2026 წლის 1 თებერვალს გრემის ცერემონიაზე ჯილდოები 95 კატეგორიაში გაიცა, ხოლო ვინ გახდა საღამოს ტრიუმფალური გამარჯვებული, ამას ქვემოთ წაიკითხავთ.
გრემის დაჯილდოებაზე Bad Bunny-მ მთავარი პრიზი – წლის ალბომი მოიპოვა DeBÍ TiRAR MáS FOToS-ისთვის, რაც ერთ-ერთია ამ საღამოს მიღებული მისი სამი ჯილდოდან: არტისტმა ჯილდო დაიმსახურა ასევე საუკეთესო ურბანული მუსიკალური ალბომისთვის პრაიმ-ტაიმის ტრანსლაციისას, ხოლო მანამდე, დღის განმავლობაში, „საუკეთესო გლობალური მუსიკალური შესრულების“ ნომინაციაში გაიმარჯვა სიმღერისთვის EoO. თუმცა 2026 წლის გრემის მთავარი გამარჯვებული კენდრიკ ლამარი გახდა, რომელმაც ხუთი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის წლის ჩანაწერი სიმღერისთვის luther (SZA-სთან ერთად) და საუკეთესო რეპალბომ GNX-ისთვის.
Billboard-ი მოვლენებს მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებდა, გრემის საპრემიერო ცერემონიიდან დაწყებული, (სადაც 86 პრიზი გაიცა) პრაიმ-ტაიმის ტრანსლაციით დამთავრებული (სადაც 2026 წლის ბოლო ცხრა ჯილდო განაწილდა).
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დაპირისპირება წლის ალბომის კატეგორიაში შედგა, სადაც პირველად წარდგენილი Leon Thomas, Clipse და Tyler, the Creator ამავე კატეგორიაში ვეტერან კანდიდატებს დაუპირისპირდნენ: Bad Bunny, ჯასტინ ბიბერი, საბრინა კარპენტერი, Lady Gaga და კენდრიკ ლამარი. რვავე ნომინანტს აქამდე არასოდეს მოუგია ამ კატეგორიაში, თუმცა Bad Bunny მოქმედი ჩემპიონი გახდა.
Leon Thomas ნომინირებული იყო თავისი ალბომით Mutt, Clipse (ძმების დუეტი Pusha T და Malice) – ალბომით Let God Sort Em Out, Tyler, the Creator – ალბომით CHROMAKOPIA, ჯასტინ ბიბერი ალბომით – SWAG, საბრინა კარპენტერი – Man’s Best Friend-ით, Lady Gaga – MAYHEM-ით; ხოლო კენდრიკ ლამარი ალბომით GNX.
ნახეთ 2026 წლის გრემის გამარჯვებულთა სრული სია:
მთავარი კატეგორიები
წლის ჩანაწერი
გამარჯვებული: Luther – Kendrick Lamar SZA-სთან ერთად
წლის ალბომი
გამარჯვებული: DeBÍ TiRAR MáS FOToS, Bad Bunny
წლის სიმღერა
გამარჯვებული: WILDFLOWER – Billie Eilish
საუკეთესო ახალბედა შემსრულებელი
გამარჯვებული: ოლივია დინი
წლის პროდიუსერი
გამარჯვებული: Cirkut
წლის სიმღერის ავტორი
გამარჯვებული: Amy Allen
პოპ & საცეკვაო /ელექტრონული მუსიკა
საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებელი
გამარჯვებული: Messy – ლოლა იუნგი
საუკეთესო პოპ დუო/ჯგუფის შესრულება
გამარჯვებული: Defying Gravity – სინთია ერივო და არიანა გრანდე
საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი
გამარჯვებული: MAYHEM – Lady Gaga
საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერი
გამარჯვებული: End of Summer – Tame Impala
საუკეთესო საცეკვაო პოპჩანაწერი
გამარჯვებული: Abracadabra – Lady Gaga
საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი
გამარჯვებული: EUSEXUA – FKA twigs
საუკეთესო რემიქს ჩანაწერი
გამარჯვებული: Abracadabra რემიქსის ავტორი: (Gesaffelstein Remix), Gesaffelstein, (შემსრულებლები: Lady Gaga, Gesaffelstein)
საუკეთესო როკშესრულება
გამარჯვებული: Changes (Live From Villa Park) Back to the Beginning – YUNGBLUD Nuno Bettencourt-ის, Frank Bello-ს, Adam Wakeman-ისა და II-ის მონაწილეობით
საუკეთესო მეტალშესრულება
გამარჯვებული: BIRDS – Turnstile
საუკეთესო როკსიმღერა
გამარჯვებული: As Alive as You Need Me to Be – Trent Reznor & Atticus Ross – სიმღერის ავტორი (Nine Inch Nails)
Best Rock Album / საუკეთესო როკალბომი
გამარჯვებული: NEVER ENOUGH – Turnstile
საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის შესრულება
გამარჯვებული: Alone – The Cure
საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ალბომი
გამარჯვებული: Songs of a Lost World – The Cure
R&B, რეპი
საუკეთესო R&B შესრულება
გამარჯვებული: Folded – Kehlani
საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება
გამარჯვებული: VIBES DON’T LIE – Leon Thomas
საუკეთესო R&B სიმღერა
გამარჯვებული: Folded – Kehlani
საუკეთესო პროგრესული R&B ალბომი
გამარჯვებული: BLOOM – Durand Bernarr
საუკეთესო R&B ალბომი
გამარჯვებული: MUTT – Leon Thomas
საუკეთესო რეპშესრულება
გამარჯვებული: Chains & Whips – Clipse, Pusha T & Malice Kendrick Lamar-ისა და ფარელ უილიამსის მონაწილეობით
საუკეთესო მელოდიური რეპშესრულება
გამარჯვებული: luther – კენდრიკ ლამარი, SZA-სთან ერთად
საუკეთესო რეპსიმღერა
გამარჯვებული: tv off – კენდრიკ ლამარი, Lefty Gunplay-ის მონაწილეობით
საუკეთესო რეპალბომი
გამარჯვებული: GNX – კლენდრიკ ლამარი
მხატვრული ალბომი (Spoken Word)
გამარჯვებული: Words For Days Vol. 1 – Mad Skillz
ჯაზი, ტრადიციული პოპი, თანამედროვე ინსტრუმენტული მუსიკა და მუსიკალური თეატრი
საუკეთესო ჯაზშესრულება
გამარჯვებული: Windows – Live – Chick Corea, Christian McBride & Brian Blade
საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომი
გამარჯვებული: Portrait – Samara Joy
საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომი
გამარჯვებული: Southern Nights, Sullivan Fortner Peter Washington-ისა და Marcus Gilmore-ის მონაწილეობით
საუკეთესო ჯაზ-ანსამბლის ალბომი
გამარჯვებული: Without Further Ado, Vol 1 – Christian McBride Big Band
საუკეთესო ლათინო ჯაზის ალბომი
გამარჯვებული: A Tribute to Benny Moré და Nat King Cole, Gonzalo Rubalcaba, Yainer Horta & Joey Calveiro
საუკეთესო ალტერნატიული ჯაზ ალბომი
გამარჯვებული: LIVE-ACTION – Nate Smith
საუკეთესო ტრადიციული პოპ ვოკალური ალბომი
გამარჯვებული: A Matter of Time – Laufey
საუკეთესო თანამედროვე ინსტრუმენტული ალბომი
გამარჯვებული: Brightside – ARKAI
საუკეთესო მიუზიკლ-თეატრის ალბომი
გამარჯვებული: Buena Vista Social Club
ქანთრი და ამერიკული ფოლკ-მუსიკა
საუკეთესო ქანთრი სოლო შესრულება
გამარჯვებული: Bad as I Used to Be [From F1® The Movie] – Chris Stapleton
საუკეთესო ქანთრი დუეტი/ჯგუფური შესრულება
გამარჯვებული: Amen – Shaboozey და Jelly Roll
საუკეთესო ქანთრი სიმღერა
გამარჯვებული: Bitin’ List – Tyler Childers
საუკეთესო ტრადიციული ქანთრი ალბომი
გამარჯვებული: Ain’t in It for My Health – Zach Top
საუკეთესო თანამედროვე ქანთრი ალბომი
გამარჯვებული: Beautifully Broken – Jelly Roll
საუკეთესო ამერიკული ფოლკლორული შესრულება
გამარჯვებული: Beautiful Strangers – Mavis Staples
საუკეთესო ამერიკანას შესრულება (ქანთრის, ფოლკის, ბლუზის და როკ-ენ-როლის სინთეზი)
გამარჯვებული: Godspeed – Mavis Staples
საუკეთესო ამერიკული ფოლკლორული სიმღერა
გამარჯვებული: Ancient Light – Sarah Jarosz, Aoife O’Donovan & Sara Watkins
საუკეთესო ამერიკანა ალბომი
გამარჯვებული: BIG MONEY – Jon Batiste
საუკეთესო Bluegrass ალბომი (ამერიკული ბლუზის ქვეჟანრი)
გამარჯვებული: Highway Prayers – Billy Strings
საუკეთესო ტრადიციული ბლუზ ალბომი
გამარჯვებული: Ain’t Done With the Blues – Buddy Guy
საუკეთესო თანამედროვე ბლუზ ალბომი
გამარჯვებული: Preacher Kids – Robert Randolph
საუკეთესო ფოლკ ალბომი
გამარჯვებული: Wild and Clear and Blue – I’m With Her
საუკეთესო რეგიონული ფოლკ მუსიკის ალბომი
გამარჯვებული: A Tribute to the King of Zydeco – Various Artists
გოსპელი და თანამედროვე ქრისტიანული მუსიკა
საუკეთესო გოსპელ შესრულება/სიმღერა
გამარჯვებული: Come Jesus Come – CeCe Winans Featuring Shirley Caesar
საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკის შესრულება/სიმღერა
გამარჯვებული: Hard Fought Hallelujah – Brandon Lake With Jelly Roll; Chris Brown, Steven Furtick, Benjamin William Hastings, Jason Bradley Deford & Brandon Lake, songwriters
საუკეთესო გოსპელ ალბომი
გამარჯვებული: Heart of Mine, Darrel Walls, PJ Morton
საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკის ალბომი
გამარჯვებული: Coritos Vol. 1 – Israel & New Breed
საუკეთესო ტრადიციული გოსპელ ალბომი
გამარჯვებული: I Will Not Be Moved (Live), The Brooklyn Tabernacle Choir
ლათინური, გლობალური, რეგი / New Age, ემბიენტი და საგალობელი
საუკეთესო ლათინო პოპ ალბომი
გამარჯვებული: Cancionera – Natalia Lafourcade
საუკეთესო ურბანული მუსიკის ალბომი
გამარჯვებული: DeBÍ TiRAR MáS FOToS – Bad Bunny
საუკეთესო ლათინო როკ ან ალტერნატიული ალბომი
გამარჯვებული: PAPOTA – CA7RIEL & Paco Amoroso
საუკეთესო მექსიკური მუსიკის ალბომი
გამარჯვებული: Palabra De To’s (Seca) – Carín León
საუკეთესო ტროპიკული ლათინო ალბომი
გამარჯვებული: Raíces – Gloria Estefan
საუკეთესო გლობალური მუსიკის შესრულება
გამარჯვებული: EoO – Bad Bunny
საუკეთესო აფრო მუსიკის შესრულება
გამარჯვებული: PUSH 2 START – Tyla
საუკეთესო გლობალური მუსიკის ალბომი
გამარჯვებული: Caetano e Bethânia Ao Vivo – Caetano Veloso და Maria Bethânia
საუკეთესო რეგეი ალბომი
გამარჯვებული: BLXXD & FYAH – Keznamdi
საუკეთესო New Age, ემბიენტ ან საგალობელი ალბომი
გამარჯვებული: Nomadica – Carla Patullo Featuring The Scorchio Quartet & Tonality
საუკეთესო საბავშვო მუსიკალური ალბომი
გამარჯვებული: Harmony, FYÜTCH და Aura V
საუკეთესო კომედიური ალბომი
გამარჯვებული: Your Friend, Nate Bargatze, ნეიტ ბარგატზე
საუკეთესო აუდიოწიგნი / ჩანაწერი
გამარჯვებული: Meditations: The Reflections of His Holiness The Dalai Lama, დალაი ლამა
საუკეთესო კრებული საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის
გამარჯვებული: Sinners, სხვადასხვა შემსრულებელი; რაიან კუგლერი, ლუდვიგ გორანსონი და სერენა გორანსონი, კრებულის პროდიუსერები; ნიკი შეროდი, მუსიკალური ზედამხედველი
საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი ვიზუალური მედიისთვის (კინოს / ტელევიზია)
გამარჯვებული: Sinners – ლუდვიგ გორანსონი, კომპოზიტორი
საუკეთესო საუნდტრეკი ვიდეო თამაშებისა და სხვა ინტერაქტიული მედიისთვის
გამარჯვებული: Sword of the Sea – ოსტინ უინტორი, კომპოზიტორი
საუკეთესო სიმღერა ვიზუალური მედიისთვის
გამარჯვებული: Golden (ანიმაციიდან KPop Demon Hunters) – HUNTR/X: EJAE, Audrey Nuna, REI AMI
საუკეთესო მუსიკალური ვიდეო
გამარჯვებული: Anxiety – Doechii
საუკეთესო მუსიკალური ფილმი
გამარჯვებული: Music by John Williams
ისტორიული ჩანაწერები
საუკეთესო ჩანაწერის შეფუთვა
გამარჯვებული: Tracks II: The Lost Albums, მეგან ფოლი და მიშელ ჰოლმი, არტ-დირექტორები (Bruce Springsteen)
საუკეთესო ალბომის გარეკანი
გამარჯვებული: CHROMAKOPIA, ტაილერ ოკონმა, არტ-დირექტორი (Tyler, The Creator)
საუკეთესო ანოტაციები ალბომისთვის
გამარჯვებული: Miles ’55: The Prestige Recordings, ეშლი კანი, ანოტაციის ავტორი (Miles Davis)
საუკეთესო ისტორიული ალბომი
გამარჯვებული: Joni Mitchell Archives – Volume 4: The Asylum Years (1976-1980)
წარმოება, ხმის ინჟინერია, კომპოზიცია და არანჟირება
საუკეთესო ხმის ინჟინერია ალბომისთვის (არაკლასიკური)
გამარჯვებული: That Wasn’t A Dream, ჯოზეფ ლორჯი და ბლეიკ მილსი, ინჟინრები; პატრიცია სალივანი, მასტერინგის ინჟინერი (Pino Palladino, Blake Mills)
საუკეთესო ხმის ინჟინერია ალბომისთვის (კლასიკური)
გამარჯვებული: Cerrone: Don’t Look Down, მაიკ ტირნი, ინჟინერი; ალან სილვერმანი, მასტერინგის ინჟინერი (Sandbox Percussion)
წლის პროდიუსერი, კლასიკური
გამარჯვებული: ელეინ მარტონი
საუკეთესო ინტერაქციული აუდიო ალბომი
გამარჯვებული: Immersed, ჯასტინ გრეი, იმერსიული მიქსის ინჟინერი; მაიკლ რომანოვსკი, იმერსიული მასტერინგის ინჟინერი; ჯასტინ გრეი, დრიუ იურეცკა და მორტენ ლინდბერგი, იმერსიული პროდიუსერები (Justin Gray)
საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიცია
გამარჯვებული: First Snow – რემი ლე ბეფი, კომპოზიტორი
საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტული / აკაპელა
გამარჯვებული: Super Mario Praise Break – ბრაიან კარტერი, ჩარლი როზენი და მეთიუ უიტაკერი, არანჟირების ავტორები (The 8-Bit Big Band)
საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტი და ვოკალი
გამარჯვებული: Big Fish – ერინ ბენტლეიჯი, სარა გაზარეკი, ჯონეი კენდრიკი, ნეიტ სმიტი და ამანდა ტეილორი, არანჟირების ავტორები (Nate Smith & säje)
საუკეთესო ორკესტრული შესრულება
გამარჯვებული: Messiaen: Turangalîla-Symphonie – ანდრის ნელსონსი, დირიჟორი (Boston Symphony Orchestra)
საუკეთესო საოპერო ჩანაწერი
გამარჯვებული: Heggie: Intelligence – კვამე რაიანი, დირიჟორი; ბლანტონ ალსპო, პროდიუსერი (Houston Grand Opera)
საუკეთესო საგუნდო შესრულება
გამარჯვებული: Ortiz: Yanga – გუსტავო დუდამელი, დირიჟორი; გრანტ გერშონი, ქორმაისტერი
საუკეთესო კამერული მუსიკის ან მცირე ანსამბლის შესრულება
გამარჯვებული: Dennehy: Land of Winter – ალან პირსონი და Alarm Will Sound
საუკეთესო კლასიკური ინსტრუმენტული სოლო
გამარჯვებული: Shostakovich: The Cello Concertos, იო-იო მა; ანდრის ნელსონსი, დირიჟორი (Boston Symphony Orchestra)
საუკეთესო კლასიკური სოლო ვოკალური ალბომი
გამარჯვებული: Telemann: Ino – Opera Arias For Soprano, ამანდა ფორსაიტი, სოლისტი; რობერტ მილი, პოლ ო’დეტი და სტივენ სტაბსი, დირიჟორები
საუკეთესო კლასიკური კრებული
გამარჯვებული: Ortiz: Yanga, გუსტავო დუდამელი, დირიჟორი; დიმიტრი ლიპაი, პროდიუსერი
საუკეთესო თანამედროვე კლასიკური კომპოზიცია
გამარჯვებული: Ortiz: Dzonot, გაბრიელა ორტისი, კომპოზიტორი