გრემის საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციაში გამარჯვებულმა ოლივია დინმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ემიგრანტების შთამომავალია

ოლივია დინმა გამარჯვება მოიპოვა იმ ნომინაციაში, რომელშიც წარდგენილი იყვნენ: ლოლა იანგი, K-pop ჯგუფი KATSEYE, sombr, The Marías, ედისონ რეი და ალექს უორენი.
ოლივია დინი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე. 2026 წლის 1-ელი თებერვალი. ლოს ანჯელესი.

2026 წლის გრემის საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორია ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული იყო. ლეონ თომასი ექვსი ნომინაციით იყო წარმოდგენილი – ეს კატეგორიაში წელს წარდგენილ შემსრულებლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა გამარჯვება ბრიტანელ მომღერალს, ოლივია დინს ერგო.

ჰიტის – Man I Need-ის ემოციური შესრულების შემდეგ, 26 წლის ლონდონელმა  არტისტმა აღნიშნა, რომ ვერც კი წარმოედგინა, ოდესმე გრემის სცენაზე თუ აღმოჩნდებოდა.

„მე აქ ვარ, როგორც ემიგრანტის შვილიშვილი,“ – თქვა მან, რასაც დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. ეს განცხადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად ჟღერდა აშშ-ში მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება – იანვარში ამ ქმედებებს მინეაპოლისში ამერიკის ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

„მე ადამიანების სიმამაცის შედეგად ვდგავარ აქ და ვფიქრობ, ასეთი ადამიანები აღიარებას იმსახურებენ. ერთმანეთის გარეშე ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ,” – მიმართა მუსიკოსმა აუდიტორიას.

მისი სიტყვები კიდევ უფრო ემოციური გახდა იმის გათვალისწინებით, რომ დარბაზში მყოფი არაერთი ვარსკვლავი შავ-თეთრ ნიშნებს – „ICE Out“-ს  ატარებდა. ეს სიმბოლო აშშ-ის მასშტაბით საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ნაწილია.

ოლივია დინმა გამარჯვება მოიპოვა იმ ნომინაციაში, რომელშიც წარდგენილი იყვნენ: ლოლა იანგი, K-pop ჯგუფი KATSEYE, sombr, The Marías, ედისონ რეი და ალექს უორენი. 

ცერემონიაზე საუკეთესო ახალი არტისტის ყველა ნომინანტმა იმღერა, ხოლო დინმა საღამო დახურა თავისი ჰიტით Man I Need, რომელმაც გასულ წელს Billboard Hot 100-ის მეორე ადგილი დაიკავა.

როგორც საღამოს წამყვანმა ტრევორ ნოამ აღნიშნა, წლევანდელი საუკეთესო ახალი არტისტის ნომინანტებს საერთო ჯამში 225 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ტრეკები 27 მილიარდჯერ არის სტრიმინგ სერვისებზე მოსმენილი, ხოლო წლევანდელ გრემიზე მათ ერთად 18 ნომინაცია დაიმსახურეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გრემის დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში Bad Bunny-მ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

Bad Bunny - გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena-ზე, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. კევინ ვინტერი/Getty Images The Recording Academy

2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი