გრემის დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში Bad Bunny-მ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური გააკრიტიკა

„ერთადერთი რამ, რაც სიძულვილზე ძლიერია, სიყვარულია,” – თქვა მან საუკეთესო ურბანული მუსიკის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ.
Bad Bunny 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე
GILBERT FLORES/BILLBOARD

Bad Bunny-ს ალბომი Debí Tirar Más Fotos 2026 წლის გრემის დაჯილდოების საუკეთესო ურბანული მუსიკის გამარჯვებული გახდა. მუსიკოსს ჯილდო კეროლ ჯიმ და Saturday Night Live-ის მსახიობმა მარსელო ერნანდესმა გადასცეს. ბანიმ სცენიდან საკმაოდ ემოციური სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური მკაცრად გააკრიტიკა. 

„სანამ ღმერთს მადლობას გადავუხდი, მანამდე საიმიგრაციო სამსახურს ვეტყვი, მოშორდეს!” – თქვა მან, რასაც დარბაზის ფეხზე მდგომი ოვაციები მოჰყვა. „ჩვენ არ ვართ ველურები, არ ვართ ცხოველები, არც უცხოპლანეტელები, ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ ამერიკელები ვართ. ვიცი, რომ დღეს რთულია, სიძულვილს არ განიცდიდე და ხანდახან ამ ყველაფრით ვბინძურდებით. სიძულვილი კიდევ უფრო ძლიერდება სიძულვილით. ერთადერთი რამ, რაც სიძულვილზე ძლიერია, სიყვარულია. ამიტომ გთხოვთ, ვიყოთ განსხვავებული. თუ ვიბრძვით, ეს სიყვარულით გავაკეთოთ. ჩვენ ისინი არ გვძულს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ხალხი, გვიყვარს ჩვენი ოჯახი და ესაა სწორი გზა – სიყვარული. მადლობა ღმერთს და მადლობა აკადემიას.”

Debí Tirar Más Fotos 2025 წლის ლათინური ალბომების ჩარტისა და Billboard 200-ის ლიდერი გახდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გრემის ურბანული მუსიკის ნომინაციას Bad Bunny იგებს. 2023 წელს მან გაიმარჯვა ალბომით Un Verano Sin Ti, ხოლო 2022 წელს – ალბომით El Último Tour del Mundo. მანამდე, 2021 წელს, მისმა მეორე ალბომმა YHLQMDLG საუკეთესო ლათინური პოპ/ურბანული ალბომის ჯილდო დაიმსახურა.

საერთო ჯამში, Bad Bunny, რომელიც 8 თებერვალს 2026 წლის Super Bowl Halftime Show-ზე წარდგება, სამი გრემისა და 17 ლათინური გრემის მფლობელია, მათ შორისაა წლის ალბომის ჯილდო პროექტისთვის Debí Tirar Más Fotos.

ექვსი კატეგორიით ბანი წელს ერთ-ერთი ყველაზე მეტი ნომინაციის მქონე არტისტი იყო კენდრიკ ლამარისა (9 ნომინაცია) და ლედი გაგას (7 ნომინაცია) შემდეგ. მუსიკოსი წარდგენილი იყო დიდი ოთხეულის სამ კატეგორიაში: წლის ალბომი (Debí Tirar Más Fotos), წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა (DtMF). 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰილარი დაფი 2026 წლის 19 იანვარი, ლონდონი CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

ჰილარი დაფი მსოფლიო ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

გრემის საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში გამარჯვებულმა ოლივია დინმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ემიგრანტების შთამომავალია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი