოზიციონირებდა. 

A$AP Rocky-ს ახალი ჰიტები წინ უძღვის ალბომ Don’t Be Dumb-ის ჩარტში შესულ 11 კომპოზიციას. ამ წარმატების წყალობით, რეპერმა კარიერის განმავლობაში ჩარტებში მოხვედრილი ზუსტად 50 კომპოზიცია დააგროვა. რეპერმა ეს გზა  2012 წლის 28 იანვარში მისი სადებიუტო სინგლით  Peso დაიწყო, რომელიც რეიტინგში 98-ე ნომრად გამოჩნდა.

გთავაზობთ A$AP Rocky-ს მიმდინარე კვირის შედეგებს:

N7 – Stay Here 4 Life (feat. Brent Faiyaz)

N8 – Helicopter

N11 – Stole Ya Flow

N16 –  Order of Protection

N18 – Playa

N20 –  Stop Snitching (feat. Bossman Dlow & Sauce Walka)

N22 – No Trespassing

N25 –  Don’t Be Dumb / Trip Baby

N28 – Air Force (Black Demarco)

N31 –  Whiskey (Release Me) (feat. Gorillaz & Westside Gunn)

N39 –  STFU (feat. Slay Squad)

ამასთანავე, ალბომ Don’t Be Dumb-ის 11 კომპოზიცია Billboard Hot 100-ში შევიდა, რითაც ყველა ჟანრის ჩარტში A$AP Rocky-ს კარიერული ჩანაწერების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ყველაზე წარმატებული ტრეკები კი აქაც Stay Here 4 Life და Helicopter-ია.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Smena – Bedford Falls ახალ სიმღერას ავრცელებს

შემდეგი სტატია

Charli Xcx-ის Brat-ის ერა გრძელდება: ახალ კლიპში Residue ცნობილი ვარსკვლავი ჩნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი