ბილბორდის 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: N 4 – კენდრიკ ლამარი

რეკორდული 2024-ის შემდეგ რეპერმა 2025 წელსაც განაგრძო ისტორიული გამარჯვებების მოპოვება.
კენდრიკ ლამარი
COURTESY OF PGLANG

„ბილბორდი” წარმოგიდგენთ 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავების რეიტინგს, რომელსაც გამოცემის გუნდი ადგენს. სიის მეოთხე ნომერია კენდრიკ ლამარი – არტისტი, რომელმაც ჰიპ-ჰოპ ისტორიის რეკორდული შედგები კიდევ ერთ წელიწადზე განავრცო.

როგორ განაგრძობ ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წელს, რაც კი რომელიმე არტისტს ჰქონია? აკეთებ პირველ დარტყმას ყველაზე მნიშვნელოვან „რეპბეტლში” 2001 წლის „ნიუ-იორკის ბეტლის” შემდეგ, როცა ჯეი-ზიმ სცენიდან თქვა: „ჰკითხეთ Nas-ს, მას არ სურს Hov-თან საქმის დაჭერა.” ამის შემდეგ სკრუპულოზურად სწავლობ შენს მეტოქეს და თავს ესხმი ჭკვიანური სიმღერით, ისევე, როგორც დრეიკმა გაუკეთა Meek Mill-ს 2015 წელს, როცა Charged Up-ს ჰიტით Back to Back უპასუხა. შენი საბოლოო, ნოკაუტის დარტყმა კი ვირუსულად ვრცელდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩარტის ლიდერი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ხდება. 

და როცა ახალ ალბომზე ჭორები ვრცელდება, ფანები და მუსიკალური ინდუსტრია კი ფიქრობს, რომ „რეპბეტლიდან” მოპოვებული ყურადღებით ისარგებლებ, შენ Super Bowl Halftime Show-ს ჰედლაინერად გირჩევენ. საბოლოოდ, მეექვსე ალბომსაც გამოსცემ, რომელიც ჩარტის ლიდერი ხდება, მისი სიმღერები კი Billboard Hot 100-ის მთელ ტოპ ხუთეულს იკავებს.

სწორედ ამ გზით უპასუხა კენდრიკ ლამარმა კრიტიკოსებს მას შემდეგ, რაც დრეიკსა და J. Cole-ს გვირგვინი წაართვა და ტრიო, რომელიც ერთ დროს „დიდი სამეულის” სახელით იყო ცნობილი, ოფიციალურად Big Me-დ აქცია.

ლამარის 2024-მა, რომელმაც იმ წელს ის „ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავების სიის ლიდერი გახადა, ბუნებრივად მოამზადა გზა 2025 წლის გამარჯვებების წრისთვის. წელიწადი ისე დაიწყო, რომ GNX კვლავ Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში იყო და შთამბეჭდავი თებერვალი ჰქონდა. ამის შემდეგ კენდრიკმა ხუთი გრემი მოიგო სიმღერით Not Like Us და ისტორიაში დღემდე ყველაზე ყურებადი Super Bowl-ის შოუ გამართა.

მისი ისტორიული პერფორმანსის პასუხი იმდენად მასშტაბური იყო, რომ Not Like Us და Luther ჩარტებში დაბრუნდნენ. Super Bowl-ის შემდეგ ლამარის კატალოგმა უდიდესი ნახტომი გააკეთა. Hot 100-ში მისი 13 სიმღერა დაბრუნდა, რომელთაგანაც ოთხი – ჩარტის ტოპ ხუთეულში მოხვდა. Luther კი არა მხოლოდ პირველად მოექცა ჩარტის სათავეში, არამედ მიყოლებით 13 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, რისთვისაც 2025 წლის არცერთ სხვა ჰიტს არ მიუღწევია. 

ლამარი ასევე გამოჩნდა წლის ორ საუკეთესო რეპპროექტში: Clipse-ის ალბომში Let God Sort Em Out, სიმღერით Chains & Whips და Playboi Carti ალბომში I Am Music, სიმღერებით: Good Credit, Backdoor და Mojo Jojo.

შემდეგ იყო ტურნე, რომელშიც SZA-სთან ერთად გაემგზავრა, რომელთან ერთადაც წლის დასაწყისში კიდევ ერთი Hot 100-ის ტოპ ათეულის ჰიტი 30 for 30 გამოსცა. 18-თვიანი ტურნე 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰიპ-ჰოპ ტურნე გახდა.

ლამარმა 2026 წლის გრემისთვის ცხრა ნომინაცია მიიღო, მათ შორის კატეგორიებში: წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, წლის რეპსიმღერა, წლის რეპალბომი და წლის ალბომი. გრემიზე ნომინირებულია ასევე SZA-სა და Clipse-ის პროექტები, რომლებშიც რეპერი მონაწილეობს. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის იმას, რითაც კენდრიკმა ყურადღების ცენტრში დარჩენა მოახერხა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დრეიკი კვლავ ცდილობს სასამართლო დავის თემის განხილვას, რაც კიდევ უფრო აფერხებს მისი გვირგვინის დაბრუნებას. 

როგორც ამ ეტაპზე ჩანს, უახლოესი მომავლისთვის რეპის გვირგვინი დასავლეთში დარჩება, სადაც კენდრიკის ფოკუსი ამჟამად Baby Keem-ზე იქნება. 2026 წელს ფანები რეპერისგან ახალ მუსიკას არ ელიან, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ დრეიკი რაიმე განცხადებას გააკეთებს თავის მომავალ ალბომზე Iceman, რომელიც მისი დაბრუნების წინაპირობა იქნება, ან თუ J. Cole კვლავ გადაწყვეტს რინგზე გამოჩენას თებერვალში, როცა The Fall-Off გამოვა.

GREGORY SHAMUS/GETTY IMAGES

Not Like Us-ის კულტურული გავლენისა და ბოლო ოცი წლის ყველაზე მნიშვნელოვან „რეპბეტლში” დრეიკის დამარცხების წყალობით კენდრიკი უდავოდ პოპკულტურის ახალ სტრატოსფეროში შეიჭრა. დღეს მისი სახელი ყველამ იცის, მის სიმღერას კი ყველგან უსმენენ. ახლა მისგან სიახლეებს ველით, იქნება ეს სამსახიობო მიმართულება (ერთხელ უკვე შეასრულა წამალდამოკიდებულის როლი ფილმში Power), პოლიტიკური კარიერა თუ სულაც Saturday Night Live-ის წამყვანობა.

კითხვა, რომელიც ამჟამად გვაქვს, შემდეგია: აიღებს თუ არა ის პაუზას მუსიკალურ პროექტებს შორის, როგორც ეს წარსულში გაუკეთებია, თუ დარჩება აქტიური და შეგვახსენებს, რომ ის საუკეთესოა. ლამარს არ სჭირდება აზარტული თამაშების გასტრიმვა ან სოციალურ მედიაში მუდმივი პოსტვა ყურადღების მისაპყრობად, როგორც ზოგიერთ სხვა არტისტს, თუმცა არც ჩრდილში ყოფნა შეუძლია იმ იმედით, რომ კულტურულ მნიშვნელობას შეინარჩუნებს, თავი რომ დავანებოთ კულტურულ დომინაციას, იმ პირობებშიც კი, როცა დღეს ყველამ იცის, ვინ არის კენდრიკ ლამარი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბექა გოჩიაშვილი Tatuza Jazz Club-ის შესახებ

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკი მინაჟმა საკუთარ თავს პრეზიდენტის „№1 ფანი“ უწოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

„ჩვენი ტექსტების მოსმენის შემდეგ მინდა ხალხმა იგრძნოს, რომ მარტო არ არიან. იშვიათად ვეხებით სოციალურ თემებს, ამიტომაცაა ჩვენი მსმენელი უმეტესად ახალი თაობა, ხალხი, რომელსაც ამ გრძნობებისთვის ჯერ კიდევ სცალია.”
მეტი

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

„დაახლოებით 15 წლის ასაკში ვიგრძენი, რომ მსოფლიო ზედმეტად დაინტერესდა იმით, თუ რა მეცვა, ვის ვხვდებოდი, რას ვჭამდი,” – თქვა ვარსკვლავმა On Purpose-ის პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
მეტი

ჯეკ უაიტმა განმარტა თავისი პოზიცია ტეილორ სვიფტის შესახებ: „მე არ მითქვამს, რომ მისი მუსიკა მოსაწყენია”

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი დაწერა მას შემდეგ, რაც მისი ციტატა არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავრცელდა.
მეტი

იაპონელი ავტორ-შემსრულებელი AI ახალ სინგლზე, 25 წლის იუბილესა და მომავალ გეგმებზე საუბრობს: წაიკითხეთ ინტერვიუ

Billboard იაპონია მუსიკოსს ამჟამინდელ განწყობაზე ესაუბრა, ასევე იმაზე, თუ რას ხედავს წინ მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოფნის 26-ე წლისთვის.
მეტი