Charli Xcx-ის Brat-ის ერა გრძელდება: ახალ კლიპში Residue ცნობილი ვარსკვლავი ჩნდება

კომპოზიცია A.G. Cook-მა მომღერლის ახალი ფილმისთვის The Moment შექმნა, სადაც კამეოს სახით ცნობილი სახეები ჩნდებიან.

27 იანვარს A.G. Cook-ის კომპოზიცია Residue-ის ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. ნამუშევარი Charli Xcx-ის ფილმის, The Moment-ის საუნდტრეკის რიგით მესამე სინგლია.

ვიდეოს კულმინაციურ მომენტში კამერა ოთახში შედის, სადაც არტისტის მრავალი ასლი უძრავად დგას, შემდეგ კი ისინი სინქრონულად იწყებენ ცეკვას. ამ დროს ეკრანზე ჩნდება სიმბოლური ფრაზები: Don’t let it be over, I never go home და Dead horse.

ვიდეოს ყველაზე შოკისმომგვრელი ნაწილი ბოლო კადრია, როცა Charli Xcx-ის მსგავსი სილუეტი ჩნდება, განათების შემდეგ ირკვევა ის რომ  კაილი ჯენერია.

კომპოზიცია და ვიდეო Residue  A24-ის ფილმის, The Moment-ის პრემიერამდე სამი დღით ადრე გამოვიდა.  დოკუმენტურ სტილში შექმნილი ფილმი Charli Xcx-ის 2024 წლის Brat-ის ერას ასახავს. Cook-მა,  რომელმაც Brat-ის ალბომის დიდ ნაწილზე იმუშავა, ფილმის საუნდტრეკიც შექმნა, სადაც ასევე შედის ადრე გამოცემული სინგლები Offscreen და Dread.

ფილმში კაილი ჯენერთან ერთად როსანა არკეტი, კეიტ ბერლანტი, ალექსანდერ სკარსგარდი და სხვა ცნობილი სახეები მონაწილეობენ. Residue-ის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, სანდენსის კინოფესტივალზე, Charli Xcx-მა აღნიშნა, რომ ფილმში საკუთარი თავის დრამატული ვერსია განასახიერა.

„ცხადია, ჩემს პერსონაჟთან საკმაოდ ახლოს ვარ, ამიტომ შთაგონების წყაროც ბევრი მქონდა. ვფიქრობ, ფილმისეული Charli-ვით კოშმარი არ ვარ, მაგრამ ჩემი რეალური მენეჯერები დარბაზში სხედან და ალბათ, ამ კითხვაზე ნამდვილი პასუხი მათ აქვთ“ – იხუმრა მომღერალმა.

Charli Xcx-მა შემოქმედებით ტრანსფორმაციაზე და Brat-ის ერის დასასრულზეც ისაუბრა : 

„ამ ეტაპზე ისე ვარ, როგორც ჩემივე პერსონაჟი ფილმში. მინდა, Brat დასრულდეს და სხვა მიმართულებით წავიდე. ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. უბრალოდ, ყველა არტისტისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამოწვევა, შემოქმედებითი გარემოს შეცვლა და ცოტა ხნით სხვა გეზით ცხოვრება.”

ნახეთ  Residue-ის ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 13 აგვისტო, ლოს-ანჯელესი Gilbert Flores/Variety

A$AP Rocky კარიერის განმავლობაში ტოპ 10-ში მოხვედრილი ჰიტების რაოდენობას აორმაგებს

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილი Tatuza Jazz Club-ის შესახებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი