ბექა გოჩიაშვილი Tatuza Jazz Club-ის შესახებ

Tatuza jazz club- სივრცე, სადაც ჯაზი ცოცხლდება

Tatuza Jazz Club – ქალაქის უახლესი კულტურული სივრცეა, რომელიც ჯაზის ქართველი ლეგენდის, თამაზ „თათუზა“ ყურაშვილის სახელსა და მემკვიდრეობას უკავშირდება. კლუბი 2025 წლის 16 სექტემბერს გაიხსნა და მოკლე დროში იქცა ადგილად, სადაც მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები და ჯაზის მოყვარულები იკრიბებიან.

სცენის ერთ-ერთი პირველი და სადებიუტო სესიების  მთავარი შემსრულებელი ვირტუოზი პიანისტი ბექა გოჩიაშვილია, რომლისთვისაც ეს სივრცე თათუზას მემკვიდრეობის ერთგვარი გაგრძელებაა, სიმბოლური პასუხი და ერთგვარი მადლიერების ჟესტი ლეგენდარული მუსიკოსის მიერ წლების მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის.

„ჩემთვის ჯაზს ახსნა არ აქვს. ეს არის გრძნობა და ეს არის ის მუსიკალური ცხოვრების სტილი, რომელშიც იბადები, ის, რაც თავში მოგდის და რასაც უკრავ. მითუმეტეს იმპროვიზაციის დროს თუ არ გავაზიარე, ვერ დავიტევ ამდენ მუსიკას. 50/50 არის დამსახურება კონცერტის, მსმენელის და არტისტის. ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის მაყურებელი, მსმენელი. თათუზა ყურაშვილი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, თავიდან იყო მენტორი და მერე დავმეგობრდით. არანორმალურად განსაკუთრებული სვინგი ჰქონდა.

მუსიკალური სამყაროსთვის ეს ჯაზკლუბი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა მადლიერების გამოსახატად თათუზას ღვაწლისთვის, რაც გაიღო მომავალი მუსიკალური თაობისთვის.“ – ბექა გოჩიაშვილი.

Tatuza Jazz Club ყოველთვიურად მასპინძლობს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას. ამერიკელი და ევროპელი რეზიდენტი ბენდების, საერთაშორისო ვარსკვლავებისა და ქართველი არტისტების სინთეზი თბილისს ავთენტურ, ცოცხალ და ევროპული მასშტაბის მუსიკალურ სივრცეს სძენს. ეს არის ადგილი, სადაც ჯაზის ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ხვდება.

Tatuza Jazz Club-ის მომავალ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli Xcx-ის Brat-ის ერა გრძელდება: ახალ კლიპში Residue ცნობილი ვარსკვლავი ჩნდება

შემდეგი სტატია

ბილბორდის 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: N 4 – კენდრიკ ლამარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი