ჰილარი დაფი მსოფლიო ტურნეს აანონსებს

მომღერლის ალბომი – luck… or something 20 თებერვალს გამოვა.
ჰილარი დაფი 2026 წლის 19 იანვარი, ლონდონი CHRISTOPHER POLK/BILLBOARD
ჰილარი დაფი 2026 წლის 19 იანვარი, ლონდონი
CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

ჰილარი დაფი მსოფლიო ტურნეს გეგმავს. მომღერალმა მუსიკაში დაბრუნება გასულ წელს დააანონსა. მან სექტემბერში Atlantic Records-თან გააფორმა კონტრაქტი და მალევე გაამხილა მომავალი ალბომის დეტალებიც – luck… or something 20 თებერვალს გამოვა. ამ ეტაპზე ჰილარი დაფმა უკვე ორი სინგლი გამოუშვა: Mature და Roommates.

2026 წლის დასაწყისისთვის აშკარა გახდა, რომ დაფი სცენაზე დასაბრუნებლად მზად იყო. იანვარში მან ოთხქალაქიანი მინი-ტური დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლონდონში, ტორონტოში, ბრუკლინსა და ლოს-ანჯელესში გამოვიდა. ხოლო მშობლიურ ქალაქში, ჰიუსტონში გამართული ფინალური კონცერტისთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც შემოინახა.

შოუს შუა ნაწილში, სადაც ჰიტები შესრულდა, დაფმა სცენაზე სამი იღბლიანი ფანი მოიწვია და მათთან ერთად იცეკვა. ქორეოგრაფიის შესრულების შემდეგ, თითოეულ მათგანს მადლობის ნიშნად საჩუქარი გადასცა. სავსე დარბაზისკენ ზურგშექცეულ ფანებს მან შავი მაისურები გადასცა და სთხოვა, არ შემოტრიალებულიყვნენ, სანამ ნიშანს არ მისცემდა. როგორც კი ანიშნა, სამივე ფანი ერთდროულად შემოტრიალდა და აუდიტორიას მნიშვნელოვანი სიახლე გაუმხილა – მაისურებზე გამოსახული იყო სამი სიტყვა: “World Tour Loading…”

ამას დარბაზში აპლოდისმენტებისა და შეძახილების ტალღა მოჰყვა. „ეს დაუჯერებელი შეგრძნებაა. ვერ ვიჯერებ, რომ 18 წლის შემდეგ აქ ვარ,” – თქვა მან მოგვიანებით. სხვადასხვა დროს, Billboard Hot 100-ის ჩარტში ჰილარი დაფის შვიდი სიმღერა მოხვდა, ხოლო მისი ხუთივე ალბომი Billboard 200-ის ტოპ 5-ში შევიდა. ალბომებმა – Metamorphosis (2003) და Most Wanted (2005) კი ჩარტის პირველი ადგილიც დაიკავეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Araushavs - Araushavs

ლეიბლ  For No Reason-ის პროექტი Araushavs ამავე სახელწოდების მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

გრემის დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში Bad Bunny-მ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური გააკრიტიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი